სიკვდილის შემდეგ


საკვანძო მუხლები:

დაბადება 25 : 11 ; დაბადება 26 : 18 ; რიცხვნი 35 : 28 ; მეორე რჯული 31 : 29 ; იესო ნავეს ძე 1 : 1 ; მსაჯულნი 1 : 1 ; მსაჯულნი 11 : 40 ; რუთი 2 : 11 ; იობი 19 : 26 ; მათე 22 : 30 ; მათე 26 : 13 ; ლუკა 11 : 31 ; იოანე 5 : 29 ; იოანე 11 : 25 ; საქმენი მოციქულთა 2 : 29 ; საქმენი მოციქულთა 4 : 2 ; საქმენი მოციქულთა 17 : 32 ; საქმენი მოციქულთა 23 : 6 ; 1კორინთელთა 15 : 52 ; ებრაელთა 11 : 4 ; გამოცხადება 14 : 13 ; გამოცხადება 20 : 6 ; იობი 7 : 8 ; ებრაელთა 9 : 17 ; იობი 14 : 14 ; ესაია 38 : 11 ;
=3.47.37 სიკვდილის შემდეგ

- აბრაამის სიკვდილის შემდეგ აკურთხა ღმერთმა ისააკი დაბ.25,11
- ისევ ამოიღო ისააკმა აბრაამის, მამამისის დროს ამოღებული ჭები, ფილისტიმელებმა რომ ამოავსეს აბრაამის სიკვდილის შემდეგ და კვლავ უწოდა ის სახელები, მამამისმა რომ შეარქვა დაბ.26,18
- მღვდელმთავრის სიკვდილის შემდეგ შეიძლება დაუბრუნდეს მკვლელი თავის რიცხ.35,28
- მე ვიცი, რომ ჩემი სიკვდილის შემდეგ გაირყვნებით რჯ.31,29
- მას შემდეგ, რაც უფლის მსახური მოსე მოკვდა, უთხრა უფალმა იესო ნავეს ძეს, მოსეს მსახურს იესნ.1,1
- იესოს სიკვდილის შემდეგ ჰკითხეს ისრაელიანებმა უფალს მსაჯ.1,1
- წლიდან წლამდე, წელიწადში ოთხ დღეს გადიოდნენ ისრაელის ასულნი გილყადელი იფთახის ასულის გამოსაგლოვად მსაჯ.11,40
- ყველაფერი გაგებული მაქვს, რაც შენი დედამთილისთვის გააკეთე შენი ქმრის სიკვდილის შემდეგ რუთ.2,11
- ვეღარ მიხილავენ თვალები, რომლებიც მიყურებენ, აჰა, შემომხედავ და - აღარ ვიქნები იობ.7,8
- თუ მოკვდება კაცი, განა კვლავ იცოცხლებს? მთელი ჩემი ბრძოლის დღეებში დავიცდიდი, ვიდრე არ დადგებოდა ჩემი ხსნა იობ.14,14
- როცა დაიშლება ეს ჩემი კანი, უსხეულმყოფელიც ვიხილავ ღმერთს იობ.19,26
ვეღარ ვიხილავ უფალს, უფალს ცოცხალთა ქვეყანაში, ვეღარ დავინახავ ადამიანს ქვეყნიერების მცხოვრებთა შორის ეს.38,11
- აღდგომისას არც ცოლს ირთავენ და არც თხოვდებიან მათ.22,30
- სადაც კი იქადაგებენ ამ სახარებას მთელ წუთისოფელში, იმასაც იტყვიან, რაც [ბეთანიელმა მარიამმა] გააკეთა, მისსავე მოსაგონებლად მათ.26,13
- სამხრეთის დედოფალი აღდგება სამსჯავროზე ამ თაობის ადამიანებთან ერთად და მსჯავრს დასდებს მათ ლუკ.11,31
- კეთილის მოქმედნი სიცოცხლის აღდგომისთვის გამოვლენ, სიავის მქნელნი კი - განკითხვის აღდგომისთვის იოან.5,29
- მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე! ჩემი მორწმუნე, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს იოან.11,25
- კაცნო, ძმანო, სარწმუნოდ გეტყვით მამამთავარ დავითზე, რომ ის აღესრულა და დაიკრძალა, და დღევანდლამდე ჩვენს შორისაა მისი სამარხი საქ.2,29
- იესოს მეშვეობით მკვდრეთით აღდგომას უქადაგებდნენ საქ.4,2
- მკვდართა აღდგომაზე რომ გაიგონეს, ერთნი დასცინოდნენ, სხვები კი ამბობდნენ, ამის თაობაზე კვლავაც მოგისმენთო საქ.17,32
- მკვდრეთით აღდგომის იმედისთვის განვიკითხები საქ.23,6
- უკანასკნელი საყვირისას; ახმიანდება საყვირი და უხრწნელად აღდგებიან მკვდრები 1კორ.15,52
- ანდერძს ძალა აქვს მხოლოდ სიკვდილის შემდეგ ებრ.9,17
- რწმენით შესწირა აბელმა ღმერთს კაენისაზე უკეთესი მსხვერპლი, რომლითაც მიიღო მოწმობა, რომ მართალია იგი, როგორც ღმერთმა დაამოწმა მისი ძღვენის შესახებ, და კვლავ მისითვე ლაპარაკობს სიკვდილის შემდეგაც ებრ.11,4
- ნეტარ არიან მკვდარნი, რომელნიც ამიერიდან უფალში იხოცებიან. დიახ, ამბობს სული, რათა განისვენონ თავიანთი შრომისგან; და მათი საქმეები თან წაჰყვება მათ გმცხ.14,13
- ნეტარი და წმიდაა ის, ვისაც პირველ აღდგომაში აქვს წილი; მათზე ხელმწიფება არ აქვს მეორე სიკვდილს გმცხ.20,6

3.47.37 Посмертно - после смерти

Быт.25,11; 26,18 Чис.35,28 Вт.31,29 Иисн.1,1 Суд.1,1; 11,40 Руф.2,11 Иов.7,8; 14,14; 19,26 Ис.38,11 Матф.22,30; 26,13 Лук.11,31 Ин.5,29; 11,25 Деян.2,29; 4,2; 17,32; 23,6; 1Кор.15,52 Евр.9,17; 11,4 Отк.14,13; 20,6