თვალის ჩინი, გუგა


საკვანძო მუხლები:

დაბადება 27 : 1 ; გამოსვლა 21 : 26 ; მეორე რჯული 32 : 10 ; 1მეფეთა 4 : 15 ; 3მეფეთა 14 : 4 ; იობი 11 : 20 ; იობი 17 : 5 ; ფსალმუნები 16 : 8 ; იგავნი 7 : 2 ; იგავნი 29 : 13 ; ესაია 59 : 10 ; გოდება იერემიასი 2 : 18 ; გოდება იერემიასი 5 : 17 ; ზაქარია 2 : 8 ; მარკოზი 8 : 25 ; ზირაქი 17 : 1 ;
=1.7.31 თვალის ჩინი, გუგა

სიტყვასიტყვით:
- უფალია თვალის ჩინის მიმცემი იგავ.29,13
- თვალის ჩინის დაკარგვინების საზღაური გამ.21,26
- მხედველობის შესუსტება დაბ.27,1; 1მფ.4,15; 3მფ.14,4
- ურჯულოთა სასჯელი იობ.11,20; 17,5
- ღმერთი იცავდა ისრაელს როგორც თვალისჩინი რჯ.32,10
- "ვინც თქვენ გეხებათ, მისი თვალის გუგას ეხება" ზაქ.2,8
- ქრისტემ თვალისჩინი აღუდგინა მარ.8,25

სიმბოლურად:
- ღმერთის მფარველობა ფს.16,8 ზირაქ.17,22
- ღვთის მცნებები იგავ.7,2
- სულიერი სიბრმავე ეს.59,10
- მოჭარბებული წუხილი გოდ.2,18; 5,17

ბიბლიის მუხლები

დაბადება 27
1. და იყო, რომ როცა მოხუცდა ისაკი და დაუსუსტდა თვალისჩინი და ვეღარ ხედავდა, მოუხმო ესავს, თავის უფროს ძეს, და უთხრა მას: “შვილო ჩემო!” და მან უთხრა: “აქა ვარ.”

გამოსვლა 21
26. თუ კაცი თავის ყმას ან მხევალს თვალში ჩაარტყამს და გაუფუჭებს, მაშინ თვალის წილ გაათავისუფლოს იგი.

მეორე რჯული 32
10. უდაბურ მიწაზე იპოვა იგი, სიცარიელესა და უდაბნოს კივილში; გარს შემოერტყა და თვალისჩინივით უფრთხილდებოდა,

იობი 11
20. ურჯულოთა თვალისჩინი ჩაქრება, თავშესაფარს ვერ ჰპოვებენ და მათი სასოება სულის განტევებაში იქნება”.

ფსალმუნი 16
8. თვალის გუგასავით გამიფრთხილდი, შენი ფრთების ჩრდილქვეშ შემიფარე,

იგავნი 7
2. დაიცავი ჩემი მცნებები და მოძღვრებები, როგორც საკუთარი თვალის ჩინი და იცოცხლებ.

იგავნი 29
13. ღატაკსა და მჩაგვრელს ერთი აქვთ საერთო; ორივესთვის უფალია თვალის ჩინის მიმცემი.

ესაია 59
10. ბრმებივით ხელის შეხებით მივყვებით კედელს და როგორც უთვალისჩინონი, ხელის ცეცებით დავდივართ; ვბორძიკობთ შუადღისას, როგორც ბინდში, ვართ ცოცხალთა შორის – როგორც მკვდრები.

გოდება იერემიასი 2
18. მათი გული უფალს შეჰკივის, სიონის ასულის გალავანო, ჩამოადინე ცრემლები მდინარესავით დილით და ღამით; ნუ მისცემ შენს თავს მოსვენებას, ნუ შეწყდება ცრემლი შენი თვალის გუგაზე.

ზაქარია 2
8. რაგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: დიდების ჟამის შემდეგ წარმომგზავნა თქვენი მძარცველი ხალხების წინააღმდეგ, რადგან, ვინც თქვენ გეხებათ, მისი თვალის გუგას ეხება.

მარკოზი 8
25. მერე კვლავ დაადო ხელი თვალებზე და თვალისჩინი აღუდგა მას, განიკურნა და ყველაფერი ნათლად დაინახა.

ზირაქი 17
22. როგორც ბეჭედი, მასთანაა კაცის შეწყალება და, როგორც თვალის გუგას, დაიცავს ადამიანის მადლს.

1.7.31 Зеница ока - зрачок глаз
Быт.27,1 Исх.21,26 Вт.32,10; 1цар.4,15; 3цар.14,4 Иов.11,20; 17,5 Пс.16,8 Пр.7,2; 29,13 Ис.59,10 Плач.2,18; 5,17 Зах.2,8 Мар.8,25 Сирах.17,22