ზრახვები, ჩანაფიქრი აზრები


საკვანძო მუხლები:

დაბადება 6 : 5 ; გამოსვლა 21 : 14 ; 1ნეშტთა 28 : 9 ; ფსალმუნები 9 : 24 ; ფსალმუნები 138 : 2 ; იგავნი 12 : 20 ; იგავნი 15 : 26 ; ესაია 55 : 8 ; ესაია 59 : 7 ; იერემია 3 : 17 ; იერემია 23 : 20 ; საქმენი მოციქულთა 8 : 22 ; რომაელთა 1 : 21 ; 1კორინთელთა 3 : 20 ; 2კორინთელთა 10 : 5 ;
=1.6.74 ზრახვები, ჩანაფიქრი აზრები

ბოროტთა ზრახვები:
- ადამიანები მუდამჟამს ბოროტს განიზრახავდნენ გულში დაბ.6,5
- თუ ვინმემ ბოროტი განზრახვით, მზაკვრულად მოკლა მოყვასი, მაშინ ჩემი სამსხვერპლოდანაც კი აიყვანეთ იგი მოსაკვდინებლად გამ.21, 14
- ბოროტი თავისი ქედმაღლობით არ ეძიებს მას, მისი აზრით არ არსებობს ღმერთი ფს.9,24
- ავისმზრახველთა გულში სიცრუეა იგავ.12,20
- ბოროტთა განზრახვანი სისაძაგლეა უფლის წინაშე იგავ.15,26
- მათი ზრახვები უკეთური ზრახვებია ეს.59,7
- მოინანიე შენი უკეთურება და შეევედრე უფალს, ვინძლო მოგეტეოს შენი გულისზრახვა საქ.8,22
- მოინანიე შენი უკეთურება და შეევედრე უფალს, ვინძლო მოგეტეოს შენი გულისზრახვა რომ.1,21
- იცის უფალმა ბრძენთა ზრახვანი, რომ ამაოა ისინი 1კორ.3,20

მორწმუნეთა ზრახვები:
- წრფელი გულითა და ხალისიანი სულით. ემსახურე, რადგან ყოველთა გულის მხილველია უფალი და ყველა ფიქრისა და ზრახვის მცოდნეა 1ნეშ.28,9
- შენთვის ცნობილია, როდის ვჯდები და ვდგები; გაგებული გაქვს ჩემი ზრახვანი შორიდან ფს.138,2
- გამომცადე, უფალო, და შეიცან გული ჩემი; შემამოწმე და შეიცან აზრები ჩემი ფს.138,23
- უფლის სახელით შეიკრიბება ყველა ხალხი იერუსალიმში და მეტად აღარ ივლიან თავიანთი გულის ბოროტი ზრახვებით იერ.3,17
- მისი წყალობით ვამხობთ ყოველგვარ ზრახვას და, ქედმაღლობას, ღვთის შემეცნების წინააღმდეგ აღძრულს, და მისითვე ვატყვევებთ ყოეელგვარ აზრსაც, რათა დაემორჩილოს ქრისტეს 2კორ.10,5

ღმერთის ზრახვები:
- ჩემთვის რაოდენ მრავლისმთქმელია ზრახვანი შენნი, ღმერთო, რაოდენ დიდია რიცხვი მათი ფს.138,17
- ჩემი ზრახვები თქვენი ზრახვები არ არის, და თქვენი გზები ჩემი გზები არ არის! - ამბობს უფალი ეს.55,8
- და როგორც ზეცაა დედამიწაზე მაღალი, ჩემი გზებიც ასევე მაღალია თქვენს გზებზე და ჩემი ზრახვები - თქვენს ზრახვებზე ეს.55,9
- არ შებრუნდება უფლის რისხვა, სანამ არ აღასრულებს, სანამ არ შეასრულებს თავისი გულის ზრახვას, უკანასკნელ დღეებში ნათლად მიხვდებით ამას იერ.23,20

1.6.74 Помышления - помысли, мысли

Быт.6,5 Исх.21,14; 1Пар.28,9 Пс.9,24; 138,2.17.23 Пр.12,20; 15,26 Ис.55,8.9; 59,7 Иер.3,17; 23,20 Деян.8,22 Рим.1,21; 1Кор.3,20; 2Кор.10,5