სული წმიდის მიღება ნაწინასწარმეტყველებია


საკვანძო მუხლები:

ესაია 44 : 3 ; ზაქარია 12 : 10 ; ლუკა 24 : 49 ; იოანე 7 : 38 ; იოანე 14 : 16 ; საქმენი მოციქულთა 1 : 4 ; საქმენი მოციქულთა 2 : 16 ;
=3.30.2. სული წმიდის მიღება ნაწინასწარმეტყველებია

ეს.44,3 ზაქ.12,10 ლუკ.24,49 ინ.7,38.39; 14,16.17 საქ.1,4.5; 2,16-18.33

ბიბლიის მუხლები

ესაია 44
3. რადგან წყალს მივუღვრი ურწყულს და ნაკადულებს - გამომშრალ მიწას; ჩემს სულს მივუღვრი შენს ნატამალს და ჩემს კურთხევას - შენს შთამომავლებს.

ზაქარია 12
10. გადმოვღვრი დავითის სახლზე და იერუსალიმის მცხოვრებთა თავზე წყალობისა და შეწყალების სულს და მიხილავენ ისინი, რომლებიც განგმირეს მათ; დაიტირებენ მას, როგორც ძხოლოდშობილს ტირიან და გამწარდებიან მის გამო, როგორც პირმშოს გამო მწარდებიან.

ლუკა 24
49. და აჰა, მე მოგივლენთ მამის ჩემის აღთქმას, ხოლო თქვენ დარჩით ქალაქში, ვიდრე არ შეიმოსავთ ძალას მაღლით.

იოანე 7
38. ვისაც სწამს ჩემი, როგორც ამბობს წერილი, მისი მუცლიდან წარმოდინდებიან ცოცხალი წყლის მდინარენი.
39. ესა თქვა სულზე, მის მორწმუნეებს რომ უნდა მიეღოთ, ვინაიდან ჯერ კიდევ არ იყო მათზე სული, რადგან ჯერ კიდევ არ განდიდებულიყო იესო.

იოანე 14
16. ვთხოვ მამას და მოგივლენთ სხვა ნუგეშისმცემელს, რათა იყოს თქვენთან უკუნისამდე, -
17. ჭეშმარიტების სულს, რომელსაც ვერ შეიწყნარებს ქვეყანა, რადგანაც ვერ ხედავს და არ იცნობს მას, ხოლო თქვენ იცნობთ, ვინაიდან თქვენთანაა და თქვენში იქნება.

საქმენი მოციქულთა 1
4. შეკრიბა ისინი და უბრძანა: ნუ გაშორდებით იერუსალიმს, არამედ ელოდეთ აღთქმას მამისას, რომელიც ისმინეთ ჩემგან.
5. ვინაიდან იოანე წყლით ნათლავდა ხალხს, ხოლო თქვენ, არცთუ მრავალი დღის შემდეგ, სულით წმიდით მოინათლებით.

საქმენი მოციქულთა 2
16. არამედ ეს ითქვა იოველ წინასწარმეტყველის მიერ:
17. „და იქნება უკანასკნელ დღეებში, ამბობს ღმერთი, მივაფენ ჩემი სულისაგან ყველა ხორცს, და იწინასწარმეტყველებენ თქვენი ძენი და თქვენი ასულნი, თქვენი ჭაბუკები იხილავენ ხილვას და თქვენი მხცოვანნი ნახავენ სიზმრებს,
18. ჩემს მონებსა და ჩემს მხევლებს იმ დღეებში მივაფენ ჩემი სულისაგან და იწინასწარმეტყველებენ.
33. ღვთის მარჯვენით ამაღლდა იგი, მამისაგან მიიღო სული წმიდის აღთქმა და მოჰფინა ის, რასაც ხედავთ და ისმენთ.

3.30.2. Принятие Духа Святого пророчествовано
Ис.44,3 Зах.12,10 Лук.24,49 Ин.7,38.39; 14,16.17 Деян.1,4.5; 2,16-18.33