=1.6.17. ცნობიერისა და ქვეცნობიერის შესახებ
__თემაზე წერდნენ__
***
ჩვენი გონება ორი სამყაროსგან შედგება, ესენია: ცნობიერი და ქვეცნობიერი სამყარო. ასევე, ისინი შეგვიძლია ცნობიერ და ქვეცნობიერ გონებად მოვიხსენიოთ. ცნობიერი – ეს გონების პატარა ნაწილია, რომელსაც სრულად აკონტროლებს ადამიანი. ყველა ჩვენი ფიქრი, იდეა და აზრი, სწორედ ცნობიერი გონების დონეზე ხდება.
ცნობიერი გონება პასუხს აგებს შენს:
ფიქრებზე;
გადაწყვეტილებებზე;
მოქმედებებზე;
ლოგიკურ აზროვნებაზე;
საკუთარი თავისა და სხვების აღქმაზე;
და ა.შ.
ცნობიერი – ეს არის გონების ნაწილი, რომლითაც შენ ფიქრობ. აი მაგალითად ახლა, შენ კითხულობ ამ პოსტს, აანალიზებ მას, ახდენ მის, სხვა ინფორმაციასთან დაკავშირებას, რაღაცას ეთანხმები, რაღაცას არა – და ყოველივე ამას შენი ცნობიერი გონება აკეთებს.
ცნობიერი გონება – ეს არის შენი ინსტრუმენტი, რომელიც გეხმარება გარესამყაროსთან ურთიერთობაში. შენ არ გაქვს წვდომა საკუთარ ქვეცნობიერთან და მითუმეტეს არ გაქვს წვდომა საკუთარ სულთან და სამყაროსთან [თუმცა შეგიძლია]. მაგრამ, ცნობიერების მეშვეობით, შენ შეგიძლია სერიოზული ზეგავლენა მოახდინო მათზე.
ბუნებრივია შენ გაგიჩნდა კითხვა: როგორ?
შენ თავად ირჩევ რაზე იფიქრო!
თუ ერთი და იგივე აზრი, მუდმივად მეორდება შენს ცნობიერ გონებაში, ის ინაცვლებს ქვეცნობიერში და მის მართველობაში გადადის. ფაქტიურად, ცნობიერი – ეს არის გონების სივრცე, რომელიც ახალ ან ძველ, უბრალოდ შეცვლილ ინფორმაციას ამუშავებს და ინახავს ქვეცნობიერში.
ჩვენი ქვეცნობიერი დიდ საცავს წააგავს, რომელიც ინახავს ყველაფერს, რაც კი მთელი ცხოვრების მანძილზე ხდება ჩვენს თავს. შენ არაფერი გავიწყდება, ეს ყველაფერი შენს ქვეცნობიერში ილექება. უბრალოდ იმ მიზეზის გამო ვერ იხსენებ ხოლმე რაღაცას, რომ შენ არ შეგიძლია [არ იცი როგორ] ქვეცნობიერიდან საჭირო ინფორმაციის მოძიება.
მოდი მოვიყვანოთ მაგალითი: დაუშვათ შენ ცხოვრობ საკუთარ სახლში, რომელიც საკმაოდ დიდია მოცულობით და რომელსაც ძალიან დიდი სარდაფი აქვს. სახლში ინახავ ყველა საჭირო და აუცილებელ ნივთს, რომლებსაც აქტიურად იყენებ შენს ყოველდღიურ ცხოვრებაში: კომპიუტერი, მაცივარი, ტელევიზორი, სარეცხი მანქანა და ა.შ, – ეს ის ნივთებია, რომელსაც აქტიურად იყენებ და უვლი მათ.
ნივთები, რომლებსაც არ იყენებ, სარდაფში ჩაგაქვს. მაგალითად: ბავშვების ციგა და თხილამურები – ისინი მხოლოდ ზამთარში გჭირდება. ძველი ტელევიზორი, რომლის გადაგდებაც თან გენანება, მაგრამ სახლში არ გჭირდება და არც არასოდეს დაგჭირდება. და ა.შ. მოცემულ მაგალითში, სახლი – შენი ცნობიერი გონებაა, ხოლო სარდაფი – შენი ქვეცნობიერია. ამ შემთხვევაში, სხვაობა იმაშია, რომ შენი სარდაფის სივრცე შეზღუდულია, ხოლო ქვეცნობიერს საზღვრები არ გააჩნია.
რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ შენ მთელს „ხარა-ხურას“ სახლში გააჩერებ?
დროთა განმავლობაში ეს „ხარა-ხურა“ ისე დაგროვდება, რომ შენ იქ უბრალოდ ვეღარ შეძლებ ცხოვრებას. ზუსტად ასევეა ცნობიერი გონებაც, რასაც არ იყენებ, ინაცვლებს სარდაფში. მაგრამ სარდაფი იმდენად დიდია, რომ ძალიან ხშირად შენ ვერ პოულობ იმას, რასაც ეძებ.
ასევე, ჩვენი ქვეცნობიერი, პასუხს აგებს ჩვენს განწობებზე და რწმუნებულებებზე. როდესაც გარკვეული მოქმედება, აზრი თუ ემოცია, მეორდება ხშირად, ის გადაეცემა ქვეცნობიერს და ხვდება მის მიერ სრულად კონტროლირებადი. მაგალითად: ველოსოპედის ტარების ცოდნა, თხილამურებზე დგომა, ბურთის კენწლვა, საჭმლის კეთება და ა.შ. სწავლის დროს, ცნობიერი გონება სრულად არის ფოკუსირებული უცხო ნაბიჯების გონებაში რეგისტრირებაზე და ამ ყველაფრის დამახსოვრების პროცესზე.
გახსოვს, როგორ სწავლობდი უცხო ენას?
შენ იმახსოვრებდი თითოეულ სიტყვას, სწავლობდი წესებს და ა.შ. დროთა განმავლობაში მიღებული ცოდნა ინაცვლებდა ქვეცნობიერში და გარკვეული პერიოდის შემდეგ, დგება, მომენტი, როცა შენ უკვე აღარ შეგიძლია ახსნა, თუ როგორ აკეთებ ასე აუღელვებლად და იოლად იმას, რასაც აკეთებ. შენ უბრალოდ იცი! აბა სცადე და აუხსენი ადამიანს, რომელმაც არ იცის ველოსიპედის ტარება, თუ როგორ ატარებ შენ… მსგავს შემთხვევაში შენ აუცილებლად გაიფიქრებ: „უბრალოდ ვჯდები და მივდივარ“. ის კი ჯდება და ეცემა.
ჩვენი ქვეცნობიერი არის უზარმაზარი მონაცემთა ბაზა, რომელიც ინახავს ყველაფერს, რაც მოხდა ადამიანის მთელი ცხოვრების განმავლობაში. აქ არის აღბეჭდილი ჩვენი წარსულის ყოველი წუთი და წამი და არა მხოლოდ მიმდინარე მოვლენები, არამედ ის აზრები, ემოციები, შეგრძნებები, რომლებიც ჩვენ განვიცადეთ იმ მომენტში. ქვეცნობიერმა კარგად იცის ჩვენი პრობლემების ფესვები და მიზეზები, ყველაფრის მიზეზ-შედეგობრივი კავშირები, რაც მოხდა ცხოვრებაში.
__ ჯონ კეხო __
1.6.17. Сознания и подсознания
На первый взгляд у этих двух терминов можно обнаружить сходство. Они имеют один корень и приставку “со-“, указывающую на объединение: единое знание. Приставка “под-“ словно говорит о вторичности подсознания, но на самом деле это обманчивое впечатление.