საწმიდრისადმი კრძალულება, შიში


საკვანძო მუხლები:

დაბადება 28 : 16 ; ლევიანნი 10 : 1 ; ლევიანნი 15 : 31 ; ლევიანნი 16 : 2 ; ლევიანნი 19 : 30 ; ლევიანნი 26 : 2 ; 2ნეშტთა 36 : 14 ; ეზეკიელი 9 : 6 ; მათე 21 : 13 ; იოანე 2 : 14 ; 1პეტრე 4 : 17 ; 2კორინთელთა 6 : 16 ; ლევიანნი 6 : 30 ; ლევიანნი 21 : 12 ; რიცხვნი 3 : 28 ; რიცხვნი 4 : 20 ;
=4.2.2. საწმიდრისადმი კრძალულება, შიში

ნუ შებილწავთ ღვთის სავანეს, ტაძარს.
თქვენ ღვთის ტაძარი ხართ,
მოიცილეთ კერპები, უცხო ცეცხლი

დაბ.28,16.17 ლევ.6,30; 10,1-3,, 15,31,, 16,2,, 19,[30],, 21,12; 26,2 რიცხ.3,28,, 4,20; 2ნეშ.36,14 ეზეკ.9,6.7 მათ.21,13 ინ.2,14-16,, 1პეტ.4,17,, 2კორ.6,16

ბიბლიის მუხლები

დაბადება 28
16. გამოიფხიზლა იაკობმა ძილისაგან და თქვა: ნამდვილად უფალი ყოფილა ამ ადგილას, მე კი არ ვიცოდი!
17. შეშინდა და თქვა: რა საშიში ყოფილა ეს ადგილი! სხვა რა უნდა იყოს, თუ არა უფლის სახლი; ეს ცათა კარიბჭეა!

ლევიანნი 6
30. ცოდვის ყოველი შესაწირი, რომლის სისხლიც საკრებულო კარავში იქნება შეტანილი საწმიდარში გამოსასყიდად, არ შეიჭამოს: ცეცხლზე დაიწვას.

ლევიანნი 10
1. აიღეს აარონის შვილებმა - ნადაბმა და აბიჰუმ თავთავისი საცეცხლურები, ჩადეს შიგ ცეცხლი, ზედ საკმეველი დააყარეს და მიიტანეს უფლის წინაშე უცხო ცეცხლი, რაც არ იყო მათთვის ნაბრძანები.
2. გამოვიდა ცეცხლი უფლისაგან და შთანთქა ისინი; დაიხოცნენ უფლის წინაშე.
3. უთხრა მოსემ აარონს: ეს არის, რასაც ამბობდა უფალი: ჩემს ახლობლებში განვიწმიდები და მთელი ერის წინაშე განვიდიდები. დადუმდა აარონი.

ლევიანნი 15
31. მოარიდეთ ისრაელიანები მათ უწმიდურობას, რომ თავიანთ უწმიდურობაში არ დაიხოცონ და არ გააუწმიდურონ ჩემი სავანე, რომელიც მათ შორის არის.

ლევიანნი 16
2. უთხრა უფალმა მოსეს: უთხარი აარონს, შენს ძმას, ყოველ დროს არ შევიდეს საწმიდარში, კრეტსაბმელს იქით, თავსარქველის წინ, რომელიც კიდობანს ახურავს, რათა არ მოკვდეს. რადგან ღრუბელში გამოვჩნდები თავსარქველზე.

ლევიანნი 19
30. ჩემი შაბათები დაიცავით და ჩემი საწმიდარის გეშინოდეთ. მე ვარ უფალი!

ლევიანნი 26
2. ჩემი შაბათები დაიცავით და ჩემი საწმიდარების გეშინოდეთ. მე ვარ უფალი.

რიცხვნი 3
28. ყოველი აღრიცხული მამრი, ერთი თვის ასაკისა და უფროსი, რომელიც საწმიდრის მსახურებას ასრულებდა, რვა ათას ექვსას შეადგენდა.

რიცხვნი 4
20. ნუ მივლენ შეფუთული საწმიდრის სახილველად, თორემ დაიხოცებიან”.

2ნეშტთა 36
14. ასევე მღვდლებისა და ხალხის ყველა წინამძღოლი მრავალს სცოდავდა წარმართთა ყველა სისაძაგლის კვალზე და ბილწავდნენ უფლის სახლს, რომელიც იერუსალიმში განწმიდა მან.

ეზეკიელი 9
6. მოხუცი და ჭაბუკი, ქალწული, ბავშვები და ქალები სრულიად ამოხოცეთ; ვისაც ნიშანი ადევს, ხელი არ ახლოთ. ჩემი საწმიდარიდან დაიწყეთ. მათაც დაიწყეს ტაძრის წინ მყოფი უხუცესებიდან.
7. უთხრა მათ: გააუწმიდურეთ ტაძარი და აავსეთ ეზოები დახოცილებით და გადით. ისინიც გავიდნენ და ქალაქში დაიწყეს მუსვრა.

მათე 21
13. და უთხრა მათ: დაწერილია: ჩემი სახლი სალოცავ სახლად იწოდება; თქვენ კი ყაჩაღთა ბუნაგად გიქცევიათ იგი.

იოანე 2
14. ნახა ტაძარში ხარებით, ცხვრებითა და მტრედებით მოვაჭრენი და მსხდომარე მეკერმენი.
15. დაწნა საბლისგან შოლტი და გამორეკა ტაძრიდან ყველა, აგრეთვე ხარები და ცხვრები; მიმოფანტა მეკერმეთა ფული და ააყირავა მათი დახლები.
16. მტრედებით მოვაჭრეებს კი უთხრა: გაიყვანეთ ეგენი აქედან და ნუ აქცევთ მამაჩემის სახლს. სავაჭრო სახლად.

1პეტრე 4
17. რადგანაც დროა, ღვთის სახლიდან დაიწყოს განკითხვა, ხოლო თუ ჩვენით დაიწყება, რა აღსასრული ელით ღვთის სახარების ურჩთ?

2კორინთელთა 6
16. რამ შეუთავსოს ღვთის ტაძარი კერპებს? რადგანაც თქვენ ხართ ტაძარი ცოცხალი ღვთისა, როგორც თქვა ღმერთმა: „დავმკვიდრდები მათში და ვივლი მათ შორის; მე ვიქნები მათი ღმერთი, ხოლო ისინი იქნებიან ჩემი ხალხი.

4.2.2. Чтить и бояться святилища
Быт.28,16.17 Лев.6,30; 10,1-3,, 15,31,, 16,2,, 19,[30],, 21,12; 26,2 Чис.3,28,, 4,20; 2Пар.36,14 Иез.9,6.7 Матф.21,13 Ин.2,14-16,, 1Пет.4,17,, 2Кор.6,16