ღვთის მოლოდინი, სასოება (ვსასოებთ, ვესავთ), იმედის დამყარება მასზე, მინდობა


საკვანძო მუხლები:

დაბადება 49 : 18 ; ფსალმუნები 26 : 14 ; ფსალმუნები 32 : 18 ; ფსალმუნები 36 : 7 ; ფსალმუნები 61 : 6 ; ფსალმუნები 129 : 5 ; ფსალმუნები 145 : 5 ; ესაია 25 : 9 ; ესაია 26 : 8 ; იერემია 17 : 7 ; გოდება იერემიასი 3 : 25 ; 1პეტრე 1 : 3 ; 1იოანე 3 : 3 ; რომაელთა 5 : 2 ; რომაელთა 8 : 23 ; რომაელთა 12 : 12 ; რომაელთა 15 : 4 ; 1კორინთელთა 13 : 13 ; 2კორინთელთა 4 : 18 ; გალატელთა 5 : 5 ; კოლასელთა 1 : 5 ; 1თესალონიკელთა 1 : 3 ; 1თესალონიკელთა 5 : 8 ; 2თესალონიკელთა 2 : 16 ; ტიტე 2 : 13 ; ებრაელთა 6 : 11 ; ებრაელთა 11 : 1 ;
=2.2.16. ღვთის მოლოდინი, სასოება (ვსასოებთ, ვესავთ), იმედის დამყარება მასზე, მინდობა

დაბ.49,18 ფს.26,14,, 32,18.22,, 36,7.9,, 61,6,, 129,5,, 145,5 იგ.14,32 ეს.25,9,, 26,8 იერ.17,7 გოდ.3,25.26,, 1პეტ.1,3.21,, 1ინ.3,3 რომ.5,2,, 8,23.[24.25],, 12,12,, 15,4.13,, 1კორ.13,13,, 2კორ.4,18 გალ.5,5 კოლ.1,5.23.27,, 1თეს.1,3,, 5,8,, 2თეს.2,16 ტიტ.2,13 ებრ.6,11.18.19,, 11,1

ბიბლიის მუხლები

დაბადება 49
18. შენგან მოველი ხსნას, უფალო!

ფსალმუნი 26
14. მიენდე უფალს, გამხნევდი და გაამაგრე შენი გული და გქონდეს უფლის იმედი.

ფსალმუნი 32
18. აი, თვალი უფლისა მის მოშიშთა თავზე, ვინც მის წყალობას ელის;
22. იყოს ჩვენდამი, უფალო, შენი წყალობა, რადგანაც შენზე ვამყარებთ იმედს.

ფსალმუნი 36
7. დაემორჩილე უფალს და დაელოდე მას. ნუ შეგშურდება თავის გზაზე წარმატებულის, კაცისა, რომელიც ბოროტს იზრახავს.
9. რადგან ბოროტმოქმედნი ამოწყდებიან და უფალზე მინდობილნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას.

ფსალმუნი 61
6. მხოლოდ ღმერთს დაელოდე, სულო ჩემო, რადგან მისგან არის ჩემი იმედი.

ფსალმუნი 129
5. მეიმედება უფალი, ესავს ჩემი სული და მის სიტყვას ველოდები.

ფსალმუნი 145
5. ნეტარ არს, ვისიც შემწეა ღმერთი იაკობისა, ვინც დაიმედებულია უფალ ღმერთზე.

იგავნი 14
32. ბოროტეული თავისი უკეთურების გამო მოიკვეთება, მართალი კი სიკვდილშიც სასოებას ჰპოვებს.

ესაია 25
9. იტყვიან იმ დღეს: აჰა, ეს არის ღმერთი ჩვენი, მას ვესავდით და გვიხსნა! ეს არის უფალი, მას ვესავდით! ვიშვათ და გავიხაროთ მისმიერი ხსნით!

ესაია 26
8. შენი სამსჯავროს გზაზედაც, უფალო, შენ გესავდით; შენს სახელს და შენს სახსენებელს ელტვოდა სული.

იერემია 17
7. კურთხეულია კაცი, რომელიც ესავს უფალს და უფალია მისი საესავი.

გოდება 3
25. კეთილია უფალი მისი მოსავისთვის, მისი მძებნელი სულისათვის;
26. კარგია, როცა კაცი მდუმარედ მოელის ხსნას უფლისაგან;

1პეტრე 1
3. კურთხეულია ღმერთი და ჩვენი უფლის - იესო ქრისტეს მამა, რომელმაც თავისი მრავალმოწყალებისამებრ ხელახლა გვშობა ცოცხალი სასოებისთვის, იმის წყალობით, რომ მკვდრეთით აღადგინა იესო ქრისტე.
21. რომელთაც მის მიერ იწამეთ ღმერთი, მკვდრეთით რომ აღადგინა იგი და მისცა დიდება, რათა ღვთის რწმენა და სასოება გქონდეთ.

1იოანე 3
3. ყველამ, ვისაც ასე ეიმედება იგი, თავი განიწმიდოს, როგორც ისაა წმიდა.

რომაელთა 5
2 რომლის მეშვეობითაც რწმენით მოვიპოვეთ მისადგომი ამ მადლთან, რომელშიც ვდგავართ და ვიქადით ღვთის დიდების სასოებით.

რომაელთა 8
23. და არა მარტო ის, არამედ ჩვენც, სულის პირველნაყოფის მქონენი, ასევე ვგმინავთ შინაგანად ღვთის ძეობისა და ჩვენი სხეულის ხსნის მოლოდინში.
24. რადგანაც ხსნილნი ვართ სასოებით, ხილული სასოება კი არ არის სასოება, ვინაიდან რა სასოება უნდა გქონდეს იმის მიმართ, რასაცა ხედავ?
25. ხოლო იმის მსასოოვარნი, რასაც ვერ ვხედავთ, მოთმინებით მოველით მას.

რომაელთა 12
12. გიხაროდეთ სასოებით; მომთმენნი იყავით ჭირში, ხოლო ლოცვისას - მოუღლელნი.

რომაელთა 15
4. ხოლო ყველაფერი, რაც უწინ დაიწერა, ჩვენს დასამოძღვრად დაიწერა, რათა მოთმინებითა და წერილისმიერი ნუგეშისცემით სასოება გვქონდეს.
13. სასოების ღმერთმა კი ყოველგვარი სიხარულითა და მშვიდობით აგავსოთ რწმენიმიერ, რათა სული წმიდის ძალით ულევი იმედი გქონდეთ.

1კორინთელთა 13
13. ჯერჯერობით კი ეს სამია: სარწმუნოება, სასოება და სიყვარული; ხოლო ამათში უმეტესი სიყვარულია.

2კორინთელთა 4
18. როცა ხილულს კი არ მივაპყრობთ მზერას, არამედ უხილავს, ვინაიდან ხილული წარმავალია, უხილავი კი - წარუვალი.

გალატელთა 5
5. ჩვენ კი სულით მოველით სიმართლის სასოებას რწმენისგან.

კოლასელთა 1
5. ცაში თქვენთვის გამზადებული იმედის გამო, რაც წინასწარვე ისმინეთ სახარების ჭეშმარიტი სიტყვით,
23. მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ რწმენით დამკვიდრებულნი და განმტკიცებულნი არ განეშოროთ სასოებას სახარებისას, რომელიც გსმენიათ, ცისქვეშეთის ყველა ქმნილებისთვის ქადაგებული, და რომლის მსახურიც გავხდი მე, პავლე.
27. რომელთაც ღვთის ნებით ეუწყა, რა არის სიუხვე ამ საიდუმლოს დიდებისა წარმართთა შორის: ესაა ქრისტე თქვენში, დიდების სასოება,

1თესალონიკელთა 1
3. გამუდმებით ვიგონებთ თქვენი რწმენის საქმეს, სიყვარულის ღვაწლს და მოთმინებას სასოებისას ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიმართ, ღვთისა და მამის წინაშე.

1თესალონიკელთა 5
8. ხოლო ჩვენ, რაკი დღის ძენი ვართ, ვიფხიზლოთ და შევიმოსოთ აბჯარი რწმენისა და სიყვარულისა და ჩაფხუტი ხსნის სასოებისა.

2თესალონიკელთა 2
16. ხოლო თვით ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ და ჩვენმა ღმერთმა და მამამ, რომელმაც შეგვიყვარა და საუკუნო ნუგეშთან ერთად კეთილი იმედიც მოგვმადლა, -

ტიტე 2
13. და მოველოდეთ ნეტარი სასოებისა და ჩვენი დიდი ღმერთისა და მაცხოვრის ქრისტე იესოს დიდების გამოჩენას,

ებრაელთა 6
11. მაგრამ გვსურს, რომ თვითეული თქვენგანი სასოების სავსებისთვისაც ბოლომდე იჩენდეს იმავე გულმოდგინებას.
18. რათა ორი გარდუვალი საქმის მეშვეობით, რაშიაც შეუძლებელია ეცრუა ღმერთს, მტკიცე ნუგეში გვქონოდა ყველას, ვინც ვისწრაფეთ ჩავჭიდებოდით ჩვენს წინაშე დასახულ იმედს,
19. რომელიც ჩვენი სულისათვის იგივეა, რაც მტკიცე და სანდო ღუზა, თვით ფარდის მიღმაც რომ აღწევს,

ებრაელთა 11
1. ხოლო რწმენა არის უეჭველობა იმისა, რასაც მოველით, და წვდომა უხილავისა.

__თემაზე წერდნენ__
***
ჯვრის მადლითა და ღვთის წყალობით იმედი მრჩება,
მამაო ჩვენო, რომ მოვხვდები ედემსა შინა,
მაგრამ ჯერ, სანამ სული მიდგას, ვიჩქარი წინა,
მაინც ყოველი მიწიერი მახარებს შვება.
__ მიქელანჯელო __

***
რო დავფიქრდები, მაღალი მზე ვით ჩაქრა ჩემთვის
და როგორ დავშთი მრუმე ბნელში უმწეო მგზავრი,
როცა ჯერ კიდევ არ გამსვლია ცხოვრების ყავლი,
როცა ეს მიწა ჩემს გარშემო, მწირი თუ ნედლი,
არ დამიბარავს ჩემი წილი და ჩემი ხვედრი
და ხელდაკრეფილს უნდა უფლის დამედოს მსჯავრი,
გულზე ჯანღივით მომაწვება უნებურ ჯავრი –
თუკი ამდენს მთხოვს, რად მაბრმავებს უფალი-მეთქი?
მაგრამ მოთმენის ანგელოზი პირუკუ იტყვის:
არ ეჭირვება ღმერთს რუდუნი და ნიჭი კაცის,
უღელი მისი მორჩილთათვის არ არის ძნელი,
იგი არს მეფე – გლახაკნი თუ აზნანი დიდნი
მუხლჩაუხრელად მსახურებს და მის სიტყვას არ ცვლის –
უფალს მსახურებს ისიც, ოდენ ვინც დგას და ელის.
__ ჯონ მილტონი __

***
იმედო, ნუთუ ღმერთი ხარ, რომ ფიქრი ყოვლის შენსკენ რბის!
რომ ჩვენი სოფლად სიცოცხლე უშენოდ არა ნათდების?
შენ გულს უმშვიდებ ნუგეშით ამა სოფლისგან დევნილსა,
შენ ცრემლსა უშრობ მტირალსა, შენ ატკბობ გამწარებულსა.
თვით საპყრობილეს, დავრდომილს, სასიკვდოდ განმზადებულსა
შენ შვების შუქით უნათებ ბნელ ჯურღმულს და მის ბნელ გულსა.
და თვით მას ჟამსა, ოდესცა უბადრუკს ყოვლი უტევებს,
სამარის კარად შენ მარტო მასა თანასდევ მეგობრულ,
და იქ უჩვენებ სხვა სოფელს, სხვა დღესა დაუღამოსა,
ზეცად ღვთაებრივ ცხოვრებას, ნეტარსა, საუკუნოსა.
__ გრიგოლ ორბელიანი __

***
. . . ათი ქალწული სანთელით ათით ელოდნენ სიძეს.
მათგანი ხუთი იყო გონიერ, ხუთი – სულელი;
სულელთ ვერ ჰპოვეს ჭურჭელთა მიერ ზეთი სურნელი.
და ღამით, ოდეს სძინავდა ყოველს, ზარით, ებანით
ხმა ისმა: აჰა, ესერა მოვალს, მოეგებენით,
აღდგა წამშივე ქალწული ათი – ჰპოვა სანთელი,
ხუთს ჩაქრობოდა სრულიად მნათი იმ წუხანდელი.
წარვიდენ სყიდვათ, მას ჟამსა შინა გზად იდგა ქარი,
მოვიდა სიძე, განაღო ბინა და დახშა კარი.
ოდეს დაბრუნდა წყებანი სხვანი მშვენიერ ქალთა,
დააგვიანდათ, ისინი დგანან დახურულ კართან . . .
__ გალაკტიონი __

***
მე-19 ს-ში მისიონერმა და მოგზაურმა დავით ლივინგსტონმა მეორედ იმოგზაურა მთელ აფრიკაში. მასთან ერთად იყო 300 ზანგი. დავითს ფული შემოაკლდა. მან გადასცა უკანასკნელი საგნები ზამბიის ერთერთი ტომის ბელადს, სთხოვა ეზრუნა მათზე, ვიდრე იგი დაბრუნდებოდა ინგლისიდან. ბელადი დათანხმდა. ზანგებს დავითმა აღუთქვა გააკეთებდა თავის საქმეებს და ჩამოვიდოდა ხომალდით.
როგორც კი ლივინგსტონმა დატოვა კონტინენტი, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა დაუწყეს დაცინვა ზანგებს.
“როდის გინახიათ, რომ თეთრ კაცს ეზრუნოს შავკანიანებზე? არც იფიქროთ რომ იგი როდესმე დაბრუნდება!”
მაგრამ 300 ზანგი მაკოლოლოს ტომიდან ელოდა 1 წელი, ელოდნენ მე-2 წელსაც. მათზე უფრო მეტად იცინოდნენ, მაგრამ ისინი პასუხობდნენ: “თქვენ არ იცნობთ მას, იგი არ მოგვატყუებს, აუცილებლად დაბრუნდება და დაგვაბრუნებს ჩვენს სამშობლოში”.
რწმენით და სიმტკიცით ელოდნენ, თუმცა ზოგიერთი მათგანი ავადმყოფობის გამო გარდაიცვალა.
და აი მესამე წელს ხალხმა დაინახა ოკეანიდან მოახლოებული დიდი ხომალდი. მომლოდინე ზანგებმა დაიწყეს ძახილი:
“ჩვენი მამა, ჩვენი მამა! (ასე ეძახდნენ ლივინგსტონს)”.
და მაკოლოლოელი ზანგები შეცვივდნენ ოკეანის ტალღებში ხომალდთან შესახვედრად. ავიდნენ გემბანზე და მიეხუტნენ ლივინგსტონს სიტყვებით:
“ჩვენ ვიცოდით, რომ შენ დაბრუნდებოდი!”
თუ ადამიანს შეუძლია იყოს ერთგული მხოლოდ იმიტომ, რომ იგი დამოძღვრილია ქრისტეს მიერ, განა არ აღასრულებს თავის აღთქმას თვით ქრისტე?
იგი აუცილებლად მოვა, როგორც კი აღასრულებს მას, რაც დაწერილია იოანეს სახარების მე-14 თავის 3-4 მუხლებში.
და მამა მას გამოგზავნის. იგი მოვა მათთვის, ვინც დღეს მას ელის და უმოწმებს ქვეყნიერებას. ის აუცილებლად მოვა.
__ იაკობ ლევენი __

***
მდინარე მოჩანს ზღვის მყუდრო მღვიმეებისკენ რომ მიედინება. სიმყუდროვე ეს წარიშლება, როცა ის იტყვის აღსდექითო . . . ვაშლის ხეთა სურნელება შუბლზე მეფონება. ზემოდან კი სამოთხის სურნელებას აღიქვამს ყნოსვა.
__ უილიამ ფოლკნერი __

***
გარნა სხვას უბნობს წყარო ცხოველი:
სცემს იქცევისი მისაქცევარზე და მისაქცევად მივალს ყოველი . . .
ხმობს შორეული ნავსაყუდელი, იქ განქარდება ყოვლი ცდუნება:
მიდის, - დღე მიდის, მიდის ღრუბელი, მიდის მზე მიდის, მიიწურება . . .
მიღელავს ჟამი – მიწყივ მედინი, მიდის: - რა მგამა დავშვრით ამაოდ!
ცხოვარს მიდენის მწყემსი კეთილი და სალამურზე ბრწყინავს საბაოთ . . .
__ შემუელ ჰანაგიდი __

***
ღმერთო მომეცი ღონე გაძლების!
__ ავეტიკ ისააკიანი __

***
ქრისტიანისთვის ცათა სასუფეველი მიზანიცაა და იმედიც ყველა იმ ტანჯვის სანუფქვოდ, რაშიც ვერ ხედავს სასოებას ცხოვრებაში.
__ მ.ბ. __

2.2.16. Ожидание Господа, надежда на Него
Быт.49,18 Пс.26,14,, 32,18.22,, 36,7-9,, 61,6,, 129,5,, 145,5 Прит.14,32 Ис.25,9,, 26,8 Иер.17,7 Плач.3,25.26,, 1Пет.1,3.21,, 1Ин.3,3 Рим.5,2,, 8,23.[24.25],, 12,12,, 15,4.13,, 1Кор.13,13,, 2Кор.4,18 Гал.5,5 Кол.1,5.23.27,, 1Фес.1,3,, 5,8,, 2Фес.2,16 Тит.2,13 Евр.6,11.18.19,, 11,1