აჩქარებით, სწრაფად მოქმედება


საკვანძო მუხლები:

დაბადება 18 : 6 ; დაბადება 19 : 15 ; დაბადება 24 : 20 ; დაბადება 45 : 13 ; გამოსვლა 5 : 13 ; გამოსვლა 12 : 11 ; იესო ნავეს ძე 8 : 19 ; 1მეფეთა 23 : 25 ; 2მეფეთა 4 : 4 ; 2მეფეთა 15 : 14 ; 3მეფეთა 18 : 44 ; 4მეფეთა 7 : 15 ; 2ნეშტთა 35 : 21 ; ესთერი 8 : 14 ; ფსალმუნები 2 : 1 ; ფსალმუნები 45 : 1 ; ფსალმუნები 69 : 1 ; ფსალმუნები 118 : 60 ; იგავნი 14 : 29 ; იგავნი 20 : 25 ; იგავნი 28 : 20 ; ეკლესიასტე 7 : 9 ; ეკლესიასტე 8 : 11 ; ქებათა-ქება 8 : 14 ; ესაია 5 : 19 ; ესაია 30 : 16 ; იერემია 1 : 12 ; ნაუმი 1 : 15 ; მათე 5 : 25 ; ლუკა 9 : 5 ; საქმენი მოციქულთა 20 : 16 ; საქმენი მოციქულთა 22 : 18 ; 2კორინთელთა 1 : 17 ; 2თესალონიკელთა 2 : 2 ; 1ტიმოთე 5 : 22 ; 2ტიმოთე 4 : 9 ;
=4.17.37 აჩქარებით, სწრაფად მოქმედება

- აჩქარებით მივიდა სარას კარავთან აბრაამი და უთხრა: "იჩქარე, სამი საწყაული საუკეთესო ფქვილი მოზილე და კვერები დააცხვე დაბ.18,6
- განთიადისას, ააჩქარეს ანგელოზებმა ლოტი დაბ.19,15
- სწრაფად ჩაცალა თავისი სურა გეჯაში და ისევ ჭისკენ გაეშურა წყლის ამოსახაპად დაბ.24,20
- იჩქარეთ და ჩამოიყვანეთ მამაჩემი დაბ.45,13
- აჩქარებდნენ ისრაელიანებს ზედამხედველნი გამ.5,13
- აჩქარებით ჭამეთ; ეს საუფლო პასექია გამ.12,11
- საჩქაროდ წამოიმართნენ ჩასაფრებულნი თავისი ადგილიდან, სირბილით შეცვივდნენ ქალაქში იესნ.8,19
- ჩქარობდა დავითი საულისგან გაქცევას 1მფ.23,25
- სიჩქარეში დაუვარდა ბავშვი და დაკოჭლდა 2მფ.4,4
- სწრაფი გაქცევა 2მფ.15,14
- უთხარი ახაბს: ეტლი მოიმზადე და აუჩქარე, წვიმამ არ მოგისწროს-თქო 3მფ.18,44
- მთელი გზა სავსე იყო ტანისამოსით და საბრძოლო აღჭურვილობით, არამელებს რომ დასცვენოდათ სიჩქარეში 4მფ.7,15
- კეთილი განზრახვით აჩქარება 2ნეშ.35,21
- აჩქარებით და გამალებით დაიძრნენ სამეფო ბედაურებზე ამხედრებული შიკრიკები ესთ.8,14
- რატომ ესწრაფიან ერები ამაოებას? ფს.2,1
- ღმერთია სწრაფი შემწე გაჭირვების ჟამს ფს.45,1
- იჩქარე ჩემს სახსნელად, უფალო ფს.69,1
- ვჩქარობდი და არ ვაყოვნებდი შენი მცნებების დაცვას ფს.118,60
- რისხვაში ნელი დიდად გონიერია, ფიცხი კი სიბრიყვეს ავლენს იგავ.14,29
- კაცისთვის მახეა რაიმეს ნაჩქარევად შერაცხვა ‘წმიდად’ და აღთქმის დადების შემდეგ დაფიქრება იგავ.20,25
- ვინც გამდიდრებას ესწრაფვის, დაუსჯელი არ დარჩება იგავ.28,20
- ნუ იჩქარებ გაბრაზებას, რადგან ბრიყვთა გულში ბუდობს სიბრაზე ეკლ.7,9
- რაკი სწრაფადვე არ ისჯება ბოროტი საქმე - ამიტომ მიუწევს კაცს გული ბოროტებისკენ ეკლ.8,11
- იჩქარე, ჩემო მიჯნურო! ემსგავსე ქურციკს ქებ.8,14
- ამბობენ: "ისწრაფოს, დააჩქაროს თავისი საქმე, რათა ვიხილოთ; დაე, მოახლოვდეს და მოვიდეს რჩევა ისრაელის წმიდისა, რომ გავიგოთ" ეს.5,19
- ამბობდით: არა, ცხენებით გავიქცევითო - ამიტომაც გაიქცევით; კიდევ: სწრაფად გავაჭენებთო! - ამიტომაც სწრაფები იქნებიან თქვენი მდევრები ეს.30,16
- მითხრა უფალმა: "კარგად ხედავ, რადგან ვაჩქარებ ჩემს სიტყვას შესასრულებლად!” იერ.1,12
- აჰა, მახარობლის ფეხები მოიჩქარის მთებზე ნაუმ.1,15
- სასწრაფოდ დაუზავდი შენს მეტოქეს მათ.5,25
- ზაქე, სწრაფად ჩამოდი! რადგან დღეს შენს სახლში მომიწევს დარჩენა ლუკ.19,5.6
- პავლემ ეფესოსთვის გვერდის ავლა გადაწყვიტა, რათა აზიაში არ დაყოვნებულიყო; ჩქარობდა, უნდოდა მეერგასე დღეს, თუ მოუხერხდებოდა, იერუსალიმში ყოფილიყო საქ.20,16
- ვიხილე უფალი და მითხრა მან: იჩქარე, მალე გაეცალე იერუსალიმს, რადგან არ მიიღებენ შენს მოწმობას ჩემზე საქ.22,18
- ხომ არ ვიჩქარე ჩემს გადაწყვეტილებაში? 2კორ.1,17
- ნაჩქარევად არ შეიძრას თქვენი გონება და არ აფორიაქდეთ არც სულით, არც სიტყვით და არც ვითომდა ჩვენგან გამოგზავნილი წერილით, თითქოს უკვე დადგაო უფლის დღე 2თეს.2,2
- არავის დაასხა ხელი ნაჩქარევად და სხვათა ცოდვების მოზიარე არ გახდე; წმიდად შეინახე თავი 1ტიმ.5,22
- ისწრაფე, რომ მალე მოხვიდე ჩემთან 2ტიმ.4,9

-----------------------
სურათზე: პალერმოს მოზაიკა - რებეკამ სწრაფად ჩაცალა თავისი სურა გეჯაში და ისევ ჭისკენ გაეშურა წყლის ამოსახაპად

4.17.37 Поспешность - делать быстро

Быт.18,6; 19,15; 24,20; 45,13 Исх.5,13; 12,11 Иисн.8,19; 1цар.23,25; 2цар.4,4; 15,14; 3цар.18,44; 4цар.7,15; 2Пар.35,21 Есф.8,14 Пс.2,1; 45,1; 69,1; 118,60 Пр.14,29; 20,25; 28,20 Екк.7,9; 8,11 Песн.8,14 Ис.5,19; 30,16 Иер.1,12 Наум.1,15 Матф.5,25 Лук.9,5.6 Деян.20,16; 22,18; 2Кор.1,17; 2Фес.2,2; 1Тим.5,22; 2Тим.4,9