ვაღიაროთ ერთმანეთის წინაშე საკუთარი ცოდვები


საკვანძო მუხლები:

დაბადება 41` : 9 ; რიცხვნი 21 : 7 ; 2მეფეთა 21 : 19 ; ფსალმუნები 10 : 7 ; მათე 3 : 6 ; საქმენი მოციქულთა 4 : 31 ; საქმენი მოციქულთა 19 : 18 ; იაკობი 5 : 16 ; 1იოანე 3 : 21 ; ებრაელთა 13 : 18 ;
=3.52.1. ვაღიაროთ ერთმანეთის წინაშე საკუთარი ცოდვები

საქ. 19,18.19
- რათა განვიკურნოთ რიცხ. 21,7-9 იაკ. 5,[16]
- გავიხსენოთ დაბ. 41,9
- მოვინანიოთ 2მფ. 19,19-21 მათ. 3,6
- ვიყოთ გულწრფელი ფს. 10,7 იგავ. 15,8
- აღვივსოთ სული წმიდით, რათა დაუფარავად ვილაპარაკოთ საქ. 4,31
- ვაღიარებთ ცოდვებს მაშინ, თუ გვიყვარს ერთმანეთი 1ინ. 3,22.23
- ნუ ვიტყვი, რომ მართალი ვარო, რადგან არავინ არის მართალი თუ არა ღმერთისადმი მორჩილებით რომ. 3,10; 5,19
- ვთხოვოთ ილოცონ ჩვენთვის, როდესაც დავრწმუნდებით ჩვენი სინდისის სიწრფელეში ებრ. 13,18

ბიბლიის მუხლები

დაბადება 41
9. მაშინ მიმართა მწდეთუხფცესმა ფარაონს და ასე უთხრა: ახლა მახსენდება ჩემი ცოდვები.

რიცხვთა 21
7. მივიდა ხალხი მოსესთან და თქვეს: ვცოდეთ, რომ გისაყვედურეთ უფალს და შენ. ილოცე უფლისდმი, რომ მოგცილდეს გველი. ილოცა მოსემ ხალხისათვის.

2მეფეთა 21
19. გავიდა გაღმა ტივი, რომ გადმოეყვანა მეფის სახლი და კეთილად მომსახურებოდნენ. როცა გადმოლახა მეფემ იორდანე, შიმყი გერას ძე განერთხა მის წინაშე.
20. უთხრა მეფეს: ნუ ჩამითვლის ჩემი ბატონი დანაშაულად, ნუ გაიხსენებ, რომ დააშავა შენმა მორჩილმა იმ დღეს, როცა იერუსალიმიდან გამოდიოდა მეფე-ბატონი, გულში ნუ ჩაიდებს ამას მეფე.
21. რადგან იცის შენმა მორჩილმა, რომ შევცოდე. აჰა, პირველი მოვედი დღეს იოსების მთელი სახლიდან, რომ მივგებებოდი ჩემს მეფე-ბატონს.

ფსალმუნი 10
7 რადგან მართალია უფალი, უყვარს სიმართლე. გულწრფელი იხილავს მის სახეს. 

მათე 3
6. ინათლებოდნენ მისგან იორდანეში და აღიარებდნენ თავიანთ ცოდვებს.

საქმე 4
31. როცა ილოცეს, შეიძრა ის ადგილი, სადაც შეკრებილიყვნენ, და ყველანი აღივსნენ სულით წმიდით და იტყოდნენ ღვთის სიტყვას დაუფარავად. 

საქმე 19
18. მრავალი მორწმუნე მოდიოდა, აღიარებდა და აცხადებდა თავის საქმეებს.
19. ბევრმა გრძნეულმა შეაგროვა თავისი წიგნები და ყველას თვალწინ დაწვა; როდესაც დაიანგარიშეს მათი ფასი, გამოვიდა ორმოცდაათი ათასი ვერცხლი.

იაკობი 5
16. ერთმანეთის წინაშე აღიარეთ თქვენი ცოდვები და ილოცეთ ერთმანეთისთვის, ვინაიდან ბევრი რამ ძალუძს მართლის გულმოდგინე ლოცვას.

1იოანე 3
21. საყვარელნო, თუ ჩვენი გული არა გვგმობს, პირნათელნი ვართ ღვთის წინაშე. 
22. ამიტომ, რასაც ვითხოვთ, მივიღებთ მისგან, ვინაიდან ვიმარხავთ მის მცნებებს და ისე ვიქცევით, როგორც მას მოსწონს.

ებრაელთა 13
18. ილოცეთ ჩვენთვის, რადგანაც გვწამს, რომ წრფელი სინიდისი გვაქვს, და გვინდა ყოველთვის წრფელად ვიქცეოდეთ.


3.52.1. Исповедуйте друг перед другом свой грехи чтобы исцелится
Быт.41,9 Чис.21,7-9; 2цар.19,19-21 Пс.10,7 Прит.15,8 Матф.3,6 Деян.4,31; 19,18.19 Иак.5,[16]; 1Ин.3,22.23 Рим.3,10; 5,19 Евр.13,18