სულიწმიდა მოწმობს უფლის მორწმუნეებთან ერთად კაცთა წინაშე


საკვანძო მუხლები:

ლუკა 24 : 48 ; იოანე 7 : 38 ; იოანე 15 : 26 ; იოანე 16 : 13 ; საქმენი მოციქულთა 1 : 8 ; საქმენი მოციქულთა 2 : 32 ; საქმენი მოციქულთა 5 : 32 ; საქმენი მოციქულთა 10 : 39 ; საქმენი მოციქულთა 13 : 31 ; 1პეტრე 1 : 11 ; ებრაელთა 2 : 4 ;
=2.4.14. სულიწმიდა მოწმობს უფლის მორწმუნეებთან ერთად კაცთა წინაშე

ლუკ.24,48.49 ინ.7,38.39,, 15,26.27,, 16,13.14 საქ.1,8,, 2,32,, 5,[32],, 10,39,, 13,31,, 1პეტ.1,11.12 ებრ.2,4

ბიბლიის მუხლები

ლუკა 24
48. ხოლო თქვენა ხართ ყოველივე ამის მოწმენი.
49. და აჰა, მე მოგივლენთ მამის ჩემის აღთქმას, ხოლო თქვენ დარჩით ქალაქში, ვიდრე არ შეიმოსავთ ძალას მაღლით.

იოანე 7
38. ვისაც სწამს ჩემი, როგორც ამბობს წერილი, მისი მუცლიდან წარმოდინდებიან ცოცხალი წყლის მდინარენი.
39. ესა თქვა სულზე, მის მორწმუნეებს რომ უნდა მიეღოთ, ვინაიდან ჯერ კიდევ არ იყო მათზე სული, რადგან ჯერ კიდევ არ განდიდებულიყო იესო.

იოანე 15
26. ხოლო როდესაც მოვა ნუგეშისმცემელი, რომელსაც მოგივლენთ მამის მიერ, - ჭეშმარიტების სული, რომელიც გამოდის მამისაგან, ის იმოწმებს ჩემთვის.
27. და თქვენც მოწმენი იქნებით, ვინაიდან იმთავითვე ჩემთანა ხართ.

იოანე 16
13. ხოლო როდესაც მოვა იგი, ჭეშმარიტების სული, წაგიძღვებათ ყოველი ჭეშმარიტებისაკენ; ვინაიდან თავისით კი არ ილაპარაკებს, არამედ რასაც მოისმენს, იმას იტყვის, და მომავალს გაუწყებთ თქვენ.
14. ის განმადიდებს, რადგანაც ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთ.

საქმენი მოციქულთა 1
8. არამედ მიიღებთ ძალას, როცა სული წმიდა გადმოვა თქვენზე, და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელს იუდეასა და სამარიაში, ქვეყნის კიდემდე.

საქმენი მოციქულთა 2
32. ეს იესო აღადგინა ღმერთმა, რისი მოწმეცაა ყველა ჩვენგანი.

საქმენი მოციქულთა 5
32. ამ სიტყვების მოწმენი ჩვენ ვართ და სული წმიდა, ღმერთმა რომ მისცა მის მორჩილთ. =2.4.14

საქმენი მოციქულთა 10
39. ჩვენ ყველაფრის მოწმენი ვართ, რაც მან გააკეთა იუდეის ქვეყანაში და იერუსალიმში, და რომ ბოლოს იგი მოკლეს ძელზე დაკიდებით.

საქმენი მოციქულთა 13
31. მრავალი დღის განმავლობაში ეჩვენებოდა გალილეიდან იერუსალიმში მასთან ერთად ამოსულთ, რომელნიც ახლა მისი მოწმენი არიან ხალხის წინაშე.

1პეტრე 1
11. და არკვევდნენ, რა დროს და რა ვითარებას მიანიშნებდა მათში დამკვიდრებული სული ქრისტესი, როცა წინასწარ უმოწმებდა მათ ქრისტეს ვნებას და ვნების შემდგომ დიდებას.
12. მათთვის გამოცხადებულ იქნა, რომ თვითონ მათ კი არა, თქვენ გმსახურებდათ ის, რაც ამჟამად გეუწყათ მახარებელთაგან, ცით მოვლენილი სული წმიდის მიერ, და რისი წვდომაც სურთ ანგელოზებს.

ებრაელთა 2
4. ღვთის თანამოწმობით, სასწაულებით და ნიშებით, ნაირგვარი ძალითა და სული წმიდის ნიჭით, რაც განაწილებუღ იქნა მისი ნებისამებრ?

2.4.14. Дух Святой вместе верующими свидетельствует людям о Господе
Лук.24,48.49 Ин.7,38.39,, 15,26.27,, 16,13.14 Деян.1,8,, 2,32,, 5,[32],, 10,39,, 13,31,, 1Пет.1,11.12,, Евр.2,4