ურჩობა, ჯანყი, ჯიუტობა, ქედმაგრობა, განდგომა, წინააღმდეგობა ღვთის მიმართ


საკვანძო მუხლები:

გამოსვლა 7 : 22 ; გამოსვლა 10 : 3 ; გამოსვლა 32 : 9 ; რიცხვნი 17 : 5 ; რიცხვნი 20 : 24 ; მეორე რჯული 9 : 6 ; მეორე რჯული 10 : 16 ; მეორე რჯული 29 : 25 ; მეორე რჯული 31 : 16 ; მეორე რჯული 32 : 5 ; 1მეფეთა 12 : 15 ; 1მეფეთა 15 : 23 ; 2ნეშტთა 30 : 8 ; 2ნეშტთა 36 : 13 ; იობი 34 : 37 ; ფსალმუნები 77 : 8 ; ესაია 1 : 4 ; ესაია 30 : 9 ; ესაია 63 : 10 ; ესაია 65 : 2 ; იერემია 2 : 19 ; იერემია 7 : 26 ; იერემია 16 : 11 ; დანიელი 9 : 5 ; საქმენი მოციქულთა 7 : 51 ; საქმენი მოციქულთა 18 : 12 ; საქმენი მოციქულთა 19 : 23 ; რომაელთა 8 : 7 ; რომაელთა 11 : 30 ; რომაელთა 15 : 31 ; ებრაელთა 3 : 16 ; რიცხვნი 32 : 15 ; იობი 15 : 26 ; მეორე რჯული 1 : 26 ;
=3.50.8. ურჩობა, ჯანყი, ჯიუტობა, ქედმაგრობა, განდგომა, წინააღმდეგობა ღვთის მიმართ

- ურჩობა ღვთის წინაშე გამ.10,3; 32,9 რიცხ.20,24 რჯ.1,26; 1მფ.15,23 ფს.77,8 ეს.30,9 ებრ.3,16
- ჯანყი რიცხ.17,5 რჯ.9,24 ეს.63,10; 65,2
- ჯიუტობა გამ.7,22 რჯ.9,6.13; 31,27; 32,5; 1მფ.15,23 იობ.15,26 იერ.7,26 დან.9,5-9
- უფლის მიტოვება, განდგომილება რიცხ.32,15 რჯ.29,25; 31,16 ეს.1,[4]; 30,15 იერ.2,19.31; 16,11
- ღვთის მოწინააღმდეგე 1მფ.12,15 იობ.34,37
- საკუთარი სულის ურწმუნომყოფელი უფლის მიმართ ფს.77,8
- განმრისხებელი, გამჯავრებელი ღმერთის რჯ.9,7.8.12.18 ფს.77,17
- ტყვეობაში ღვთის ნების წინააღმდეგ 2ნეშ.36,13
- ღვთის გამომცდელი ფს.77,18-20
- არ დამჯერებელი ღმერთის და მის შველაზე იმედის არ დამმყარებელი ფს.77,22
- ქრისტეს პირველი მოსვლისას საქ.7,51
- ორთოდოქსული დევნა საქ.18,12.13
- ამბოხი, მღელვარება ღვთის გზის წინააღმდეგ საქ.19,23-41
- ხორციელი ფიქრები დაუმორჩილებლობაა ღმერთისადმი რომ.8,7
- იუდეველები და წარმართები ცოდვილ ურჩობაშიც ერთიანები ვართ და ორთავეთათვის ღმერთისგან მონიჭებულ შეწყალებაშიც რომ.11,30
- [ილოცეთ ჩემთვის] რათა თავი დავაღწიო ურჩებს იუდეაში რომ.15,31

ამ სულიერი სნეულებიდან გამოსასვლელად საჭიროა:
- დავიცვითოთ გულის ჩუჩა რჯ.10,16
- მორჩილება უფლისადმი 2ნეშ.30,8

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 7
22. და იგივე გააკეთეს ეგვიპტის გრძნეულებმა თავ-თავისი ჯადოქრობით; გაუსასტიკდა გული ფარაონს და არ ისმინა მათი, როგორც ჰქონდა ნათქვამი უფალს.

გამოსვლა 10
3. მივიდნენ მოსე და აარონი ფარაონთან და უთხრეს: ასე თქვა უფალმა, ებრაელთა ღმერთმა: როდემდის უნდა მეურჩებოდე? გაუშვი ჩემი ერი, რომ მემსახურონ.

გამოსვლა 32
9. უთხრა უფალმა მოსეს: "ვხედავ ამ ხალხს და აჰა, ქედმაგარი ხალხია.

რიცხვნი 17
5. ვისაც მე გამოვარჩევ, მისი კვერთხი აყვავდება და ჩავახრჩობ ისრაელიანთა ჯანყს, რომ აჯანყებულან თქვენს წინააღმდეგ.

რიცხვნი 20
24. შეერთოს აარონი თავის ხალხს, რადგან ვერ უნდა შევიდეს იგი იმ ქვეყანაში, რომელიც ისრაელიანთათვის მაქვს მიცემული; იმის გამო,რომ მტრობის წყალთან მეურჩებოდით.

მეორე რჯული 9
6. იცოდე, რომ შენი სიმართლის გამო არ გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, ამ მადლიან მიწას დასამკვიდრებლად, რადგან ჯიუტი ხალხი ხართ.
7. გახსოვდეს, არ დაგავიწყდეს, რომ ბევრჯერ გაგირისხებია უფალი, შენი ღმერთი, უდაბნოში. ეგვიპტიდან გამოსვლის დღიდან ამ ადგილზე მოსვლამდე, სულ მუდამ ექიშპებოდი უფალს.
8. ხორებში განარისხეთ უფალი და გამწყრალმა თქვენი მოსპობა დააპირა.
12. და მითხრა უფალმა: ადექი და სწრაფად წადი აქედან, რადგან გაირყვნა შენი ხალხი, რომელიც ეგვიპტიდან გამოიყვანე. მალევე გადაუხვიეს შენგან ნასწავლებ გზას - კერპი ჩამოისხეს.
13. ასე მითხრა უფალმა: დავინახე, რომ ჯიუტი ყოფილა ეს ხალხი.
18. დავემხე უფლის წინაშე, როგორც უწინ, და ასე ვიყავი ორმოცი დღე და ორმოცი ღამე, უსმელ-უჭმელი, ყველა თქვენი ცოდვის გამო, რომლითაც სცოდავდით, ბოროტებას რომ სჩადიოდით უფლის თვალში და აჯავრებდით მას.
24. იმ დღიდან, რაც გიცნობთ, უჯანყდებით უფალს.

მეორე რჯული 10
16. დაიცვითეთ თქვენი გულის ჩუჩა და მეტად ნუღარ გაჯიუტდებით;

მეორე რჯული 29
25. იტყვიან: იმის გამო, რომ დააგდეს უფლის, თავიანთი მამა-პაპის ღმერთის აღთქმა, რომელიც დაუდო მათ, როცა ეგვიპტიდან გამოჰყავდა ისინი.

მეორე რჯული 31
16. უთხრა უფალმა მოსეს: აჰა, მიიძინებ შენს მამა-პაპასთან, ეს ხალხი კი ადგება და აეკიდება უცხო ღმერთებს იმ ქვეყანაში, რომელშიც შედის, დამივიწყებს და დაარღვევს აღთქმას, რომელიც დავუდევი მას.
27. რადგან მე ვიცი შენი სიჯიუტე და შეუპოვრობა. აჰა, რაც ცოცხალი ვარ, უჯიუტდებით უფალს და რაღა იქნება ჩემი სიკვდილის შემდეგ?

მეორე რჯული 32
5. გაერყვნენ მას, აღარ არიან მისი შვილები, რადგან შეიგინენ, ჯიუტი და გზასამცდარი მოდგმაა.

1მეფეთა 12
15. თუ არ შეისმენთ უფლის სიტყვას და წინ აღუდგებით უფლის ნაბრძანებს, უფლის ხელი იქნება თქვენს წინააღმდეგ, როგორც თქვენი მამა-პაპის წინააღმდეგ იყო.

1მეფეთა 15
23. რადგან ერთი ცოდვაა ჯადოქრობა და ურჩობა, ერთი ცოდვაა კერპთაყვანისმცემლობა და სიჯიუტე. რაკიღა მოიძულე უფლის სიტყვა, ისიც მოიძულებს შენს მეფობას.

2ნეშტთა 30
8. ახლა თქვენი მამებივით ქედს კი ნუ გაიმაგრებთ, არამედ დამორჩილდით უფალს და შედით მის საწმიდარში, რომელიც მან საუკუნოდ განწმიდა; ემსახურეთ უფალს, თქვენს ღმერთს, რათა აგარიდოთ თავისი მწველი რისხვა.

2ნეშტთა 36
13. მეფე ნაბუქოდონოსორსაც განუდგა, რომელმაც ღვთის წინაშე დააფიცა. გაჯიუტდა და გული გაიქვავა, რათა არ დაბრუნებულიყო უფალთან, ისრაელის ღმერთთან.

იობი 34
37. რადგან თავის ცოდვას ახალი დანაშაული მიუსართა: ხელი ხელს შემოჰკრა ჩვენს შორის და გაამრავლა სიტყვები ღვთის წინააღმდეგ.

ფსალმუნი 77
8. და არ ემსგავსონ თავიანთ მამებს, გულარძნილთა და ურჩთა თაობას, თაობას, რომ არ აწაღმართა გული თავისი და ურწმუნო-ჰყო უფლის მიმართ თავისი სული.
17. ისინი კი განაგრძობდნენ შეცოდებას მის მიმართ, აბრაზებდნენ უზენაესს უდაბნოში.
18. ცდიდნენ ღმერთს თავიანთ გულში, როს ხორაგეულს მოითხოვდნენ თავის სულისთვის.
19. და ლაპარაკობდნენ ღმერთზე, ამბობდნენ: შეიძლებს ღმერთი უდაბნოში ტაბლის გამართვას?
20. ჰა, კლდეს დაჰკრა და გადმოსკდა წყალი და გადმოინთხა ნაკადები. პურის მოცემაც თუ ძალუძს? ხორცს თუ მოუმზადებს თავის ხალხს?
22. რადგან არ დაუჯერეს ღმერთს და მის შველაზე არ დაამყარეს იმედი.

ესაია 1
4. ვაი, ბრალეულო ხალხო, ცოდვით დამძიმებულო ერო, ბოროტეულთა მოდგმავ, წარწყმედილო შვილებო! მიტოვებული ჰყავთ უფალი, დაგმობილი ჰყავთ ისრაელის წმიდა, ზურგი შეუქცევიათ!

ესაია 30
9. რადგან ურჩია ეს ხალხი, მატყუარა შვილები არიან, შვილები, რომელთაც არ უნდათ უფლის რჯულის გაგონება;
15. რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი, ისრაელის წმიდა: უკან მოქცევით და დავანებით გადარჩებოდით, სიმშვიდეში და სასოებაში იქნებოდა თქვენი ძალა, მაგრამ არ ინდომეთ,

ესაია 63
10. მაგრამ აჯანყდნენ და შეაწუხეს მისი წმიდა სული, ამიტომაც მტრად გაუხდა მათ და ბრძოლა გაუმართა.

ესაია 65
2. დღენიადაგ ხელს ვიშვერ მოჯანყე ხალხისაკენ, რომელიც უკეთური გზით დადის, თავისი ზრახვების კვალზე;

იერემია 2
19. ჭკუაზე მოგიყვანს შენი დანაშაული და შენი განდგომილება გამხილებს შენ. იფიქრე და იცოდე, რა მძიმეა და მწარე უფლის, შენი ღვთის, მიტოვება. აღარა გაქვს ჩემი შიში, ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი.
31. ეჰა, მოდგმავ! შეიგონე უფლის სიტყვა! განა უდაბნო ვიყავი ისრაელისთვის ან ბნელეთი? რატომ ამბობს ჩემი ერი: თავისუფალნი ვართ, შენთან აღარ მოვალთო?

იერემია 7
26. მაგრამ არ მიგონებდნენ და ყურს არ მათხოვებდნენ, ჯიუტობდნენ და თავიანთ მამებზე უფრო უკუღმართად იქცეოდნენ.

იერემია 16
11. უპასუხე: იმისთვის, რომ მიმატოვა თქვენმა მამა-პაპამ, ამბობს უფალი, წაყვნენ უცხო ღმერთებს, ემსახურებოდნენ და თაყვანს სცემდნენ მათ. მიმატოვეს და ჩემი რჯულიც დაივიწყეს.

დანიელი 9
5. ჩვენ შევცოდეთ და უკეთურება ჩავიდინეთ, ურჯულოდ ვიქცეოდით, ვჯიუტობდით და გადავუხვიეთ შენს მცნებებს და სამართალს.

საქმეები 7
51. ქედმაგარნო, გულითა და ყურით წინადაუცვეთელნო, ყოველთვის რომ ეწინააღმდეგებით სულიწმიდას, როგორც თქვენი მამები, ისე თქვენც!

საქმეები 18
12. ხოლო აქაიაში, გალიონის პროკონსულობისას, იუდეველები ერთად დაესხნენ თავს პავლეს და სამსჯავროში მიიყვანეს იგი.

საქმეები 19
23. ხოლო იმ ხანად დიდი ამბოხება მოხდა უფლის გზის წინააღმდეგ.

რომაელთა 8
7. იმიტომ, რომ ხორციელი ფიქრები ღვთის მტრობაა; ვინაიდან არ ემორჩილება ღვთის რჯულს და არც შეუძლია.

3.50.8. Несмиряющие, оставляюшие, противляюшие, гневаюшие Бога
Исх.7,22; 10,3; 32,9 Чис.17,5; 20,24; 32,15 Вт.1,26; 9,6-8.12.13.18.24; 10,16; 29,25; 31,16.27; 32,5; 1цар.12,15; 15,23; 2Пар.30,8; 36,13 Иов.15,26; 34,37 Пс.77,8.17-20.22 Ис.1,4; 30,9.15; 63,10; 65,2 Иер.2,19.31; 7,26; 16,11 Дан.9,5 Деян.7,51; 18,12; 19,23 Рим.8,7; 11,30; 15,31 Евр.3,16