ეშმაკეული, ავი სულისგან შეპყრობილი


საკვანძო მუხლები:

1მეფეთა 18 : 10 ; 3მეფეთა 18 : 28 ; იერემია 29 : 26 ; მათე 4 : 24 ; მათე 8 : 16 ; მათე 9 : 32 ; მათე 12 : 22 ; მათე 15 : 22 ; მათე 17 : 15 ; მარკოზი 1 : 23 ; მარკოზი 5 : 3 ; მარკოზი 9 : 20 ; მარკოზი 16 : 9 ; იოანე 10 : 21 ; საქმენი მოციქულთა 16 : 16 ; ლუკა 6 : 18 ; საქმენი მოციქულთა 5 : 16 ; ლუკა 8 : 36 ;
=3.51.31 ეშმაკეული, ავი სულისგან შეპყრობილი

ნათქვამია წმ. წერილში:
- მოჰყავთ განსაკურნებლად მათ.4,24 საქ.5,16
- ეშმაკეული განსხვავდება სნეულისგან მარ.1,32
- ეშმაკეული ძირს ეცემა, დუჟი სდის, ბორკავენ, რომ ვნება არავის მოუტანოს მარ.5,3-5; 9,20
- იესომ მრავალისგან განდევნა მათ.8,16
- განდევნა იესომ ეშმაკეულისგან ლეგიონი მარ.5,15-19 ლუკ.8,36
- არაწმიდა სულებით გატანჯულნიც იკურნებოდნენ ლუკ.6,18
- ეშმაკეულობას აბრალებდნენ იესოს იოან.10,21

მაგალითები:
- მეფე საული 1მფ.18,10
- ბაალის წინასწარმეტყველები 3მფ.18,28
- შეშლილები უფლის ტაძარში იერ.29,26
- ორი ღადარინელთა ქვეყანაში მათ.8,28-34
- მუნჯი მათ.9,32
- ბრმა და მუნჯი მათ.12,22
- ქანაანელი დედაკაცის ასული მათ.15,22-28
- მთვარეული მათ.17,15-21
- კაცი სინაგოგაში მარ.1,23-26
- მარიამ მაგდალინელი მარ.16,9
- გოგონა პითონის სულით საქ.16,16

ბიბლიის მუხლები

1მეფეთა 18
10 მეორე დღეს ღვთისგან დაშვებულმა ბოროტმა სულმა შეიპყრო საული და მისანივით იქცეოდა თავის სახლში. ჩვეულებისამებრ ქნარზე უკრავდა დავითი, საულს კი შუბი ეპყრა ხელთ.

3მეფეთა 18
28 გაჰყვიროდნენ ხმამაღლა. ჩვე­ულებისამებრ თავებს ისერავდნენ მახვილებითა და შუბებით, სანამ არ გადმოინთხა მათი სისხლი.

იერემია 29
26 რომ უფალმა იეჰოიადაყის ნაცვლად დაგაყენა ღვთისმსახურად, რათა თვალყური გედევნებინა ყოველი შეშლილისთვის უფლის ტაძარში, წინასწარმეტყველად რომ ასაღებს თავს, შეგებორკა და საკანში გამოგემწყვდია.

მათე 4
24 და მოედო მისი ამბავი მთელ სირიას. მოჰყავდათ მასთან ყველა უძლური, სხვადასხვა სნეულებით და სატანჯველით შეპყრობილნი, ეშმაკეულნი, მთვარეულნი, დავრდომილნი და კურნავდა მათ.

მათე 8
16 მოსაღამოვებულზე მრავალი ეშმაკეული მოიყვანეს მასთან და მან სიტყვით განდევნა სულები და განკურნა ყველა სნეული.

მათე 9
32 გავიდნენ ისინი და აჰა, მოიყვანეს მასთან მუნჯი კაცი, ეშმაკით შეპყრობილი.

მათე 12
22 მაშინ მოიყვანეს მასთან ბრმა და მუნჯი ეშმაკეული და მან განკურნა იგი, ისე რომ ბრმა და მუნჯი ხედავდა და ლაპარაკობდა.

მარკოზი 1
32 საღამო ჟამს, მზის ჩასვლისას, მიუყვანეს მას ყველა, ვინც სნეული და ეშმაკეული იყო.

მარკოზი 5
15 მოვიდნენ იესოსთან და დაინახეს: ეშმაკეული, ლეგიონი რომ ჰყავდა, შემოსილი და გონთმოსული ზის, და შეშინდნენ.
16 უამბეს მათ მხილველებმა, რაც დაემართა ეშმაკეულსა და ღორებს.
17 და დაუწყეს მას ხვეწნა, ჩვენს საზღვრებს გაეცალეო.
18 როდესაც ნავში ადიოდა, ყოფილი ეშმაკეული შეევედრა, თან წამიყვანეო.
19 მაგრამ ნება არ დართო, არამედ უთხრა: "წადი შენს სახლში, შენიანებთან, და უთხარი მათ, რა გაგიკეთა ღმერთმა და რაოდენ შეგიწყალა”.

მარკოზი 9
20 მიუყვანეს. როგორც კი სულმა იესო დაინახა, ბიჭი ძირს დაანარცხა. გორავდა მიწაზე დაცემული და დუჟი სდიოდა.

ლუკა 8
36 უამბეს მათ, ვინც იხილა, თუ როგორ განიკურნა ეშმაკეული.

იოანე 10
21 სხვები ამბობდნენ: "ეს ეშმაკეულის სიტყვები არ არის; განა შეუძლია ეშმაკს, ბრმას თვალი აუხილოს?”

საქმეები 16
16 ისე მოხდა რომ, როცა ლოცვისთვის მივდიოდით, ერთი გოგონა შეგვხვდა, რომელსაც პითონის სული ჰქონდა და მისნობით დიდძალ მოგებას აძლევდა თავის ბატონებს.

3.51.31 Бесноватый - одержимый бесами
1цар.18,10; 3цар.18,28 Иер.29,26 Матф.4,24; 8,16.28-34; 9,32; 12,22; 15,22-28; 17,15-21 Мар.1,23-26.32; 5,3-5.15-19; 9,20; 16,9 Лук.6,18; 8,36 Ин.10,21 Деян.5,16; 16,16