ლოცვა მეფეთათვის, ხელმძღვანელთათვის


საკვანძო მუხლები:

1მეფეთა 15 : 11 ; ეზრა 6 : 10 ; ფსალმუნები 71 : 1 ; იერემია 29 : 7 ; ბარუქი 1 : 1 ; 1ტიმოთე 2 : 1 ;
=3.14.1. ლოცვა მეფეთათვის, ხელმძღვანელთათვის

1მფ.15,11 ეზრ.6,10 ფს.71,1; იერ.29,7 ბარუქ.1,11; 1ტიმ.2,1.[2]

ბიბლიის მუხლები

1მეფეთა 15
11. ვნანობ, რომ გავამეფე საული, რადგან განმიდგა მე და აღარ ასრულებს ჩემს სიტყვებს. შეწუხდა სამუელი და მთელი ღამე უხმობდა უფალს.

ეზრა 6
10. რათა შესწირონ სურნელოვანი მსხვერპლი ცათა ღმერთს და ილოცონ მეფისა და მისი შვილების სიცოცხლისათვის.

ფსალმუნი 71
1. სოლომონის შესახებ. ღმერთო! შენი სამართალი მიეცი მეფეს და შენი სიმართლე - მეფის ძეს.

იერემია 29
7. იზრუნეთ იმ ქალაქის კეთილდღეობისთვის, სადაც გადაგასახლეთ, უფალს შეავედრეთ იგი, რადგან მისი კეთილდღეობით თქვენც კეთილდღეობაში იქნებით.

ბარუქი 1
11. ილოცეთ ნაბუქოდონოსორის, ბაბილონის მეფის სიცოცხლისათვის და ბალთასარისა, მისი ძის სიცოცხლისათვის, რათა იყოს მათი დღეები, როგორც ცის დღეები დედამიწაზე;

1ტიმოთე 2
1. უწინარეს ყოვლისა, შეგაგონებ აღასრულო ყოველგვარი ლოცვა, თხოვნა, ვედრება და მადლიერება ყველა კაცისთვის,
2. მეფეთა და მთავართათვის, რათა მშვიდად და უშფოთველად ვიცხოვროთ მთელი ღვთისმოსაობით და სიწმიდით,

__პოსტბიბლიური ნათქვამები თემაზე__
***
და დადგა წმიდა ნინო, განეპყრნეს ხელნი და ილოცვიდა ღმრთისა მიმართ და იტყოდა, რათა არა დაებრკოლოს საქმე ესე, რომელსა წარმართებულ არს მეფე.
__ ლეონტი მროველი __

***
სოფელს ატირდნენ დედანი, -
სოფლის თავკაცი კვდებაო.
ნუ მოჰკლავ, დამბადებელო,
სოფლობა წაგვიხდებაო!
__ ქართული ხალხური __

3.14.1. Молитва за царей, начальствующих
1цар.15,11 Езд.6,10 Пс.71,1;Иер.29,7 Варух.1,11; 1Тим.2,1.[2]