ნუ განსჯით და არ განისჯებით


საკვანძო მუხლები:

დაბადება 38 : 25 ; ეზეკიელი 16 : 52 ; აბდია 1 : 15 ; მათე 7 : 1 ; მარკოზი 4 : 24 ; ლუკა 6 : 37 ; იაკობი 2 : 12 ; იაკობი 3 : 1 ; იაკობი 4 : 11 ; რომაელთა 2 : 1 ; რომაელთა 14 : 3 ; 1კორინთელთა 4 : 1 ;
=2.14.21. ნუ განსჯით და არ განისჯებით

დაბ.38,25 ეზეკ.16,52-54 აბდ.1,15 მათ.7,[1.2]-4 მარ.4,24 ლუკ.6,37 იაკ.2,12.13; 3,1; 4,11.12 რომ.2,1-3,, 14,3.4.10.13,, 1კორ.4,1-5

ბიბლიის მუხლები

დაბადება 38
25. და როცა გამოჰყავდათ, შეუთვალა თავის მამამთილს: "იმ კაცისგან ვარ ორსულად, ვისაც ეს ნივთები ეკუთვნის”, თან დასძინა: "ამოიცანი, ვისია ეს ბეჭედი, თასმა და კვერთხი”.

ეზეკიელი 16
52. შენც იტვირთე სირცხვილი, შენი დების მკიცხველო, შენი ცოდვების გამო, რამაც მათზე უფრო საძაგელი გაგხადა; შენზე უფრო მართლები არიან ისინი, შენ კი გრცხვენოდეს და იტვირთე შენი სირცხვილი, რომ გაამართლო შენი დები.
53. მე დავაბრუნებ მათ ტყვეებს, სოდომისა და მისი ასულების ტყვეებს, სამარიისა და მისი ასულების ტყვეებს და შენს ტყვეებსაც მათ შორის,
54. რათა იტვირთო შენი სირცხვილი ყველაფრის გამო, რაც ჩაგიდენია, როცა მათი ნუგეში იყავი.

აბდია 1
15. რადგან ახლოა უფლის დღე ყველა ხალხისთვის. როგორც იქცეოდი, ისე მოგექცევიან, სამაგიერო მოგეზღვება.

მათე 7
1. ნუ განსჯით, რათა არ განისაჯოთ.
2. ვინაიდან როგორი განსჯითაც განსჯით, იმნაირითვე განისჯებით, და რომელი საწყაულითაც მიუწყავთ, იმითვე მოგეწყვით თქვენ.
3. ან რატომ ხედავ ბეწვს შენი ძმის თვალში, ხოლო შენსაში დირესაც ვერა გრძნობ?
4. ანდა როგორ ეუბნები შენს ძმას: მოიცა, ამოგიღო ბეწვი თვალიდან, და თვითონ შენ კი დირე გაქვს თვალში.

მარკოზი 4
24. და უთხრა მათ: დაუკვირდით, რაც გესმით: რომელი საწყაულითაც მიუწყავთ, იმითვე მოგეწყვით და მოგემატებათ.

ლუკა 6
37. ნუ განსჯით და არ განისჯებით; ნუ დაჰგმობთ, და არ დაიგმობით; მიუტევეთ და მოგეტევებათ;

იაკობი 2
12. მაშ, ისე ილაპარაკეთ და ისე მოიქეცით, როგორც თავისუფლების რჯულით განსასჯელნი.
13. რადგანაც მსჯავრი უწყალო იქნება მისთვის, ვისთვისაც უცხო იყო გულმოწყალება; მოწყალება მსჯავრზე უმძლავრესია.

იაკობი 3
1. ძმანო ჩემნო, ბევრი თქვენგანი ნუ გახდება მოძღვარი: იცოდეთ, რომ მით უფრო დიდ სასჯელს მივიღებთ.

იაკობი 4
11. ნუ იტყვით, ძმანო, ერთურთის ძვირს; ვინც ძმის ძვირს იტყვის და განსჯის ძმას, რჯულის ძვირს იტყვის და განსჯის რჯულს; ხოლო თუ რჯულს განსჯი, რჯულის აღმსრულებელი კი არა ხარ, არამედ მსაჯული.
12. ერთია რჯულმდებელი და მსაჯული, რომელსაც ძალუძს თქვენი ცხონებაც და წარწყმედაც; შენ კი ვინა ხარ, რომ განსჯი მოყვასს?

რომაელთა 2
1. ამიტომ თავს ვერ იმართლებ, ვინც უნდა იყო, კაცო, რომელიც განიკითხავ, რადგანაც სხვისი განმკითხველი განსჯით შენსავე თავსა სდებ მსჯავრს, ვინაიდან იმასვე სჩადიხარ, რისთვისაც განიკითხავ.
2. ხოლო ჩვენ ვიცით, რომ, ჭეშმარიტებისამებრ, არის ღვთის მსჯავრი ყოველივე ამის მოქმედთა მიმართ.
3. იქნებ გგონია, კაცო, რომ თავს დააღწევ ღვთის მსჯავრს რაკიღა განიკითხავ ამის მოქმედს და თვითონ კი მასვე სჩადიხარ?

რომაელთა 14
3. ვინც ჭამს, ნუ დაამცირებს იმას, ვინც არა ჭამს, ხოლო ვინც არა ჭამს, ნუ განსჯის იმას, ვინც ჭამს, რადგანაც ღმერთმა შეიწყნარა იგი.
4. შენ ვინა ხარ, რომ განსჯი სხვის მონას? დგას თუ ეცემა, ეს მისი ბატონის საქმეა, მაგრამ მაინც მოახერხებს ფეხზე დადგომას, რადგანაც უფალს შეუძლია წამოაყენოს იგი.
10. შენ კი რად განიკითხავ შენს ძმას? ან რაღად შეურაცხყოფ მას? რადგანაც ყველანი წარვსდგებით ღვთის მსჯავრის წინაშე.
13. მაშ, ნუ განვიკითხავთ ერთმანეთს, არამედ იმაზე იმსჯელეთ, რომ ძმას არ დაუგოთ ფეხწამოსაკრავი ანდა საცთური.

1კორინთელთა 4
3. პირადად ჩემთვის სულერთია, თქვენ განმსჯით თუ კაცთა მსჯავრნი. მე თვითონაც არ განვსჯი ჩემს თავს.
4. რადგანაც არაფერი მაქვს სინიდისის საქენჯნი, მაგრამ ამით როდი ვიმართლებ თავს, რადგანაც უფალია ჩემი განმკითხველი.
5. ამიტომ ნუ განსჯით უდროოდ, ვიდრე არ მოვა უფალი, ნათელს რომ მოჰფენს ბნელში დაფარულს და გაამჟღავნებს გულის ზრახვებს; მაშინ თვითეულს მიეგება ქება ღვთის მიერ.

__თემაზე წერდნენ__
***
არ ვიცი დასაშვებია თუ არა ადამიანზე შეიქმნა აზრი მისი იმ ერთადერთი შეცდომის მიხედვით, რაც გამოწვეულია ან უკიდურესი გაჭირვებით, ან უსაზღვრო გატაცებით, ანდა დაუფიქრებლობით.
__ ლაბრუიერი __

2.14.21. Не осуждайте и не судимы будeте
Быт.38,25 Иез.16,52-54 Авд.1,15 Матф.7,[1.2]-4 Мар.4,24 Лук.6,37 Иак.2,12.13; 3,1; 4,11.12 Рим.2,1-3,, 14,3.4.10.13,, 1Кор.4,1-5