წინასწარმეტყველება ისრაელის 12 ტომის შესახებ


საკვანძო მუხლები:

დაბადება 49 : 1 ; რიცხვნი 10 : 14 ; მეორე რჯული 33 : 6 ; მსაჯულნი 1 : 1 ; მსაჯულნი 20 : 18 ; 1ნეშტთა 5 : 1 ; ფსალმუნები 77 : 68 ; ებრაელთა 7 : 14 ; გამოცხადება 5 : 5 ; რიცხვნი 1 : 21 ; რიცხვნი 2 : 10 ;
=2.12.2. წინასწარმეტყველება ისრაელის 12 ტომის შესახებ

დაბ.49,1.3-5.8-16.19.22.27.28 რჯ.33,6-8.12.13.16-18.20.22-24

- რეუბენის შესახებ დაბ.49,[3].4 რიცხ.1,21; 2,10 რჯ.33,6; 1ნეშ.5,1.2
- სიმონის შესახებ დაბ.49,[5]
- ლევის შესახებ დაბ.49,[5] რჯ.33,8
- იუდას შესახებ დაბ.49,[8]-12 რიცხ.10,14 რჯ.33,7 მსაჯ.1,1.2; 20,18; 1ნეშ.5,2 ფს.77,68 ებრ.7,14 გმცხ.5,5
- ზებულონის შესახებ დაბ.49,[13] რჯ.33,18
- ისაქარის შესახებ დაბ.49,[14] რჯ.33,18
- დანის შესახებ დაბ.49,16 რჯ.33,22
- გადის შესახებ დაბ.49,19 რჯ.33,20
- იოსების შესახებ დაბ.49,22  რჯ.33,13; 1ნეშ.5,1.2
- ბენიამინის შესახებ დაბ.49,27 რჯ.33,12
- ნაფთალის შესახებ რჯ.33,23
- აშერის შესახებ რჯ.33,24

ბიბლიის მუხლები

დაბადება 49
1. მოუხმო იაკობმა შვილებს და უთხრა: შეიკრიბეთ, რომ გაგიმხილოთ რა შეგემთხვევათ მომავალ დღეებში.
3. რეუბენ! პირმშო ხარ ჩემი, ძალი ჩემი და სათავე ჩემი კაცობისა! შეუდრეკელი და შეუპოვარი.
4. ზღვასავით ბობოქრობ, არ აღზევდები, რადგან ახვედი მამის საწოლზე, მაშინ შებღალე ჩემი სარეცელი.
5. სიმონ და ლევი, ღვიძლი ძმები, ძალადობის ჭურჭელია მათი გული!
8. იუდა, გადიდებენ ძმები; მტრების ხერხემალს და დათრგუნავ ხელით! გეთაყვანებიან მამაშენის ნაშიერნი.
9. ლომის ბოკვერია იუდა! წამომდგარხარ, შვილო, ნადავლით ხელში; წაიხარა, გაწვა ლომივით, ვინ გაბედავს მის წამოგდებას? 
10. არ წაერთმევა კვერთხი იუდას, არც არგანი ფერხთა შუიდან, ვიდრე არ მოვა მისი მფლობელი და ის იქნება იმედი ხალხთა.
11. ვაზზე უბია თავისი ჩოჩორი, ვენახის ლერწზე - თავისი ვირის ნაშიერი; ღვინოში რეცხავს თავის სამოსელს, და ყურძნის სისხლში - თავის ტანსაცმელს.
12. თვალები მისი - ღვინის უწითლესი, კბილები მისი - რძის უთეთრესი.
13. ზაბულონი ზღვის პირას იმკვიდრებს, ნავსაყუდელთან ექნება სადგომი; სიდონს მისწვდება საზღვარი მისი.
14. ისაქარი - ძვალმსხვილი ვირი, ბაკებში მწოლარე.
15. ხედავს, კარგია მოსვენება, მიწა - საამური; ქედი წაუხრია ტვირთის წასაღებად, ხარკისთვის შრომობს.
16. დანი - მსაჯული - თავისი ხალხის, ვითარცა ერთი შტო ისრაელის.
19. გადს მოადგებიან ურდოები, თავადაც კვალში ჩაუდგება.
22. ნაყოფიერი ნერგი იოსები, ნაყოფიერი ნერგი, წყაროსპირს დარგული, რტოებით გალავანზე გასული!
27. ბენიამინი მგელია მტაცებელი, დილით ჭამს, საღამოთი იყოფს ნადავლს.
28. ყველა ესენი ისრაელის თორმეტი შტოა. ეს უთხრა მათმა მამამ, როცა აკურთხა ისინი, თითოეული მისი კურთხევით აკურთხა.

რიცხვთა 10
14. იუდიანთა ბანაკის დროშა დაიძრა პირველად მათი ლაშქრებისდა მიხედვით. ლაშქარს სათავეში ედგა ნახშონ ყამინადაბის ძე.

მეორე რჯული 33
6. იცოცხლოს რეუბენმა და არ მოკვდეს! ცოტა ჰყავს ხალხი.
7. ეს იუდასთვის თქვა: ისმინე, უფალო, იუდას ხმა! თავის ხალხთან მიიყვანე იგი. მისი ხელი იბრძოლებს მისთვის, შენ კი დაიფარე მტრებისაგან.
8. ლევისთვის თქვა: შენი თუმიმი და ურიმი შენს მადლიან კაცს, რომელიც მასაში გამოცადე და ედავებოდი მერიბას წყლებთან!
12. ბენიამინზე თქვა: უზრუნველად იმკვიდრებს უფლის ნებიერი მის წინაშე. მისი ხელი აფარია დღენიადაგ და მის კალთებთან განისვენებს.
13. იოსებზე თქვა: უფლის კურთხევით იყოს მისი მიწა, ცის მადლით - ნამით, და უფსკრულებით, ქვეშ რომ განრთხმულან;
16. მიწის მადლით და მისი სისავსით. გადმოვიდეს მაყვლოვანში დავანებულის წყალობა იოსების თავზე და მის ძმებს შორის მოწმიდარის თხემზე.
17. პირველნაშობი ხარის ბრწყინვალება აქვს, მარტორქის რქას უგავს რქები, ამით ურქენს ყველა ხალხს ერთიანად ქვეყნის კიდემდე. ესენი არიან ეფრემის ბევრეულნი და მენაშეს ათასეულნი!
18. ზებულონზე თქვა: იხარე, ზებულონ, შენი გამოსვლისას და, ისაქარ, შენს კარვებში!=2.2.23.
20. გადზე თქვა: კურთხეულია გადის განმვრცობი, ლომივით წევს და გლეჯს ნადავლის თავ-ფეხს.
22. დანზე თქვა: ლომის ბოკვერია დანი, ბაშანიდან გამოვარდნილი.
23. ნაფთალიზე თქვა: ნაფთალი მაძღარია წყალობით და სავსეა უფლის კურთხევით; მისი სამკვიდროა დასავლეთი და სამხრეთი.
24. აშერზე თქვა: კურთხეულია შვილთა შორის აშერი, სწყალობდნენ ძმები და მირონში ედგას ფეხი.

მსაჯულთა 1
1. იესოს სიკვდილის შემდეგ ჰკითხეს ისრაელიანებმა უფალს: რომელი ჩვენგანი გავიდეს პირველი ქანაანელებთან საომრად?
2. თქვა უფალმა: იუდა გავიდეს. აჰა, ხელში ჩამიგდია მისთვის ეგ მიწა.

მსაჯულთა 20
18. ადგნენ და მივიდნენ ღვთის სახლში. ჰკითხეს ღმერთს ისრაელიანებმა: რომელი ჩვენგანი გავიდეს პირველი ბენიამინიანებთან საომრად? უთხრა უფალმა: პირველი იუდა გავიდეს.

1ნეშტთა 5
1. რეუბენის, ისრაელის პირმშოს ძენი (იგი პირმშო იყო, მაგრამ როცა მამის სარეცელი წაბილწა, მისი პირმშოობა გადაეცა იოსებს, ისრაელის ძეს, არა იმისათვის რომ პირმშოდ ჩაწერილიყო.
2. იუდა ძლიერი იყო თავის ძმებში და წინამძღვარიც მისგან იყო, პირმშოობა კი იოსებს ეკუთვნოდა). 

ფსალმუნი 77
68. ამოირჩია ტომი იუდასი, მთა სიონისა, რომელიც უყვარდა.

ებრაელთა 7
14. ვინაიდან ცნობილია, რომ უფალი ჩვენი ამობრწყინდა იუდას ტომიდან, რომლის მღვდლობაზეც სიტყვა არ დასცდენია მოსეს.

გამოცხადება 5
5. მაშინ ერთ-ერთმა უხუცესმა მითხრა: ნუ სტირი; აჰა, იმძლავრა ლომმა, იუდას ტომიდან, დავითის ფესვმა, რომელიც გადაშლის ამ წიგნს და შვიდ ბეჭედს ახსნის მას.

2.12.2. Пророчество о 12 коленах Израиля
Быт.49,1.[3]-[5].8-[13.14]-16.19.22.27.28 Чис.1,21; 2,10; 10,14 Втор.33,6-8.12.13.16-18.20.22-24 Суд.1,1.2; 20,18; 1Пар.5,1.2 Пс.77,68 Евр.7,14 Отк.5,5