გულისთქმა - ვნება, ზაკვა, ზრახვა, სურვილი, სულსწრაფობა


საკვანძო მუხლები:

დაბადება 3 : 6 ; დაბადება 6 : 5 ; რიცხვნი 11 : 4 ; რიცხვნი 15 : 39 ; იობი 31 : 1 ; ფსალმუნები 105 : 14 ; იერემია 11 : 8 ; ეზეკიელი 16 : 26 ; ოსია 7 : 6 ; მათე 5 : 27 ; მარკოზი 4 : 19 ; იოანე 8 : 44 ; იაკობი 1 : 14 ; იაკობი 4 : 1 ; 1პეტრე 1 : 14 ; 1პეტრე 2 : 11 ; 1პეტრე 4 : 2 ; 2პეტრე 1 : 4 ; 2პეტრე 2 : 10 ; 2პეტრე 3 : 3 ; 1იოანე 2 : 16 ; იუდა 1 : 16 ; რომაელთა 1 : 24 ; რომაელთა 6 : 12 ; რომაელთა 7 : 7 ; რომაელთა 13 : 14 ; გალატელთა 5 : 16 ; ეფესელთა 2 : 3 ; ეფესელთა 4 : 22 ; კოლასელთა 3 : 5 ; 1თესალონიკელთა 4 : 5 ; 1ტიმოთე 5 : 11 ; 1ტიმოთე 6 : 9 ; 2ტიმოთე 2 : 22 ; 2ტიმოთე 3 : 6 ; 2ტიმოთე 4 : 3 ; ტიტე 2 : 12 ; ტიტე 3 : 3 ; გამოცხადება 11 : 5 ;
=3.49.63 გულისთქმა - ვნება, ზაკვა, ზრახვა, სურვილი, სულსწრაფობა

ქართული ბიბლიის სიმფონიისთვის

- დაინახა დედაკაცმა, რომ კარგი იყო საჭმელად ის ხე, რომ თვალწარმტაცი და საამური სანახავი იყო, მოწყვიტა ნაყოფი და შეჭამა დაბ.3,6
- ადამიანები მუდამჟამს ბოროტს განიზრახავდნენ გულში დაბ.6,5
- ჭრელი ბრბო, მათ რომ გამოჰყვა ეგვიპტიდან, აჰყვა გულისთქმას რიცხ.11,4
- იქ დაასაფლავეს სულსწრაფი ხალხი რიცხ.11,34
- არ აჰყვეთ თქვენს გულსა და თვალს, რომლებიც გიბიძგებენ მრუშობისაკენ რიცხ.15,39
- აღთქმა დავუდე ჩემს თვალებს, რომ ქალწულს არ შევხედავდი გულისთქმით იობ.31,1
- აჰყვნენ გულისთქმას უდაბნოში და გამოსცადეს ღმერთი ფს.105,14
- ყურიც არ მათხოვეს; და აჰყვა თითოეული თავის ბოროტ გულისთქმას იერ.11,8
- მეძავობდი ეგვიპტის ძეებთან, შენს გულისთქმიან მეზობლებთან ეზეკ.16,26
- თონესავით გახდა მათი გული მზაკვრობისაგან ოს.7,6
- ყველამ, ვინც ქალს გულისთქმით შეხედა, უკვე იმრუშა მასთან თავის გულში მათ.5,27
- ამ სოფლის საზრუნავი, სიმდიდრის საცდური და სხვა გულისთქმანი მოდიან და აშთობენ სიტყვას და უნაყოფო ხდება მარ.4,19
- თქვენი მამა ეშმაკია და თქვენი მამის გულისთქმის შესრულება გწადიათ იოან.8,44
- ყოველი გამოიცდება თავისი გულისთქმით, რომელიც წარიტაცებს და აცდუნებს მას იაკ.1,14
- გულისთქმა ჩასახავს და შობს ცოდვას იაკ.1,15
- საიდან მომდინარეობს ბრძ­ო­ლები და შეხლა-შემოხლანი თქვენს შორის, თუ არა თქვენივე გულისთქმათაგან, რომლებიც თქ­ვენ ასოებს შორის იბრძვიან? იაკ.4,1
- ბოროტად ითხოვთ, რათა თქვენი გულისთქმები დაიკმაყოფილოთ იაკ.4,3
- ნუ აჰყვებით თქვენი უმეცრების დროინდელ გულისთქმებს 1პეტ.1,14
- განეშორეთ ხორციელ გულისთქმებს, რომლებიც სულის წინააღმდეგ იბრძვიან 1პეტ.2,11
- ხორციელად დარჩენილი ცხოვრების დრო განვლოს არა ადამიანური გულისთქმებით, არამედ ღმერთის ნებით 1პეტ.4,2
- ცხოვრებას ატარებდით გარყვნილებაში, გულისთქმებში 1პეტ.4,3
- მოგვეცა უაღრესად დიდი და ძვირფასი აღთქმანი, რათა მათი მეშვეობით გავხდეთ ღვთიური ბუნების ზიარნი, განვერიდებით რა გულისთქმით გამოწვეულ ხრწნილებას ამ ქვეყანაზე 2პეტ.1,4
- ბილწ ხორციელ გულისთქმებს აყოლილნი 2პეტ.2,10
- მაღალფარდოვანი ამაო სიტყვებით ხორციელ გულისთქმებში და გარყვნილებაში ითრევენ მათ, ვინც ეს-ესაა გაშორდა ცდომილებაში მყოფთ 2პეტ.2,18
- უკანასკნელ დღეებში მოვლენ... საკუთარი გულისთქმებით მავალნი 2პეტ.3,3
- ყოველივე, რაც წუთისოფელშია - ხორციელი გულისთქმა, თვალთა გულისთქმა და ამაო დიდება ცხოვრებისა - მამისგან კი არა, წუთისოფლისგან არის 1იოან.2,16
- წუთისოფელიც გადადის და მისი გულისთქმაც, ღვთის ნების აღმსრულებელი კი უკუნისამდე რჩება 1იოან.2,17
- თავიანთი გულისთქმებით მავალნი... მაღალფარდოვან სიტყვებს წარმოთქვამენ და ანგარების გამო პირფერობენ იუდ.1,16
- გადასცა ისინი ღმერთმა მათივე გულისთქმების უწმიდურებას, რათა თვითონვე შეებილწათ თავიანთი სხეულები ერთმანეთში რომ.1,24
- ნუ იმეფებს ცოდვა თქვენს მოკვდავ სხეულში მის გულისთქმათათვის დასამორჩილებად რომ.6,12
- ვერც გულისთქმას შევიცნობდი, რჯულს რომ არ ეთქვა: „არ ისურვო.“ რომ.7,7
- ხორცზე ზრუნვას გულისთქმად ნუ გაიხდით რომ.13,14
- იარეთ სულიერად და აღარ აღასრულებთ ხორცის გულისთქმებს გალ.5,16
- ვინც ქრისტე იესოსნი არიან, ჯვარს აცვეს თავიანთი სხეული ვნებებთან და გულისთქმებთან ერთად გალ.5,24
- ოდესღაც ჩვენც მიმოვდიოდით ყველანი, ჩვენი ხორციელი გულისთქმებით და ვასრულებდით ხორცისა და გულის ზრახვათა ნებას, და ბუნებით რისხვის შვილები ვიყავით, როგორც დანარჩენები ეფ.2,3
- რათა განიშოროთ ძველი კაცის წინანდელი ცხოვრება, მაცდური გულისთქმებით რომ იხრწნება ეფ.4,22
- მოაკვდინეთ თქვენი მიწიერი ასოები: სიძვა, უწმიდურება, ვნება, ბოროტი გულისთქმა კოლ.3,5
- [სიწმიდით ვერ შევინახავთ ჩვენს ჭურჭელს] ვნებათა ღელვით 1თეს.4,5
- ახალგაზრდა ქვრივებს კი მოერიდე, რადგან ხშირად ისინი ვნებებით აღძრულნი შორდებიან ქრისტეს და გათხოვების სურვილი უჩნდებათ 1ტიმ.5,11
- გამდიდრების მსურველნი განსაცდელსა და მახეში ვარდებიან, მრავალ უგუნურ და მავნე გულისთქმაში, რომლებიც განადგურებისა და დაღუპვისაკენ უბიძგებენ ადამიანს 1ტიმ.6,9
- ყმაწვილკაცურ გულისთქმებს გაექეცი 2ტიმ.2,22
- იპარებიან სახლებში და ხელთ იგდებენ უგუნურ ქალებს, ცოდვებში ჩაფლულთ და სხვადასხვაგვარი გულისთქმებით შეპყრობილთ 2ტიმ.3,6
- დადგება დრო, როცა საღ მოძღვრებას ვეღარ აიტანენ, არამედ თავიანთი გულისთქმებისამებრ შემოიკრებენ ყურის მომქავებელ მასწავლებლებს 2ტიმ.4,3
- უარვყოთ უღმერთობა და ამქვეყნიური გულისთქმანი ტიტ.2,12
- ოდესღაც ჩვენც ვიყავით უმეცარნი, ურჩნი, გზააბნეულნი, მრავალგვარ გულისთქმებსა და განცხრომებს დამონებულნი ტიტ.3,3
- თუ ვინმე მოინდომებს [ორი მოწმის] ვნებას, უნდა მოიკლას გმცხ.11,5

-----------------------
სურათზე: იერონიმ ბოსხი - გულისთქმა "შვიდი მომაკვდინებელი ცოდვიდან"

3.49.63 Похотливость - желание
Быт.3,6; 6,5 Чис.11,4.34; 15,39 Иов.31,1 Пс.105,14 Иер.11,8 Иез.16,26 Ос.7,6 Матф.5,27 Мар.4,19 Ин.8,44 Иак.1,14.15; 4,1.3; 1Пет.1,14; 2,11; 4,2.3; 2Пет.1,4; 2,10.18; 3,3; 1Ин.2,16.17 Иуд.1,16 Рим.1,24; 6,12; 7,7; 13,14 Гал.5,16.24 Еф.2,3; 4,22 Кол.3,5; 1Фес.4,5; 1Тим.5,11; 6,9; 2Тим.2,22; 3,6; 4,3 Тит.2,12; 3,3 Отк.11,5