მეფე - იესო ქრისტე


საკვანძო მუხლები:

დაბადება 49 : 10 ; 1მეფეთა 2 : 10 ; ფსალმუნები 2 : 6 ; ფსალმუნები 44 : 6 ; ფსალმუნები 88 : 19 ; ესაია 9 : 7 ; იერემია 23 : 5 ; ეზეკიელი 34 : 24 ; მიქა 5 : 1 ; მათე 2 : 2 ; მათე 28 : 18 ; ლუკა 23 : 3 ; იოანე 1 : 49 ; იოანე 7 : 42 ; იოანე 12 : 13 ; იოანე 18 : 37 ; იოანე 19 : 12 ; გამოცხადება 2 : 27 ; გამოცხადება 11 : 15 ; დაბადება 17 : 6 ;
2.3.36. მეფე - იესო ქრისტე

დაბ.17,6.17; 49,10; 1მფ.2,10 ფს.2,[6],, 44,6,, 88,19 ეს.9,7 იერ.23,5 ეზეკ.34,24 მიქ.5,1 მათ.2,[2]; 28,18 ლუკ.23,3.38 ინ.1,49; 7,42; 12,13; 18,37; 19,12.14.15.19 გმცხ.2,27,, 11,15 

ბიბლიის მუხლები

დაბადება 17
6. დიდად, დიდად გაგამრავლებ, ერებად გაქცევ და მეფენი გამოვლენ შენგან.
16. ვაკურთხებ მას და ძესაც მოგცემ მისგან; აჰა, მასაც ვაკურთხებ და გახდება იგი ერების დედა; ხალხთა მეფენი წარმოიშობიან მისგან”.

დაბადება 49
10. არ წაერთმევა კვერთხი იუდას, არც არგანი ფერხთა შუიდან, ვიდრე არ მოვა მისი მფლობელი და ის იქნება იმედი ხალხთა.

1მეფეთა 2
10. უფალი შემუსრავს თავის წინააღმდგომთ და ციდან დამეხავს მათ უფალი, განსჯის ქვეყნის კიდეებს და მისცემს ძალას თავის მეფეს, და თავის ცხებულს რქას აუმაღლებს.

ფსალმუნი 2
6. მე ვაკურთხე მეფე ჩემი სიონზე - ჩემს წმიდა მთაზე.

ფსალმუნი 44
6. შენი ისრები წამახულია, ხალხები ეცემიან შენს ფეხქვეშ; გულში ერჭობიან მეფის მტრებს.

ფსალმუნი 88
19. რადგან უფლისაგან არის ჩვენი ფარი და წმიდა ისრაელისაგან - მეფე ჩვენი.

ესაია 9
6. ხელმწიფების განსადიდებლად და უბოლოო მშვიდობისთვის დავითის ტახტზე და მის სამეფოში, მის განსამტკიცებლად და გასაძლიერებლად სამართალში და სიმართლეში აწ და მარადის. ცაბაოთ უფლის შური აღასრულებს ამას.

იერემია 23
5. აჰა, დადგება ჟამი, ამბობს უფალი, და აღვუდგენ დავითს მართალ მორჩს; მეფედ იმეფებს და ბრძნულად მოიქცევა; გააჩენს სამართალს და სიმართლეს ქვეყანაში.

ეზეკიელი 34
24. მე, უფალი, ვიქნები მათი ღმერთი; ჩემი მორჩილი დავითი კი წინამძღოლი იქნება მათ შორის. მე, უფალმა, ვთქვი.

მიქა 5
1. შენ კი, ეფრათას ბეთლემო, უმცირესი ხარ იუდას ათასეულთა შორის, მაგრამ შენგან გამომივა ხელმწიფე ისრაელში და ძველითგან იქნება მისი წარმოშობა, საუკუნო დღეებიდან.

მათე 2
2. და თქვეს: სად არის იუდეველთა ახალშობილი მეფე? ვინაიდან ვიხილეთ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთში და მოვედით, რათა თაყვანი ვცეთ მას.

მათე 28
18. მიუახლოვდა იესო და უთხრა მათ: მომეცა მე მთელი ხელმწიფება ცაზედაც და მიწაზედაც.

ლუკა 23
3. პილატემ ჰკითხა მას: მაშ შენა ხარ იუდეველთა მეფე? ხოლო მან მიუგო და უთხრა: შენ ამბობ.
38. იქვე იყო ბერძნული, ლათინური და ებრაული ასოებით დაწერილი წარწერა: ეს არის იუდეველთა მეფე.

იოანე 1
49. ნათანაელმა მიუგო: რაბი, შენა ხარ ძე ღმრთისა, ისრაელის მეფე.

იოანე 7
42. წერილი ხომ ამბობს, რომ ქრისტე დავითის მოდგმიდან და ბეთლემიდან, ანუ იმ ადგილიდან მოვა, საიდანაც იყო დავითი.

იოანე 12
13. აიღო პალმის რტოები და შესაგებებლად გამოეფინა; ღაღადებდნენ და ამბობდნენ: ოსანა! კურთხეულია მომავალი უფლის სახელით, მეუფე ისრაელისა!

იოანე 18
37. უთხრა მას პილატემ: მაშ, მეფე ხარ? მიუგო იესომ: შენ ამბობ, რომ მეფე ვარ. იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოველ ამ ქვეყნად, რომ ჭეშმარიტება ვიმოწმო. ყველა, ვინც ჭეშმარიტებისაგან არის, ყურს უგდებს ჩემს ხმას.

იოანე 19
12. ამის შემდეგ ცდილობდა პილატე გაეშვა იგი. მაგრამ იუდეველები აყვირდნენ და თქვეს: თუ მას გაუშვებ, კეისრის მეგობარი არა ხარ, რადგან ვისაც მეფედ მოაქვს თავი, კეისარს ეურჩება.
14. იყო პასექის პარასკევი, ასე, მეექვსე საათი; და უთხრა იუდეველებს: აჰა, თქვენი მეფე!
15. ხოლო ისინი აყვირდნენ: წაიყვა, წაიყვა, ჯვარს აცვი იგი! უთხრა მათ პილატემ: თქვენი მეფე ჯვარს ვაცვა? მღვდელმთავრებმა მიუგეს: არა გვყავს მეფე, კეისრის გარდა.
19. დაწერა წარწერა პილატემ და ჯვარზე გააკრა; ხოლო წარწერა ასეთი იყო: იესო ნაზარეველი, იუდეველთა მეფე.

გამოცხადება 2
27. რკინის კვერთხით დამწყემსავს მათ და თიხის ჭურჭელივით დაიმსხვრევიან, როგორც მე მივიღე ხელმწიფება მამაჩემისგან.

გამოცხადება 11
15. მეშვიდე ანგელოზმა ჩაბერა საყვირს და გაისმა ცაში გრგვინვა, რომელიც ხმობდა: ქვეყნის სამეფო ჩვენი უფლისა და მისი ქრისტეს სამეფო გახდა, და იმეფებს უკუნითი უკუნისამდე.