შესმენილი, შეწყნარებული, ნაპასუხები ლოცვა


საკვანძო მუხლები:

გამოსვლა 3 : 9 ; გამოსვლა 6 : 5 ; გამოსვლა 14 : 15 ; გამოსვლა 16 : 12 ; რიცხვნი 21 : 3 ; მეორე რჯული 4 : 7 ; იესო ნავეს ძე 10 : 12 ; 1მეფეთა 1 : 27 ; 2ნეშტთა 7 : 1 ; იობი 12 : 4 ; იობი 33 : 26 ; ფსალმუნები 6 : 10 ; ფსალმუნები 90 : 15 ; ფსალმუნები 114 : 1 ; ფსალმუნები 118 : 58 ; ფსალმუნები 144 : 18 ; ფსალმუნები 146 : 9 ; ესაია 48 : 6 ; ესაია 55 : 6 ; ესაია 58 : 9 ; ესაია 65 : 24 ; იერემია 29 : 12 ; იერემია 33 : 3 ; მიქა 7 : 7 ; 2მაკაბელთა 2 : 1 ; მათე 7 : 7 ; ლუკა 1 : 13 ; ლუკა 11 : 10 ; იოანე 11 : 41 ; საქმენი მოციქულთა 16 : 25 ; საქმენი მოციქულთა 10 : 31 ;
=3.24.2. შესმენილი, შეწყნარებული, ნაპასუხები ლოცვა

გამ.3,9,, 6,5; 14,15; 16,12 რიცხ.21,3 რჯ.4,7 იესნ.10,12-14,, 1მფ.1,27; 2ნეშ.7,1 იობ.12,[4],, 33,26 ფს.6,10,, 90,15,, 114,1.2,, 144,18.19; 146,9 ეს.58,9,, 65,24 იერ.29,12,, 33,[3] მიქ.7,7,, 2მაკ.2,10 მათ.7,7-11 ლუკ.1,13,, 11,10 ინ.11,41 საქ.10,31,, 16,25.26

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 3
9. აჰა, მოაწია ჩემამდე ისრაელიანთა ღაღადმა და ვიხილე მათი ჩაგვრა, როგორ ჩაგრავენ მათ ეგვიპტელები.

გამოსვლა 6
5. მევე ვისმინე ისრაელიანთა კვნესა, რომლებიც ეგვიპტელებს ჰყავთ დამონებული, და გავიხსენე ჩემი აღთქმა.

გამოსვლა 14
15. უთხრა უფალმა მოსეს: "რად შემომღაღადებ? უთხარი ისრაელიანებს, წინ წავიდნენ.

გამოსვლა 16
12. "ვისმინე ისრაელის ძეთა ჩივილი; ასე უთხარი მათ: მწუხრის ჟამს ხორცს შეჭამთ, დილას კი პურით გაძღებით. და გაიგებთ რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი”.

რიცხვთა 21
3. უსმინა უფალმა ისრაელის ხმას და ხელში ჩაუგდო ქანაანელნი. მათაც დაარისხეს ისინი და მათი ქალაქები. უწოდეს იმ ადგილს სახელად ხორმა (ნარისხალი).

მეორე რჯული 4
7. რადგან რომელი დიდი ერია, რომელთანაც ასე ახლოს იყვნენ ღმერთები, როგორც უფალი, ჩვენი ღმერთია, როცა კი ვუხმობთ მას?

იესო ნავეს ძე 10
12. მაშინ ელაპარაკა იესო უფალს, იმ დღეს, როცა დაამარცხებინა უფალმა ისრაელიანებს ამორეველები, და თქვა ისრაელის გასაგონად: მზეო, დადექ გაბაონის თავზე, და, მთვარევ, აიალონის ველზე!
13. დადგა მზე და არ დაძრულა მთვარე, ვიდრე თავის მტრებს არ გაუსწორდა ხალხი (განა ეს ჩაწერილი არ არის იაშარის წიგნში?). იდგა მზე შუაგულ ცაში და თითქმის მთელი დღე აყოვნებდა ჩასვლას.
14. არც მანამდე და არც მერე არ ყოფილა ასეთი დღე, რომ ამნაირად შეესმინოს კაცის ხმა უფალს, რადგან ისრაელისთვის იბრძოდა უფალი.

1მეფეთა 1
27. ამ ყრმის გამო ვლოცულობდი და აჰა, ამისრულა უფალმა სათხოვარი, რაც შევევედრე.

2ნეშტთა 7
1. როცა კი სოლომონმა ლოცვა დაასრულა, ცეცხლი გადმოუშვა ზეციდან და შთანთქა აღსავლენი და მსხვერპლნი. უფლის დიდებამ აავსო სახლი.

იობი 12
4. მოყვასის დასაცინი შევიქენი მე, ღვთის მხმობელი და მისგან პასუხნაცემი; დასაცინი შევიქენი მართალი, წრფელი. 

იობი 33
26. ის ლოცვას აღუვლენს ღმერთს, ღმერთი კი შეიწყალებს მას და სიხარულით შეხედავს მის სახეს, დაუბრუნებს მის სიმართლეს;

ფსალმუნი 6
10. ისმინა უფალმა ჩემი ვედრება; უფალი შეიწყნარებს ჩემს ლოცვას.

ფსალმუნი 90
15. მომიხმობს მე და ვუპასუხებ, მასთან ვარ გასაჭირში; გამოვიხსნი და ვასახელებ.

ფსალმუნი 114
1. მიყვარს, რომ ისმენს უფალი ჩემს ხმას, ჩემს ვედრებას.
2. რომ მომაპყრო ყური და ჩემი დღენი მოვუხმობ მას.

ფსალმუნი 144
18. ახლოა უფალი ყველა მის მლოცველთან, ყოველთან, ვინც მას მოუხმობს ჭეშმარიტებით.
19. მის მოშიშთა სურვილს შეასრულებს და მათს ღაღადისს მოისმენს და უშველის მათ.

ფსალმუნი 146
9. საზრდოს აძლევს ცხოველებს, ყორნის ბახალებს, რომლებიც შესჩხავიან.

ესაია 58
9. მაშინ მოუხმობ და ხმას გაგცემს უფალი; შეჰღაღადებ და იტყვის: აქ ვარ! თუ შეწყვეტ ჩაგვრას, ცილისწამებას და ავსიტყვაობას;

ესაია 65
24. ისე მოხდება, რომ ვიდრე მომიხმობდნენ, ხმას გავცემ; ვიდრე ლაპარაკში იქნებიან, მოსმენილი მექნება უკვე.

იერემია 29
12. მომიხმობთ, მოხვალთ, შემევედრებით და მე მოგისმენთ თქვენ.

იერემია 33
3. დამიძახე და პასუხს გაგცემ და გამოგიცხადებ დიდსა და მიუწვდომელ რასმე, რაც აქამდე არ იცოდით. 

მიქა 7
7. მე კი უფალს შევცქერი, ვესავ ჩემი ხსნის ღმერთს; შემიწყნარებს ჩემი ღმერთი.

2მაკაბელთა 2
10. როგორც მოსემ აღავლინა ლოცვა უფლისადმი და ჩამოვიდა ზეციდან ცეცხლი და შთანთქა მსხვერპლი, ასევე სოლომონმაც ილოცა და ცით მოვლენილმა ცეცხლმა გაანადგურა აღსავლენი მსხვერპლი.

მათე 7
7. ითხოვეთ და მოგეცემათ, ეძიეთ და იპოვით, დააკაკუნეთ და გაგეღებათ.
8. ვინაიდან ყოველი, ვინც ითხოვს - ღებულობს, ვინც ეძიებს - პოულობს და ვინც აკაკუნებს - გაეღება.
9. არის კი თქვენ შორის ისეთი კაცი, შვილმა პური სთხოვოს, მან კი ქვა მისცეს?
10. ანდა თევზი სთხოვოს და გველი მიაწოდოს?
11. მაშ, თუ თქვენ, ბოროტებმა, იცით კეთილ მისაცემელთა მიცემა თქვენი შვილებისთვის, მეტადრე თქვენი ზეციერი მამა მისცემს სიკეთეს იმას, ვინც სთხოვს.

ლუკა 1
13. ხოლო ანგელოზმა უთხრა მას: ნუ გეშინია, ზაქარია, ვინაიდან შესმენილ იქნა შენი ვედრება, და შენი ცოლი ელისაბედი გიშობს ძეს, და უწოდებ მას სახელად იოანეს.

ლუკა 11
10. რადგან ყველა მთხთვნელს მიეცემა, მძებნელი ჰპოვებს და ვინც აკაკუნებს, გაუღებენ.

იოანე 11
41. და მოაშორეს ლოდი; ხოლო იესომ ზეცად აღაპყრო თვალი და თქვა: მამაო, გმადლობ, რომ მისმინე.

საქმენი მოციქულთა 16
25. შუაღამისას პავლე და სილა ლოცულობდნენ და უგალობდნენ ღმერთს; დანარჩენი პატიმრები კი ყურს უგდებდნენ.
26. უცებ საშინლად იძრა მიწა, ისე, რომ საპყრობილე საძირკვლითურთ შეირყა, მყისვე გაიღო ყველა კარი და ბორკილები დასცვივდა ყველა პატიმარს.

__თემაზე წერდნენ__
*** 
აფთიაქარმა წამალი გაუმზადა გოგონას და რომ წავიდა, უცებ თავში შემოირტყა ხელი. თურმე წამალში, რომელიც მას გაატანა, შეცდომით შხამი გაურია. საკმარისი იყო, ავადმყოფს წამალი მიეღო, რომ სიცოცხლეს გამოესალმებოდა.
აფთიაქარი გარეთ გავარდა. აქეთ ეცა, იქით ეცა, მაგრამ გოგონა ვერსად ნახა. მერე ისევ შიგნით შევარდა. უცებ მუხლებზე დაეცა, ხელები მაღლა აღაპყრო და თქვა: 
- ღმერთო! მიშველე, ნუ გამხდი ადამიანის მკვლელს.
გამწარებული აფთიაქარი ხელებს თავში იცემდა. ასეთ საშინელ განცდებში იყო, როდესაც აფთიაქში გოგონა შემობრუნდა. ის საცოდავად იცრემლებოდა. 
- ძია, არ გამიწყრე, მივრბოდი, დავეცი და წამლიანი ბოთლი გამიტყდა.
აფთიაქარი ღმერთს მადლობდა ამ შემთხვევისთვის, რომ ღმერთმა უსმინა. 
__ მიტროპოლიტი დავითი __

__ვიდეო__
გოდერძი ჩოხელი "დაუჯერებელი ამბავი"
https://www.youtube.com/watch?v=cs_fn25g6i0

3.24.2. Услышанная молитва
Исх.3,9,, 6,5; 14,15; 16,12 Чис.21,3 Втор.4,7 Иис.10,12-14,, 1цар.1,27; 2пар.7,1 Иов.12,[4],, 33,26 Пс.6,10,, 90,15,, 114,1.2,, 118,58,, 144,18.19; 146,9 Ис.48,6,, 55,6,, 58,9,, 65,24 Иер.29,12,, 33,[3] Мих.7,7,, 2Мак.2,10 Матф.7,7-11 Лук.1,13,, 11,10 Ин.11,41 Деян.10,31,, 16,25.26