ფარდა, კრეტსაბმელი


საკვანძო მუხლები:

გამოსვლა 26 : 37 ; გამოსვლა 40 : 3 ; 2ნეშტთა 3 : 14 ; მათე 27 : 51 ; ებრაელთა 9 : 6 ; ებრაელთა 10 : 19 ; გამოსვლა 27 : 13 ; გამოსვლა 36 : 37 ; გამოსვლა 38 : 15 ; გამოსვლა 40 : 28 ; ლევიანნი 21 : 23 ; რიცხვნი 4 : 25 ;
=4.2.5 ფარდა, კრეტსაბმელი

ნათქვამია მასზე:
- ღმერთის ბრძანებით დამზადდა გამ.26,31.32
- მიჯნავდა წმიდა წმიდას წმიდისაგან გამ.26,33
- ეკიდა 5 სვეტზე გამ.26,37; 36,37
- 50 წყრთა გამ.27,13
- ეზოს გამ.38,15
- ფარავდა მოწმობის კიდობანს გამ.40,3
- ეკიდა სავანის შესასვლელში გამ.40,28 რიცხ.4,25
- ნაკლის მქონე მღვდელი არ მიუახლოვდეს ლევ.21,23
- ტაძარში იყო 2ნეშ.3,14
- ქრისტეს სიკვდილის დროს ჩაიხა მათ.27,51

შესვლა ფარდის შიგნით:
- მხოლოდ მღვდელმთავრისთვის ებრ.9,6.7
- მხოლოდ განწმედის დღეს და მხოლოდ სისხლით ებრ.9,7

სიმბოლურად:
- ძველი აღთქა ებრ.9,8
- ქრისტეს სხეული ებრ.10,20
- მისასვლელი ღმერთთან ებრ.10,19-22

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 26
31. გრეხილი ბისონისგან გააკეთე ფარდა ცისფერი, მეწამული და ძოწისფერი; ოსტატის მიერ ამოქარგული ქერუბებით.
32. ოქროთი მოჭედილ აკაციის ოთხ სვეტზე ჩამოკიდე იგი, ოქროსი იყოს კაუჭები, ვერცხლის ოთხ კვარცხლბეკზე,
33. ჩამოკიდე ფარდა კაუჭებზე და მის მიღმა შეიტანე მოწმობის კიდობანი, რათა ფარდამ გამიჯნოს თქვენთვის წმიდა წმიდათა წმიდისაგან.
37. გააკეთე კრეტსაბმელისთვის აკაციის ხუთი სვეტი და ოქროთი მოჭედე; მათი კაუჭები ოქროსი იყოს და სპილენძის ხუთი კვარცხლბეკი ჩამოასხი მათთვის.

გამოსვლა 27
13. ეზოს სიგანეზე აღმოსავლეთით, მზის აღმოსავლისკენ - ფარდა ორმოცდაათი წყრთა იყოს;

გამოსვლა 40
3. დადგი იქ მოწმობის კიდობანი და ჩამოაფარე კრეტსაბმელი.

2ნეშტთა 3
14. კრეტსაბმელი გააკეთა ლურჯი, მეწამული და ძოწეული ბისონისგან და ზედ ქერუბები გამოსახა.

მათე 27
51. და აჰა, მაღლიდან დაბლამდე, ორად გაიხა ტაძრის კრეტსაბმელი, შეიძრა დედამიწა და დასკდა კლდეები.

ებრაელთა 9
6. ასეთნაირად მოწყობილ პირველ კარავში მუდამ შედიან მღვდლები მსახურებათა შესასრულებლად.
7. ხოლო მეორეში მარტო მღვდელმთავარი - წელიწადში ერთხელ, ოღონდ არა სისხლის გარეშე, რომელსაც სწირავს თავისთვის და ხალხის მიერ უმეცრებაში ჩადენილი ცოდვებისთვის.
8. ამით სულიწმიდა გვიჩვენებს, რომ ვიდრე დგას პირველი კარავი, ჯერ კიდევ არაა გახსნილი გზა წმიდათა წმიდაში.

ებრაელთა 10
19. მაშ, ძმანო, რაკი იესოს სისხლის მეშვეობით გაბედულება გვაქვს შევიდეთ წმიდათა წმიდაში,
20. ჩვენთვის ბოძებული ახალი და ცოცხალი გზით, რომელიც გაგვიხსნა, კრეტსაბმელით, - რაც მისი სხეულია,
21. და მღვდელმთავრით ღვთის სახლზე,
22. მივუახლოვდეთ მას მართალი გულებით და სრული რწმენით, ბოროტი სინდისისგან სხურებით გულგაწმედილნი და სუფთა წყლით სხეულგანბანილნი.

4.2.5 Завеса
Исх.26,31-33.37; 27,13; 36,37; 38,15; 40,3.28 Лев.21,23 Чис.4,25; 2Пар.3,14 Матф.27,51 Евр.9,6-8; 10,19-22