ადამიანს ესაჭიროება მხსნელი ცოდვათა ტყვეობიდან

საკვანძო მუხლები:

დაბადება 49 : 18 ; გამოსვლა 3 : 8 ; გამოსვლა 6 : 6 ; გამოსვლა 15 : 13 ; გამოსვლა 18 : 4 ; ფსალმუნები 13 : 7 ; ფსალმუნები 48 : 6 ;
1.2.9__

1. ძვ. აღთქმის დროს მოელოდნენ ხსნას დაბ. 49,18; ფს. 13,7; მათ.1,[21]

2. ისრაელიანთა ხსნა ეგვიპტელთაგან სიმბოლირებს ახალის აღთქმის მორწმუნეთა ხსნას გამ. 3,8; 6,6.7; 15,13; 18,4

3. არავის ძალუძს გამოისყიდოს კაცი ცოდვათა ტყვეობიდან ფს.48,6-10; 1პეტ. 1,18-21

4. ღმერთმა მისცა ხსნა მისი ძისადმი ყველა მორწმუნეს მათ.9,13 ინ. 3,16; საქ. 16,31; 1პეტ. 3,18; 1ინ. 5,11; რომ. 6,23; 8,11; 10,9.10.13; 2თეს.1,8.9; 1ტიმ. 1,15

5. ქრისტეს სისხლი გვწმენდს და გზა ხსნილი გვაქვს შევიდეთ საწმიდარში 1ინ. 1,7; ებრ. 9,14; 10,19.29

__თემაზე წერდნენ__
***
უცნაურია ქრისტიანობა: უბრძანებს ადამიანს აღიაროს, რომ ზიზღის ღირსია, მეტიც აღიაროს, რომ ბილწია, და, იმავდროულად უბრძანებს გამუდმებით მიელტვოდეს იმას, რომ ღმერთს დაემსგავსოს. ურთიერთსაპირისპირო ვნებათა ეს წონასწორობა რომ არა - ამაღლება შემზარავად ცუდმედიდს გახდიდა ადამიანს, ხოლო დამდაბლება - შემაძრწუნებლად ბილწს.
__ბლეზ პასკალი__

***
მაცხოვრის გარეშე კაცი ყოველთვის ბიწიერებასა და უბედურებაში იქნება დანთქმული. მაცხოვრის წყალობით კაცი თავს აღწევს ბიწიერებას და უბედურებას. მასშია მთელი ჩვენი სიქველე და ბედნიერება. უმისოდ მხოლოდ ბიწიერებაა, უბედურობა, ცთომა, წყვდიადი, სიკვდილი, უსასოება. __ბლეზ პასკალი__

***
კაცს შეუძლია საკუთარი თავის დაღუპვა და ღუპავს, მაგრამ საკუთარი თავის ხსნა კი არ შეუძლია.
 __ტიხონ ზადონსკი__

***
ამბობენ ფრთამოტეხილი ფრინველი უკვე ვეღარასოდეს გაფრინდებაო. ქვეყნიერებაზე ეს შეიძლება შეესატყვისებოდეს ჭეშმარიტებას, მაგრამ არ შეესაბამება ღვთის მადლს. იესო ქრისტეს შეცნობის მშვენიერება და სასწაული, როგორც უფლისა და მაცხოვრისა მდგომარეობს იმაში, რომ მაშინაც კი, როცა თქვენი ცხოვრება დამსხვრეულია მთლიანად, შეგიძლიათ მოინანიოთ, მიიღოთ ხსნა, მიიქცეთ ღვთის სიტყვისკენ და მიენდოთ სული წმიდას, რომელიც დაგიბრუნებთ შემძლეობას იფრინოთ ისე, როგორც ადრე არასოდეს არ გიფრენიათ.
__ბობ იანდიანი__

***
ლუდოვიკო მეცხრე, წოდებული „წმიდად“, საფრანგეთზე გამეფდა 12 წლის ასაკში. ამ დროს იფეთქა აჯანყებამ მის წინააღმდეგ ზოგიერთი თავგასული თავადების მხრიდან, რაც იქნა ჩახშობილი მისი დედის ძალისხმევით. როდესაც მან თვითონ მიიღო ძალაუფლება, მისი მოწინააღმდეგეები გაიქცნენ საზღვარგარეთ იმიტომ, რომ მეფემ შეადგინა მათი სია და ყოველი სახელის შემდეგ დასვა ჯვარი. ეს მათ ისე გაიგეს, რომ ლუდოვიკოს მათი დახოცვა სურდა. როცა მან ეს გაიგო, შეპირდა ყველა გაქცეულს, რომ თუ დაბრუნდებოდნენ, იქნებოდნენ შეწყალებულნი. რას ნიშნავდა აბა ჯვრები მათი სახელების გასწვრივ? ლუდოვიკომ ახსნა ასე; „ჯვრებმა მე უნდა შემახსენოს ყოველთვის ჩემი შეწყალების შესახებ და შემამზადოს პატიებისთვის.“ კეთილშობილური მეფური თავდაჯერებულობაა. ყველამ, ვინც ირწმუნა დაპირება, იქნა შეწყალებული.
ღმერთი უფრო დიდ შეწყალებას პირდება ადამიანებს. ღმერთის „სიაში“ ყოველი ადამიანის სახელის გასწვრივ გამოსახულია ჯვარი, კერძოდ გოლგოთის ჯვარი, რომელზეც მოკვდა ღვთის ძე ცოდვილებისა და უღმერთოების გულისთვის. ღმერთი ყოვლადმოწყალეა. აქაც ყველასთვის დაფარულია რას ნიშნავს ჯვარი. თითოეულმა უნდა აღიაროს თავი ცოდვილად და მოინანიოს, მივიდეს ღმერთთან. ყველა, ვინც მივიდა ღმერთთან მიიღო შეწყალება, სიმშვიდე და საუკუნო სიცოცხლე. __იაკობ ლევენი__

***
ბოსტონში დგას აბრაამ ლინკოლნის ძეგლი, რომლის წინ მუხლებზე დგას ორი მონა და მათ იგი ხსნის ჯაჭვებს. ამ ძეგლში ხორცშესხმულია ამაღელვებელი ისტორია. აქ ჩანს ზანგების სახეზე მადლიერება და კეთილი გამოხედვა ლინკოლნისა, რაც იძლევა იმის გაგებას, რას ნიშნავს გაანთავისუფლო ადამიანები მონობიდან.
__იაკობ ლევენი__

***
ადამიანს არ შეუძლია საკუთარი თავის გადარჩენა. კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში ადამიანმა გამოსცადა ყველა შესაძლო საშუალება, რათა განთავისუფლებულიყო ცოდვისგან, მაგრამ მან აღმოაჩინა, რომ კეთილ საქმეებს არ შეუძლიათ ის გადაარჩინონ ცოდვისგან; ასევე არ შეუძლია იხსნას თავი განათლებით, ეთიკით, არც მონოტონური გალობით. არც რელიგიურობას არ შეუძლია ადამიანის ხსნა ცოდვისგან. თუ ასეთი ხერხებით ცდილობს ადამიანი თავის ხსნას, მაშინ მასში მიმდინარეობს ბრძოლა მის კეთილ და ბოროტ ბუნებას შორის და უშედეგოდ იბრძვის.
ადამიანმა უნდა მიმართოს ქრისტესმიერ გამოსყიდვას.
ჩვენ გვიხსნის ცოდვისგან მხოლოდ უფლისადმი რწმენა, ვისგანაც მიიღებს ხელახლა შობას. __ენდრიუ იუ__

***
ცოდვა უნდა იქნას დასჯილი. თუ ღმერთი უბრალოდ გვაპატიებდა ცოდვებს და არ განსჯიდა მათ, არ იქნებოდა სამართლიანობა და პასუხისმგებლობა ბოროტებაზე, ხოლო ღმერთი დაკარგავდა სამართლიანობასა და სიწმინდეს. თუ ღმერთი უბრალოდ განგვსჯიდა ჩვენი ცოდვების გამო, მაშინ არავის არ უნდა ჰქონოდა იმედი საუკუნო სიცოცხლისა, რადგან ყველამ შესცოდა (რომ.3,23) და მისი სიყვარული ვერ ჰპოვებდა გზას ჩვენი ცნობიერებისკენ.
ჯვარი იყო ერთადერთი საშუალება ამ დილემის გადასაწყვეტად, სადაც უნდა დასჯილიყო ყველა ჩვენი ცოდვა და ის უნდა აეზიდა თავისი მხრებით ერთადერთ უცოდველს, რათა შემდგომ მისდამი რწმენით გავნთავისუფლებულიყავით თქვენც და მეც. მხოლოდ ასე შეიძლებოდა გავმართლებულიყავით (2კორ.5,21) 
__ბილი გრემი__

***
წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ ბუნებრივად კისერზე რკინის ჯაჭვი გვაქვს შემოჭდობილი და ყოველ ჯერზე, როცა ვცოდავთ, ჯაჭვს ახალი რგოლი ემატება. გამიჩნდა თუ არა უწმინდური აზრი თავში, რგოლიც მომემატა, დედას უხეშად მოვექეცი - კიდევ ახალი რგოლი; ავად მოვიხსენიე სხვები - კიდევ ახალი. ერთი დღე ლოცვის გარეშე, თითქოს ღმერთი არც არსებულიყოს - ისევ რგოლი; უპატიოსნება, სიცრუე - რგოლიც მატულობს. წარმოიდგინეთ, რა სიგრძისა უნდა იყოს ჯაჭვი, რომელსაც ასე დავათრევთ ჩვენთან ერთად. ხშირად ვეკითხები თავს - რატომ არ შეუძლიათ ადამიანებს ჭეშმარიტად და ბოლომდე ბედნიერები იყვნენ? ვთქვათ, არაფერი არ გაკლიათ, ხართ კი ბედნიერი? ვერა, ვერც იქნებით, იმიტომ რომ თანა გაქვთ ჯაჭვი და მისგან ვერავინ ვერ გიხსნით, ვერცერთი მოძღვარი, მღვდელი, ანგელოზი - არც ღმერთს შეუძლია თქვენი ხსნა, რადგან ის სამართლიანია. რასაც დასთეს, იმას მოიმკი. მაგრამ, აი იესო, ის ერთადერთია, ვინც ჩვენი ცხოვრების უდიდესი პრობლემა გადაჭრა. ის მოკვდა ჩვენთა ცოდვათათვის. მან საკუთარი სიკვდილით გამოისყიდა ჩვენი ცოდვები. იგია ერთადერთი, რომელსაც შეუძლია ჩვენი ცოდვის ჯაჭვისგან განთავისუფლება.
__ვილჰელმ ბუში__

***
ზღაპრებში რაც სწერია ცხოვრებიდანაა აღებული, ოღონდ კაცს ეშინია სიმართლისა და ათასნაირად აფუჩეჩებს. თავის სივერაგეს მელიას მიაწერს ხოლმე, , თავის სიხარბეს - მგელს. თითქოს ასე განიწმინდება, განიკურნება. თვითონ ცხოველივით კარგი გახდება, ცხოველი კი - იმასავით ცუდი. შენი კარგი მე, ჩემი ცუდი შენ. 
__ოთარ ჭილაძე__

***
უღიმღამოდ ანათებენ ურწმუნოს თვალები. შემჭირვებელი ფიქრები სტანჯავენ, ახრევინებენ თავს ქვემოთ, რომ ვერ დაინახოს და ვერ გაიხაროს მისთვის გოლგოთაზე ჯვარცმულით. აიღე თავი და გაიხედე ჯვრისკენ, ის შენი სულის ხსნისთვის ევნო, აღსდგა და ამაღლდა! 
__მირზა ბადიაური__