ღვთის გამოცხადება


საკვანძო მუხლები:

გამოსვლა 4 : 1 ; გამოსვლა 19 : 9 ; გამოსვლა 20 : 18 ; გამოსვლა 24 : 9 ; გამოსვლა 25 : 22 ; გამოსვლა 29 : 43 ; გამოსვლა 30 : 36 ; გამოსვლა 33 : 11 ; გამოსვლა 34 : 5 ; ლევიანნი 9 : 4 ; ლევიანნი 16 : 2 ; მეორე რჯული 4 : 11 ; მეორე რჯული 5 : 22 ; მეორე რჯული 29 : 10 ; 1მეფეთა 3 : 21 ; ესაია 6 : 1 ; მარკოზი 1 : 10 ; იოანე 1 : 14 ; საქმენი მოციქულთა 7 : 30 ; რომაელთა 8 : 3 ; ებრაელთა 11 : 27 ; გამოსვლა 3 : 4 ;
2.2.9. ღვთის გამოცხადება

გამ.3,[2]-6.18,, 4,1-5,, 19,9-12.16-21,, 20,18-24,, 24,9-11,, 25,22,, 29,43.44,, 30,36,, 33,11.20-23,, 34,5.6 ლევ.9,4-6.24,, 16,2 რჯ.4,11.12.33.36,, 5,22-24,, 29,10,, 1მფ.3,21 ეს.6,1 მარ.1,10 ინ.1,14 საქ.7,30-35,, რომ.8,3 ებრ.11,27 

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 3
2. გამოეცხადა უფლის ანგელოზი ცეცხლის ალად შუაგულ მაყვლოვანში. ხედავს, ცეცხლი უკიდია მაყვლოვანს, მაგრამ არ იწვის მაყვლის ბუჩქი.
3. თქვა მოსემ: მივალ და ვნახავ ამ დიდებულ სანახავს, რატომ არ იწვის მაყვლოვანი.
4. დაინახა უფალმა, რომ მოდის მოსე სანახავად და დაუძახა ღმერთმა შუაგულ მაყვლოვანიდან: მოსე! მოსე! მიუგო: აქა ვარ.
5. უთხრა: ახლოს ნუ მოხვალ! გაიძრე ფეხსამოსი, რადგან ეს ადგილი, სადაც შენ დგახარ, წმიდა მიწაა.
6. უთხრა: მე ვარ მამაშენის ღმერთი, აბრაამის ღმერთი, ისაკის ღმერთი, იაკობის ღმერთი. სახე დაიფარა მოსემ, რადგან ღვთის ხილვისა შეეშინდა.
18. ერწმუნებიან შენს სიტყვას და მიხვალ ისრაელის უხუცესებითურთ ეგვიპტის მეფესთან; ეტყვით: უფალი, ებრაელთა ღმერთი გამოგვეცხადა. ახლა უდაბნოში გავალთ სამი დღის სავალზე, რომ მსხვერპლი შევწიროთ უფალს, ჩვენს ღმერთს.

გამოსვლა 4
1. მიუგო მოსემ და უთხრა: არ დამიჯერებენ, არ შეისმენენ ჩემს სიტყვას. რომ მითხრან, არ გამოგცხადებიაო უფალი?
2. უთხრა უფალმა: რა გიჭირავს ხელში? მიუგო: კვერთხი.
3. უთხრა: მიწაზე დააგდე! დააგდო მიწაზე და გველად იქცა. და გაერიდა მას მოსე.
4. უთხრა უფალმა მოსეს: გაიწოდე ხელი და კუდზე მოკიდე. გაიწოდა ხელი და მოჰკიდა, და ისევ კვერთხად იქცა მის ხელში.

გამოსვლა 19
9. უთხრა უფალმა მოსეს: აჰა, გამოგეცხადები ზრქელ ღრუბელში, რათა მოისმინოს ერმა ჩემი ლაპარაკი შენთან, და სამუდამოდ გერწმუნოს. ამცნო მოსემ უფალს ხალხის ნათქვამი.
10. უთხრა უფალმა მოსეს: წადი ხალხში და განწმიდე ისინი დღეს და ხვალ, სამოსელი გაირეცხონ. 
11. განემზადონ ზეგისათვის, რადგან ზეგ ჩამოვა უფალი ხალხის თვალწინ სინაის მთაზე.
12. ირგვლივ საზღვარი შემოუწერე ხალხს და უთხარი: მოერიდეთ მთაზე ასვლას და ნუ მიეკარებით მის კალთებს; ვინც კი მთას მიეკარება, ვერ გადაურჩება სიკვდილს.
16. მესამე დღეს, გათენებისას, შეიქნა გრგვინვა და მეხის ტეხა, ჩამოწვა მთაზე ზრქელი ღრუბელი და გაისმა საყვირის ხმა, ძალზე ძლიერი. შეძრწუნდა ბანაკში მყოფი ხალხი.
17. გამოიყვანა ბანაკიდან ხალხი მოსემ ღვთის შესახვედრად და დადგნენ მთის ძირას.
18. ბოლავდა მთელი სინაის მთა, რადგან უფალი იყო მასზე ჩამოსული ცეცხლის ალში; როგორც ქურას, ისე ასდიოდა კვამლი და ძლიერად ირყეოდა მთა.
19. თანდათან ძლიერდებოდა საყვირის ხმა; ლაპარაკობდა მოსე და ეხმიანებოდა ღმერთი.
20. ჩამოვიდა უფალი სინაის მთაზე, მთის წვერზე და მოუხმო უფალმა მოსეს მთის წვერისკენ, და ავიდა მოსე.
21. უთხრა უფალმა მოსეს: ჩადი და დააფიცე ხალხი, არ მოიჭრას უფლის სახილველად, თორემ დაეცემა ბევრი მათგანი.

გამოსვლა 20
18. ხედავდა მთელი ერი ჭექა-ქუხილს, ცეცხლის ალს, საყვირის ხმას და აკვამლებულ მთას; დაინახა ხალხმა, შიშით უკუიქცა და მოშორებით დადგა.
19. უთხრეს მოსეს: შენ გველაპარაკე და მოგისმენთ; ოღონდ ღმერთი ნუ დაგველაპარაკება, თორემ დავიხოცებით.
20. უთხრა მოსემ ხალხს: ნუ გეშინიათ, თქვენს გამოსაცდელად მოვიდა ღმერთი, რომ მისი შიში გქონდეთ და არ შესცოდოთ.
21. მოშორებით იდგა ხალხი, ხოლო მოსე მიადგა ნისლს, სადაც ღმერთი იყო.
22. უთხრა ღმერთმა მოსეს: ასე უთხარი ისრაელიანებს: თქვენ დაინახეთ, როგორ გელაპარაკებოდათ ციდან.
23. ნუ გაიკეთებთ ვერცხლისა და ოქროს კერპებს.
24. მიწისგან გამიკეთე სამსხვერპლო და იქ შემომწირე აღსავლენი და სამადლობელი მსხვერპლი, თქვენი ცხვარი და ძროხა. ყოველ ადგილას, სადაც კი დავთქვამ ჩემი სახელის ხსენებას, გამოგეცხადები და დაგლოცავ.

გამოსვლა 24
9. ავიდნენ მოსე, აარონი, ნადაბი, აბიჰუ და ისრაელიანთა სამოცდაათი უხუცესი.
10. იხილეს მათ ისრაელის ღმერთი; მის ფერხთით იყო რაღაც მსგავსი საფირონის ქვაფენილისა, სუფთა როგორც თავად ზეცა.
11. ისრაელიანთა თავკაცებზე არ აღუმართავს ხელი; ხედავდნენ ღმერთს, ჭამდნენ და სვამდნენ.

გამოსვლა 25
22. მანდ მოგევლინები ხოლმე, სახურავზე, ორ ქერუბიმს შორის, მოწმობის კიდობანზე რომ არიან, და ყველაფერს გამოგიცხადებ, რაც ისრაელიანებისათვის უნდა გაბრძანებინოთ.

გამოსვლა 29
43. მუდმივ აღსავლენ მსხვერპლად თაობიდან თაობაში სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან უფლის წინაშე, სადაც გამოგეცხადებით ხოლმე, რომ შენ გელაპარაკო.
44. აქ გამოვეცხადები ისრაელიანებს და განიწმიდება ჩემი დიდებით ეს ადგილი.

გამოსვლა 30
36. წვრილად დანაყე და დადევი მოწმობის კიდობნის წინ სადღესასწაულო კარავში, სადაც მე გამოგეცხადებით. წმიდათა წმიდა იყოს ეს თქვენთვის.

გამოსვლა 33
11. პირისპირ ელაპარაკებოდა უფალი მოსეს, როგორც კაცი ელაპარაკება კაცს. მერე ბრუნდებოდა ბანაკში. მისი მსახური, იესო ნავეს ძე, ყმაწვილი კაცი, არ შორდებოდა კარავს.
20. თქვა: ვერ შეძლებ ჩემი პირის ხილვას, რადგან ისე ვერ მიხილავს ადამიანი, რომ ცოცხალი დარჩეს.
21. ქვა უფალმა: აჰა, ადგილია ჩემთან. დადექი კლდეზე.
22. როცა ჩაივლის ჩემი დიდება, კლდის ნაპრალში მეყოლები და ვიდრე არ ჩავივლი, ხელი მექნება შენთვის აფარებული.
23. როცა ხელს მოგაშორებ, ჩემს ზურგს დაინახავ, პირი კი უხილავი იქნება. 

გამოსვლა 34
5. ჩამოვიდა უფალი ღრუბელში. დადგა მოსე იქ, მის ახლოს, და ახსენა უფლის სახელი.
6. ჩაიარა უფალმა მის წინ და შეჰღაღადა მოსემ: უფალო, უფალო! ღმერთო მწყალობელო და შემბრალებელო, სულგრძელო, დიდმადლიანო და ჭეშმარიტო.

ლევიანნი 9
4. ხარი და ვერძი სამადლობელად უფლის წინაშე დასაკლავად, საძღვნო შესაწირავი, ზეთში აზელილი, რადგან დღეს გამოგეცხადებათ უფალი.
5. მოიყვანეს სადღესასწაულო კარვის წინ ყოველივე, რაც მოსემ უბრძანა; ახლოს მოდგა მთელი საზოგადოება და გაჩერდა უფლის წინაშე.
6. თქვა მოსემ: ეს არის, რისი გაკეთებაც ბრძანა უფალმა, და თქვენც გამოგეცხადებათ უფლის დიდება.

ლევიანნი 16
2. უთხრა უფალმა მოსეს: უთხარი აარონს, შენს ძმას, ყოველ დროს არ შევიდეს საწმიდარში, კრეტსაბმელს იქით, თავსარქველის წინ, რომელიც კიდობანს ახურავს, რათა არ მოკვდეს. რადგან ღრუბელში გამოვჩნდები თავსარქველზე.

მეორე რჯული 4
11. თქვენც მიუახლოვდით და მთის ძირას დადქით. მთას ცეცხლის ალი ასდიოდა ცის გულამდე. იდგა წყვდიადი, ღრუბელი და ნისლი.
12. გელაპარაკებოდათ უფალი ცეცხლიდან. ლაპარაკის ხმა კი გესმოდათ, მაგრამ სახეს ვერ ხედავდით, მხოლოდ ხმა ისმოდა.
33. თუ უსმენია რომელიმე ხალხს ცეცხლის შუაგულიდან მოლაპარაკე ღვთის ხმა, როგორც შენ ისმინე და ცოცხალი დარჩი.
36. ციდან გასმინა თავისი ხმა, რომ განესწავლე და ქვეყანაზე გახილვინა თავისი დიადი ცეცხლი და შენც მოისმინე მისი სიტყვები ცეცხლის შუაგულიდან.

მეორე რჯული 5
22 ეს სიტყვები გითხრათ უფალმა მთელ თქვენს კრებულს მთაზე, ცეცხლის, ღრუბლის და ნისლის შუაგულიდან დიდი ხმით, და მეტი არაფერი დაუმატებია. და დაწერა ისინი ორ ქვის დაფაზე, და მომცა მე.
23 და როცა მოისმინეთ თქვენ ხმა წყვდიადიდან, ხოლო მთა ცეცხლში იწვოდა, მაშინ მოხვედით ახლოს თქვენი ტომის ყველა მთავარი და თქვენი ერის უხუცესები.
24 და მითხარით: “აჰა, გვიჩვენა ჩვენ უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, თავისი დიდება და თავისი სიდიადე, და მისი ხმა გვესმა ჩვენ ცეცხლის შუაგულიდან. ამ დღეს ვიხილეთ ჩვენ, რომ ღმერთი ელაპარაკა ადამიანს და ადამიანი ცოცხალი დარჩა.

მეორე რჯული 29
10. ყველანი დგახართ დღეს უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე - შტოთა თავკაცები, უხუცესები და რჯულისკაცები, მთელი ისრაელობა.

1მეფეთა 3
21. კვლავ ცხადდებოდა სილოამში უფალი მას შემდეგ, რაც მოევლინა უფალი სამუელს სილოამში უფლის სიტყვის მეშვეობით. 

ესაია 6
1. მეფე ყუზიას სიკვდილის წელს ვიხილე უფალი, მჯდარი ამაღლებულ, ზეამართულ ტახტზე, და მისი კალთები ავსებდა ტაძარს.

მარკოზი 1
10. წყლიდან ამოსვლისთანავე იხილა ცანი გახსნილნი და სული ღმრთისა მტრედივით გადმომავალი მასზე.

იოანე 1
14. სიტყვა ხორცად იქცა და დაემკვიდრა ჩვენს შორის, მადლითა და ჭეშმარიტებით სავსე. და ვიხილეთ დიდება მისი, დიდება მხოლოდშობილისა მამის მიერ.

საქმენი მოციქულთა 7
30. ორმოცი წელი რომ გავიდა, ეჩვენა მას უფლის ანგელოზი ცეცხლმოდებული მაყვლოვანის ალში.
31. გაოგნდა ამ ჩვენების შემყურე მოსე, ხოლო როცა სამზერად მიუახლოვდა, უფლის ხმა შემოესმა:
32. „მე ვარ შენი მამების ღმერთი, ღმერთი აბრაამისა, ისააკისა და იაკობისა“. შეძრწუნებულმა მოსემ ვეღარ გაბედა შეხედვა.
33. უთხრა მას უფალმა: „გაიძრე ხამლები ფეხზე, ვინაიდან ეგ ადგილი, სადაც დგახარ, წმიდა მიწაა.
34. ხილვით ვიხილე ჩემი ხალხის გაჭირვება ეგვიპტეში, ვისმინე მისი გმინვა და ჩამოველ მის დასახსნელად; ახლა კი წადი, ეგვიპტეში წარგგზავნი შენ“.
35. ეს მოსე, რომელიც მათ უარყვეს და უთხრეს: ვინ დაგაყენა შენ ჩვენს მთავრად და მსაჯულადო, სწორედ ეს წარგზავნა ღმერთმა მთავრად და მხსნელად ანგელოზის ხელით, მაყვლოვანში რომ ეჩვენა მას.

რომაელთა 8
3. რაკი ხორცისგან დაუძლურებულმა რჯულმა მეტი ვერ შესძლო, ღმერთმა მოავლინა თავისი ძე ცოდვილი ხორცის მსგავსებით და ცოდვისვე გამო, რათა მსჯავრი დაედო ხორციელი ცოდვისთვის.

ებრაელთა 11
27. რწმენით დატოვა ეგვიპტე და არ შეუშინდა მეფის რისხვას, რადგანაც მტკიცე იყო, როგორც მხილველი უხილავისა.

2.2.9. Явление Господне
Исх.3,[2].4-6.18,, 4,1-5,, 19,9.11.12.16-21,, 20,18.19.21.22.24,, 24,9-11,, 25,22,, 29,43.44,, 30,36,, 33,11.20-23,, 34,5.6 Лев.9,4-6.24,, 10,3,, 16,2 Втор.4,11.12.33.36,, 5,21.23.24,, 29,1.10-15,, 1цар.3,21 Ис.6,1 Авв.2,3,, Мар.1,10 Ин.1,14 Деян.7,30-35,, 9,6 Рим.8,3 Евр.11,27