ღმერთი ყველგანმყოფია


საკვანძო მუხლები:

რიცხვნი 14 : 21 ; ფსალმუნები 71 : 19 ; აბაკუმი 2 : 14 ;
=2.2.45. ღმერთი ყველგანმყოფია

- ღმერთის დიდებით სავსეა ქვეყანა რიცხ.14,[21] ფს.71,19 აბაკ.2,14

ბიბლიური მუხლები

რიცხვნი 14
21. მაგრამ ცოცხალი ვარ მე და სავსეა უფლის დიდებით მთელი ქვეყანა.

ფსალმუნი 71
19. და კურთხეულ არს სახელი მისი დიდებისა უკუნისამდე, და აივსება მისი დიდებით მთელი ქვეყნიერება. ამინ, ამინ!

აბაკუმი 2
14. რომ უფლის დიდების ცოდნით აივსოს ქვეყანა, როგორც ზღვა არის წყლით დაფარული?

__თემაზე წერდნენ__
***
მეომარს, ვაჭარს და წმინდანს
და ოცდათექვსმეტ წოდებასვე ერთნაირად ხედავს უფალი.
__ ქაბირი __

***
დიადი დაო ყოველგან განფენილა: არის აქეთაც, არის იქითაც,
არის ზევითაც, არის ქვევითაც, არის აქაც, არის იქაც.
მისი წყალობით იშვის არსი ყოველი, მისი მადლით
ცოცხლობს მარად ყოველი. დიადია ღვაწლი მისი
დიადია და არ დიადობს.
ყოველ არსს სიყვარულით გარემოიცავს.
გარემოიცავს და არ მეუფებს მათ...
__ ლაო-ძი __

***
ღმერთი განუყოფელია და იგი მთლიანად არის ყველგან, - თავისი რაღაც ნაწილით კი არ ჰგიებს ქმნილების ნაწილში, სხეულებრივად გაყოფილი და დაცალკევებული, არამედ მთლიანად ჰგიებს მთელ თავის ქმნილებაში, ყოველივეში და მთლიანადვე არის ყოველივეზე აღმატებული.
__ წმ. იოანე დამასკელი __

***
ღმერთი ყოველივეს განმსჭვალავს, თვითონ კი, ამავე დროს, არაფერს არ აღერევა. ღმერთს ვერაფერი განმსჭვალავს. ყოველივე ღმერთმა თავისი მარტივი ცოდნით იცის და ყველაფერსვე მარტივად სჭვრეტს თავისი ღვთაებრივი თვალით - აწმყოსაც, წარსულსაც და მომავალსაც, და სჭვრეტს უწინარეს მათი ყოფისა. ღმერთის ბუნება უცოდველია, თვითონ კი - ცოდვათა მიმტევებელი და ყოველთა მაცხოვნებელია. რასაც კი ინებებს, ღმერთი ყოველივეს იქმს, რამეთუ მას ყველაფერი ძალუძს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ღმერთს ყოველივე როდი ნებავს, რაც ძალუძს, რამეთუ ძალუძს მთელი ქვეყნიერების დაღუპვა, მაგრამ არ ნებავს ეს და არასდროს არ იქმს ამას.
__ წმ. იოანე დამასკელი __

***
ღმერთი ყოველივეს აღავსებს და ამასთან ყველაფრის მიღმა ჰგიებს. ღმერთი მთლიანად არის ყველგან, სრულიად - ყოველივეში თანაბრად - დიდსა თუ მცირეში, და მთლიანადვე აღმატებული ყოველივეზე.
__ წმ. იოანე დამასკელი __

***
არ არსებობს სიცოცხლე, ღმერთისგან რომ არ მომდინარეობდეს, რადგან ღმერთია უზენაესი სიცოცხლე და ყოველგვარი სიცოცხლის წყარო და შეუძლებელია იყოს ისეთი სიცოცხლე, რომელიც თავისთავად - ანუ როგორც სიცოცხლე - ბოროტი იქნებოდა. ხოლო ბოროტად სიცოცხლე იმდენად შეიქმნება, რამდენადაც იგი თავისი თავისუფალი ნებით ესწრაფვის სიკვდილს, სიკვდილი კი ნებისმიერი სიცოცხლისთვის - მხოლოდ უწესრიგობაა, რომელიც ასე იმიტომ იწოდება, რომ თავისი არსი არა აქვს და არარაა.
__ ნეტარი ავგუსტინე __

***
ამქვეყნად არაფერი არ არსებობს თავისა და წინამძღოლის გარეშე, რამეთუ ყოველივეს დასაბამი ღმერთია.
__ წმ. ეფრემ ასური __

***
იგი მარადის ყოველსა ადგილსა არს“
__ სინური მრავალთავი 864 __

***
იდუმალ მიმზერს, ჩემი მარტოობის მოწმეა იგი და მისდამი შეწირულ წუთებზე თვალმიმავალი.
__ მირზა ბადიაური __

2.2.45. Бог вездесущий
Чис.14,[21] Пс.71,19 Авв.2,14