წინამძღოლი, წინ მიმავალი, ხელმძღვანელი, მეთვალყურე


საკვანძო მუხლები:

გამოსვლა 13 : 21 ; მეორე რჯული 8 : 2 ; ფსალმუნები 5 : 8 ; ფსალმუნები 22 : 2 ; ფსალმუნები 24 : 5 ; ფსალმუნები 26 : 11 ; ფსალმუნები 77 : 53 ; ფსალმუნები 138 : 24 ; ესაია 3 : 12 ; ესაია 11 : 6 ; ესაია 42 : 16 ; ესაია 48 : 17 ; ლუკა 4 : 1 ; ლუკა 6 : 39 ; იოანე 10 : 3 ; გალატელთა 5 : 18 ; გამოცხადება 7 : 17 ; რიცხვნი 10 : 29 ; მათე 23 : 16 ; იოანე 16 : 13 ; რიცხვნი 4 : 33 ; მათე 2 : 9 ; იესო ნავეს ძე 6 : 13 ; ესაია 9 : 16 ;
=2.2.83 წინამძღოლი, წინ მიმავალი, ხელმძღვანელი, მეთვალყურე

სხვადასხვა სახის:
- მეთვალყურე რიცხ.4,33
- ერთგული რჯ.8,2.15
- შეირაღებული იესნ.6,13
- როგორც მწყემსი ფს.22,2
- საიმედო ფს.77,53
- ცრუ ეს.3,12
- შემაცდენელი და გამყოლთა დამღუპველი ეს.9,16
- პატარა ბიჭი ეს.11,6
- აღმოსავლეთის ვარსკვლავი მათ.2,9
- ბრმა მათ.23,16.24 ლუკ.6,39
- ჭეშმარიტების სული შეგიძღვებათ ჭეშმარიტებაში იოან.16,13

წმ. წერილში ეწოდება:
- ღმერთს გამ.13,21
- ქრისტეს იოან.10,3 გმცხ.7,17
- სული წმიდა ლუკ.4,1 გალ.5,18

გზები, რომლებითაც მიჰყავს ღმერთს:
- სიკეთის რიცხ.10,29
- სიმართლის ფს.5,8
- ჭეშმარიტი ფს.24,5
- სწორი ფს.26,11
- მარადიული ფს.138,24
- უცნობი ეს.42,16
- სავალზე ეს.48,17

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 13
21. და უფალი უძღოდა მათ წინ დღისით ღრუბლის სვეტში გზის საჩვენებლად, ღამით კი ცეცხლის სვეტში გზის გასანათებლად, რათა ევლოთ დღითა და ღამით.

მეორე რჯული 8
2. გახსოვდეს მთელი გზა, რომლითაც გატარა უფალმა, შენმა ღმერთმა, ეს ორმოცი წელიწადი უდაბნოში, რათა მოეთვინიერებინე და გამოეცადე, რათა შეეტყო, თუ რა გიდევს გულში, დაიცავდი მის მცნებებს, თუ არა.
15. რომელმაც გატარა დიდსა და საშინელ უდაბნოში, სადაც გესლიანი გველები, მორიელები და ხრიოკებია, სადაც არ იყო წყალი, მან კი სალი კლდიდან წყალი გამოადინა შენთვის;

ფსალმუნი 5
8. უფალო, მატარე შენი სიმართლის გზით ჩემი მტრების გამო, გაასწორე შენი გზა ჩემს წინაშე.

ფსალმუნი 22
2. ხასხასა მოლზე დამასვენებს და წყნარ წყლებზე წამიძღვება მე.

ფსალმუნი 24
5. წარმიძეღ შენი ჭეშმარიტებით და მასწავლე, რადგან შენ ხარ ღმერთი ჩემი ხსნისა; შენით ვიმედოვნებ ყოველდღე.

ფსალმუნი 26
11. მიწინამძღვრე, უფალო, შენს გზაზე და დამაყენე სწორ კვალზე ჩემი მტრების გამო.

ფსალმუნი 77
53. ფხიზლად უძღოდა მათ და არ ეშინოდათ, ხოლო მათი მტრები ზღვამ დაფარა.

ფსალმუნი 138
24. ნახე, ბოროტების გზაზე ხომ არ ვდგავარ, და წამიძეხი მარადიულ გზაზე!

ესაია 3
12. ჩემი ხალხია მისი შემავიწროვებელი, ჩვილნი და ქალნი მთავრობენ მასზე; ჩემო ხალხო, შენი წინამძღვარნი გაცთუნებენ შენ და ამრუდებენ ბილიკებს შენი გზისა.

ესაია 11
6. და მგელი კრავთან ერთად იცხოვრებს, და ვეფხვი თიკნის გვერდით წამოწვება, ხბო, ლომის ბოკვერი და ხარი ერთად იქნებიან და პატარა ბიჭი წაუძღვება მათ.

ესაია 42
16. ბრმებს მათთვის უცნობ გზაზე წარვუძღვები და უცნობი ბილიკებით ვატარებ, სიბნელეს სინათლედ ვაქცევ მათ წინაშე და ოღრო-ჩოღრო გზებს მოვასწორებ! ამ საქმეებს მოვიმოქმედებ და არ მივატოვებ მათ.

ესაია 48
17. ასე ამბობს უფალი, შენი მხსნელი, ისრაელის წმიდა; მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, დამმოძღვრავი სასიკეთოდ, სავალ გზაზე შენი წარმმართველი.

ლუკა 4
1. სულით წმიდით აღვსილი იესო გამობრუნდა იორდანედან, და სულის მიერ გაყვანილ იქნა უდაბნოში.

ლუკა 6
39. უთხრა მათ იგავიც: განა შეიძლება ბრმა წინ უძღოდეს ბრმას? განა ორივენი ორმოში არ ჩაცვივიან?

იოანე 10
3. მას მეკარეც უღებს და ცხვრებსაც ესმით მისი ხმა; სახელით უხმობს თავის ცხვრებს და გამოჰყავს ისინი.

გალატელთა 5
18. თუ სულით იარებით, რჯულის ქვეშ აღარა ხართ.

გამოცხადება 7
17. რადგანაც კრავი, რომელიც ტახტის შუაშია, დამწყემსავს და სიცოცხლის წყლის წყაროსაკენ წარუძღვება მათ, და ღმერთი მათ თვალებზე სათითაოდ შეაშრობს ცრემლს.

2.2.83 Вождь - руководитель, проводник
Исх.13,21 Чис.4,33; 10,29 Вт.8,2.15 Иисн.6,13 Пс.5,8; 22,2; 24,5; 26,11; 77,53; 138,24 Ис.3,12; 9,16; 11,6; 42,16; 48,17 Матф.2,9; 23,16.24 Лук.4,1; 6,39 Ин.10,3; 16,13 Гал.5,18 Отк.7,17