გნოსტიციზმის წინააღმღეგ


საკვანძო მუხლები:

1იოანე 1 : 7 ; 1იოანე 2 : 22 ; 1იოანე 5 : 13 ;
=4.22.8. გნოსტიციზმის წინააღმღეგ

მოციქულ იოანეს დროს ეფესელი ცენტურიონი ასწავლიდა, რომ ღმერთი სულიერი პიროვნება არ არის, რომ ხსნა ქრისტესგან არაა და ამტკიცებდა, რომ ხსნა მიიღწევა "გნოსის" მეშვეობით, სპეციალური საკრალური ცოდნებით, რომლებიც მისაწვდომია მხოლოდ ერთეულებისთვის. იმ დროისთვის გნოსტიციზმის საიდუმლო დოქტრინებს ჯერ კიდევ არ შეეღწიათ ეკლესიაში

__ბიბლიის მუხლები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან გნოსტიციზმს__

1იოანე 1
7. ხოლო თუ ნათელში დავდივართ, როგორც თვითონვეა ნათელში, მაშინ ერთმანეთს ვეზიარებით და მისი ძის - იესო ქრისტეს სისხლი ყოველგვარი ცოდვისგან გაგვწმენდს.
8. თუ ვამბობთ, რომ არა გვაქვს ცოდვა, თავს ვიტყუებთ და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში.
9. თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, სანდო და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და გაგვწმენდს ყოველგვარი უსამართლობისაგან.
10. თუ ვიტყვით, რომ არ შეგვიცოდავს, ცრუდ ვსახავთ მას და მისი სიტყვა არ არის ჩვენში.

1იოანე 2
22. ვინ არის ცრუ, გარდა იმისა, ვინც უარყოფს, რომ იესო არის ქრისტე? ისაა ანტიქრისტე, მამის და ძის უარმყოფელი.

1იოანე 5
13. ეს მოგწერეთ, ღვთის ძის სახელის მორწმუნენო, რათა იცოდეთ, რომ გაქვთ საუკუნო სიცოცხლე.

__გნოსტიკოსების შესახებ__
გნოსტიკოსები თავიანთ თავს ჭეშმარიტ და ერთადერთ ქრისტიანებად რაცხდნენ, თუმცა მათი მოძღვრება წარმოადგენდა მრავალპლასტოვან კონგლომერატს, - წარმართობის, იუდაიზმისა და ქრისტიანობის ნაზავს, სადაც სახარების ფაქტები და სწავლებანი ერწყმოდა ელინურ-ბაბილონურ მითებსა თუ ფილოსოფიურ თვალსაზრისებს.
მატერია და მატერიალური სამყარო, რომელიც შექმნილია უმდაბლესი ღვთაების - დემიურგის მიერ, არის ბოროტება. წუთისოფელი და მისი ყოველი მსახური განწირულია. მხოლოდ რჩეულებს ეღირსებათ ხსნა და საუკუნო ცხოვრება. ესენი არიან სულიერი პიროვნებები - პნევმატიკოსები, რომლებიც დასაბამიდანვე და ბუნებითად ეკუთვნიან საღვთო წიაღს, რადგან ჩანასახშივე ფლობენ ციურ ელემენტს. ისინი მსოფლიო ქაოსიდან დაუბრუნდებიან ჭეშმარიტ სამშობლოს მრთელნი და უვნებელნი, ყოველგვარი ნადავლის გარეშე. არაფერი მდარე არ ამაღლდება, არაფერი ბნელი არ განათლდება, ხორციელი და მშვინვიერი არ გასულიერდება. მაშასადამე, ხორციელი და მშვინვიერი ადამიანები (თუნდაც მორწმუნეები) ვერ ცხონდებიან. მათი მომავალი წყვდიადი და არარაობაა. ცხონდებიან მხოლოდ პნევმატიკოსი გნოსტიკოსები ანუ სულიერი შემმეცნებლები.

4.22.8. Против гностицизма
При апостоле Иоанне Центерии из Ефеса учил, что Бог не духовный личность, что спасение не от Христа и утверждал, что спасение достигается через ''гноса'', с специальными сакральными знанями, которие доступни лишь единицам. В то время таиные доктрины гностицизма еше не вторглис в церквы 1Ин.1,7-10,, 2,22,, 5,13