საჭურისები


საკვანძო მუხლები:

ლევიანნი 21 : 20 ; მეორე რჯული 23 : 1 ; 3მეფეთა 22 : 9 ; 4მეფეთა 9 : 32 ; 4მეფეთა 20 : 18 ; 4მეფეთა 24 : 12 ; 1ნეშტთა 28 : 1 ; 2ნეშტთა 18 : 8 ; ესთერი 1 : 10 ; ესთერი 2 : 3 ; ესთერი 4 : 4 ; ესთერი 6 : 2 ; ესთერი 7 : 9 ; ესაია 39 : 7 ; ესაია 56 : 3 ; იერემია 29 : 2 ; იერემია 39 : 3 ; იერემია 41 : 16 ; დანიელი 1 : 3 ; მათე 19 : 12 ; საქმენი მოციქულთა 8 : 27 ;
=1.7.26 საჭურისები

არიან საჭურისნი:
- რომლებიც დედის მუცლიდან იშვნენ ასეთებად მათ.19,12
- რომლებიც ადამიანებმა დაასაჭურისეს მათ.19,12
- რომელთაც თვითონ დაისაჭურისეს თავი ცათა სამეფოსთვის მათ.19,12

მათ შესახებ:
- მოკვეთილნი ისრაელის საზოგადოებიდან ლევ.21,20 რჯ.23,1
- მიეცათ აღთქმა ეს.56,3-5

მათი საქმიანობა:
- სამეფო საკარო მსახურება 3მფ.22,9; 4მფ.9,32; 20,18; 24,12; 1ნეშ.28,1; 2ნეშ.18,8 ესთ.1,10; 6,2; 7,9; ეს.39,7 იერ.29,2; 38,7; 39,3; 41,16 დან.1,3
- ჰარემის დაცვის მსახურება ესთ.2,3.14; 4,4
- საგანძურის მცველი საქ.8,27

ბიბლიის მუხლები

მეორე რჯული 23
1. "ვერ შევა კვერცხებდაზიანებული და ასომოკვეთილი უფლის კრებულში.

3მეფეთა 22
9. მოუხმო ისრაელის მეფემ ერთ საჭურისს და უბრძანა: "სასწრაფოდ მომიყვანე მიქა იმლას ძე”.

ესთერი 2
3. დანიშნოს მეფემ ზედამხედველები თავისი სამეფოს ყველა სამთავროში, რათა შეკრიბონ ყველა ლამაზი და ყმაწვილი ქალწული შუშანში, სატახტო ქალაქში, ქალთა სახლში და ჩააბარონ ჰეგეს, მეფის საჭურისს, ქალთა მცველს და დაურიგოს მათთვის საჭირო ნელსაცხებლები.
14. საღამო ხანს შედიოდა და დილით ბრუნდებოდა ქალთა მეორე სახლში, შაყაშგაზის, მეფის საჭურისის და ხარჭათა მცველის ხელქვეით; ვეღარ შევიდოდა მეფესთან, თუ თვითონ მეფე არ მოისურვებდა მას და სახელდებით არ დაუძახებდა.

ესაია 56
3. დაე, ნუ იტყვის უცხოტომელის ძე, რომელიც შეუერთდა უფალს: "უსათუოდ მომწყვეტს უფალი თავის ხალხსო!” და ნუ იტყვის საჭურისი: "აჰა, გამხმარი ხე ვარო!”
4. რადგან ასე ამბობს უფალი: "საჭურისები, რომლებიც ჩემს შაბათებს იცავენ, ჩემთვის საწადელს ირჩევენ და ჩემს აღთქმას ეჭიდებიან;
5. მივცემ მათ ჩემს სახლში და ჩემს კედლებში სახსენებელს და სახელს, ჩემს ძეებზე და ასულებზე უკეთესს; მარადიულ სახელს მივცემ მათ, რომელიც არ წაიშლება.

დანიელი 1
3. უბრძანა მეფემ აშფენაზს, თავის საჭურისთუხუცესს, რომ მიეგვარა მისთვის ისრაელის ძენი სამეფო მოდგმიდან და დიდებულთაგან;

მათე 19
12. ვინაიდან არიან საჭურისნი, რომლებიც დედის მუცლიდან იშვნენ ასეთებად; არიან საჭურისნი, რომლებიც ადამიანებმა დაასაჭურისეს; არიან საჭურისნი, რომელთაც თვითონ დაისაჭურისეს თავი ცათა სამეფოსთვის. ვისაც შეუძლია შეთვისება, შეითვისოს”.

საქმეები 8
27. ადგა და წავიდა. და აჰა, ერთი ეთიოპიელი კაცი, საჭურისი, ეთიოპიის დედოფლის, კანდაკის დიდებული, მთელი მისი საგანძურის მცველი, რომელიც თაყვანსაცემად იყო მოსული იერუსალიმში;

1.7.26 Евнух - скопец
Лев.21,20 Вт.23,1; 3цар.22,9; 4цар.9,32; 20,18; 24,12; 1Пар.28,1; 2Пар.18,8 Есф.1,10; 2,3.14; 4,4; 6,2; 7,9 Ис.39,7; 56,3-5 Иер.29,2; 38,7; 39,3; 41,16 Дан.1,3 Матф.19,12 Деян.8,27