მონაწილეობს ღმერთი ლოცვაში?


საკვანძო მუხლები:

მათე 6 : 8 ; ლუკა 22 : 32 ; იოანე 14 : 6 ; იოანე 15 : 16 ; იოანე 16 : 26 ; იაკობი 1 : 5 ; რომაელთა 8 : 26 ;
=3.25.6. მონაწილეობს ღმერთი ლოცვაში?

- მამა მათ.6,8 ინ.16,26.27 იაკ.1,5
- ძე ლუკ.22,32 ინ.14,6.13; 15,16
- სული წმიდა ინ.14,16.17 რომ.8,26.27

ბიბლიის მუხლები

მათე 6
8. ნუ ემსგავსებით მათ, ვინაიდან მამამ თქვენმა, ვიდრე სთხოვდეთ, მანამდეც იცის, რა გჭირდებათ.

ლუკა 22
32. მაგრამ მე ვილოცე შენთვის, რათა არ შემცირდეს შენი რწმენა; და როცა მოიქცევი, განამტკიცე შენი ძმები.

იოანე 14
6. უთხრა მას იესომ: მე ვარ გზა , ჭეშმარიტება და სიცოცხლე; ვერავინ მივა მამაჩემთან, თუ არა ჩემს მიერ.
13. რასაც ითხოვთ ჩემი სახელით, შეგისრულებთ, რათა იდიდოს მამა ძის მიერ.
14. რაც უნდა მთხოვოთ ჩემი სახელით, შეგისრულებთ.
16. ვთხოვ მამას და მოგივლენთ სხვა ნუგეშისმცემელს, რათა იყოს თქვენთან უკუნისამდე, -
17. ჭეშმარიტების სულს, რომელსაც ვერ შეიწყნარებს ქვეყანა, რადგანაც ვერ ხედავს და არ იცნობს მას, ხოლო თქვენ იცნობთ, ვინაიდან თქვენთანაა და თქვენში იქნება.

იოანე 15
16. თქვენ კი არ აგირჩევივართ, არამედ მე აგირჩიეთ და დაგიდგინეთ, რათა წახვიდეთ და ნაყოფი გამოიღოთ, და დარჩეს თქვენი ნაყოფი; რათა მამამ მოგცეთ ის, რასაც ჩემი სახელით სთხოვთ.

იოანე 16
26. იმ დღეს შესთხოვთ ჩემი სახელით, და არ გეუბნებით, რომ მე ვთხოვ მამას თქვენთვის.
27. რადგან თვით მამას უყვარხართ, ვინაიდან მე შემიყვარეთ და ირწმუნეთ, რომ ღმრთისაგან გამოვედი.

იაკობი 1
5. ხოლო თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, დაე, სთხოვოს ღმერთს, ყოვლის უხვად და უშურველად გამცემს, და მიეცემა.

რომაელთა 8
26. ასევე სულიც შეეწევა ჩვენს უძლურებას, ვინაიდან არ ვიცით, რისთვის ან როგორ ვილოცოთ, მაგრამ თვით სულია ჩვენი მეოხი უთქმელი ოხვრით.
27. ხოლო გულების მცდელმა იცის, როგორია ზრახვა სულისა, ვინაიდან იგია წმიდათა მეოხი ღვთის ნებით.

3.25.6. Участвует ли Бог в молитве?
- Отец Матф.6,8 Ин.16,26.27 Иак.1,5
- Сын Лук.22,32 Ин.14,6.13; 15,16
- Дух Святой Ин.14,16.17 Рим.8,26.27