პურის გატეხა - საერთო ტრაპეზი


საკვანძო მუხლები:

მსაჯულნი 19 : 5 ; 2მეფეთა 12 : 17 ; იერემია 16 : 7 ; მათე 26 : 26 ; ლუკა 24 : 35 ; საქმენი მოციქულთა 2 : 42 ; საქმენი მოციქულთა 20 : 7 ; საქმენი მოციქულთა 27 : 35 ;
=4.12.23 პურის გატეხა - საერთო ტრაპეზი

- ჯერ პური გატეხე, დანაყრდი და მერე წადი მსაჯ.19,5
- თავზე დაადგნენ მისი სახლის უხუცესები, რომ მიწიდან აეყენებინათ იგი, მაგრამ არ ქნა და არ გატეხა მათთან პური 2მფ.12,17
- არავინ გატეხს პურს ჭირისუფლის სანუგეშებლად იერ.16,7
- როცა ჭამდნენ ისინი, აიღო პური იესომ და აკურთხა, გატეხა, მისცა მოწაფეებს და უთხრა: მიიღეთ, ჭამეთ, ეს არის ჩემი ხორცი მათ.26,26
- იცნეს იგი პურის გატეხისას ლუკ.24,35
- ერთავად მოციქულთა სწავლასა და ზიარებაში, პურის გატეხასა და ლოცვაში იყვნენ საქ.2,42
- სახლებში ტეხდნენ პურს და სიხარულითა და გულის უბრალოებით იღებდნენ საზრდოს საქ.2,46
- მოწაფეები პურის გასატეხად შეიკრიბნენ საქ.20,7
- [პავლემ თანამგზავრების გასამხნევებლად] აიღო პური, ყველას წინაშე მადლობა შესწირა ღმერთს, გატეხა და ჭამა დაიწყო საქ.27,35

------------------------
სურათზე: იცნეს აღმდგარი იესო პურის გატეხისას

4.12.23 Преломление хлеба - общая трапеза
Суд.19,5; 2цар.12,17 Иер.16,7 Матф.26,26 Лук.24,35 Деян.2,42.46; 20,7; 27,35