ღვინის ზომიერი გამოყენებისთვის


საკვანძო მუხლები:

დაბადება 40 : 23 ; მსაჯულნი 9 : 13 ; ნეემია 8 : 10 ; ფსალმუნები 103 : 15 ; იგავნი 20 : 1 ; იგავნი 21 : 17 ; იგავნი 23 : 21 ; იგავნი 31 : 4 ; ეკლესიასტე 10 : 16 ; ესაია 5 : 11 ; ესაია 28 : 7 ; ოსია 4 : 11 ; ამოსი 6 : 6 ; აბაკუმი 2 : 15 ; მათე 11 : 18 ; იოანე 2 : 10 ; რომაელთა 13 : 13 ; 1კორინთელთა 6 : 10 ; 1კორინთელთა 10 : 2 ; ეფესელთა 5 : 18 ; 1ტიმოთე 5 : 23 ; დაბადება 9 : 21 ; ივდითი 12 : 1 ; ივდითი 13 : 1 ; ზირაქი 31 : 1 ; ზირაქი 32 : 1 ; ზირაქი 37 : 1 ; ზირაქი 40 : 1 ;
=3.44.6. ღვინის ზომიერი გამოყენებისთვის

- არის ეკლესიები, სადაც მშრალი კანონი მოქმედებს და იმასაც ამტკიცებენ, რომ წმ. წერილში, სადაც ღვინოა ნახსენები, იქ ყურძნის წვენზეა საუბარიო, - რისი საფუძველიც არ არსებობს. ბიბლიაში სადაც ღვინო წერია, ყველგან ღვინოა ნაგულისხმები, ლაპარაკია ალკოჰოლის შემცველზე, მთრობელზე. თუნდაც ავიღოთ ინ.2,10 (მათ.11,18.19 -ში მსმელ იესო ნაზარეთელს ადარებენ იოანე ნათლისმცემელს, რომელიც არ სვამდა დედის მუცლიდან ნაზორეველობის გამო)
- და არის ეკლესიები, სადაც ზომიერი მიღება დასაშვებია, რადგან ბიბლიაში ვერ იპოვით მუხლს ღვინის საერთოდ მიუღებლობის შესახებ, გარდა მოწმიდარობის აღთქმის ვადისა.

1. უზომოდ მიღების შესახებ
ა) ავიწყებს, უგონოდ აქცევს, მოლანდებებს აჩვენებს, აშმაგებს, აქედმაღლებს, შფოთს ატეხინებს, უკუღმართად ალაპარაკებს, ამასხრებს, აბარბაცებს, გულს იპყრობს დაბ.9,21; 40,23 ივდ.13,2 იგ.20,1; 23,33; 31,4.5 ზირ.31,26.30 ეს.28,7 ოს.4,11.18 ამ.6,6; 1კორ.6,12; 10,23
ბ) ასავათებს, ძალას აცლის, თვლემას ჰგვრის, თვალებს აწითლებს, ნაცემივითაა ივდ.13,1 იგ.23,21.29.30.34.35 ზირ.31,30
გ) ბევრის დალევა, გვიანობამდე ჯდომა, სასმელის გამუდმებით ძებნა, დახარბება, ღვინოში ვაჟკაცობა არ ვარგა ივდ.12,20 იგ.23,30.31.35 ეკლ.10,16 ზირ.31,25.29; 37,29 ეს.5,11.12.[22]; 1კორ.6,12
დ) ღვინო კბენს გველივით, სტანჯავს იგ.23,29.32 ზირ.31,29.30; 40,20
ე) ღვინის მოყვარული ვერ გამდიდრდება, გაღარიბდება იგ.21,17; 23,21
ვ) სმა ცთუნების მიზნით ივდ.12,16.17.19.20 აბაკ.2,15
ზ) მემთვრალე ვერ დაიმკვიდრებს 1კორ.6,10
თ) მთვრალს ნუ ამხილებ, საყვედურს ნუ ეტყვი, თხოვნით ნუ მიმართავ ზირ.31,31

2. ზომიერი მიღება
ა) ბედნიერია თავის დროზე, ძალის მოსაკრებად, სიცოცხლისთვის სარგოდ მიმღები ეკლ.10,17 ზირ.31,27.28; 32,11; 37,31; 1ტიმ.5,23
ბ) შვების მომგვრელი, გულს ამხიარულებს მსაჯ.9,13 ივდ.12,17 ფს.103,15 იგ.31,6.7 ზირ.31,27.28; 32,5; 40,20
გ) სუფრის უფროსობა რიგიანად ზირ.32,1-6

3. უფლის მორწმუნე
ა) დაეკითხოს ღმერთს ივდ.12,18; 13,7.8
ბ) უფლის წმიდა დღეს არ დალიოს ნეემ.8,10
გ) იფხიზლოს, აღივსოს სულით რომ.13,13 ეფ.5,18

ბიბლიის მუხლები

დაბადება 9
21 დალია ღვინო, დათვრა და გაშიშვლდა თავის კარავში.

დაბადება 40
23. არ გახსენებია მწდეთუხუცესს იოსები, დაავიწყდა. 

მსაჯულთა 9
13. ვაზმა უთხრა: დავთმო ჩემი წვენი, ღმერთთათვის და კაცთათვის შვების მომგვრელი, და ხეებს გადავყვე?

ივდითი 12
16. შევიდა და დაჯდა ივდითი. ოლოფერნეს გული შეუვარდა მასზე, სული აუფორიაქდა და ძლიერ მოუნდა დაუფლებოდა მას. მისი ნახვის დღიდანვე მარჯვე ჟამს ელოდა მის საცთუნებლად.
17. უთხრა მას ოლოფერნემ: სვი და იმხიარულე ჩვენთან ერთად.
18. მიუგო ივდითმა: შევსვამ, უფალო, რადგან ყველაზე მეტად დღეს ამაღლდა ჩემი სიცოცხლე, როგორც არასოდეს ჩემს დღეში.
19. აიღო და ჭამა და სვა მის წინაშე ყველაფერი, რაც მისმა მხევალმა მოუმზადა.
20. გახალისდა ოლოფერნე მისით და უზომოდ ბევრი ღვინო შესვა, თავის დღეში რომ არ დაელია, იმდენი. 

ივდითი 13
1. რომ მოსაღამოვდა, მორჩილნი მალე წავიდნენ და ბაგუამ გარედან ჩაკეტა კარავი. დაითხოვა გუშაგები თავისი ბატონისგან და ისინიც თავ-თავიანთი საწოლებისკენ გაემართნენ, რადგან ყველანი გასავათებული იყვნენ უზომო სმისაგან.
2. მარტო დარჩა ივდითი კარავში ოლოფერნესთან, რომელიც ღვინონასვამი გაშხლართული იყო თავის საწოლზე.
7. მიუახლოვდა საწოლს, სწვდა თმებში და თქვა: გამაძლიერე მე, უფალო, ღმერთო ისრაელისაო, დღევანდელ დღეს.
8. მერე ორჯერ დაჰკრა კისერზე მთელი ძალით და თავი მოკვეთა.

ნეემია 8
10. უთხრა მათ: წადით და ცხიმიანი ჭამეთ და ტკბილი დალიეთ, ნაწილი იმათ გაუგზავნეთ, ვისაც არ მოუმზადებია, რადგან ეს დღე წმიდაა ჩვენი უფლისათვის. ნუ ინაღვლებთ, რადგან უფლის სიხარულია თქვენი გაძლიერება.

ფსალმუნი 103
15. და ღვინომ გაამხიარულოს გული კაცისა, გააბრწყინოს სახე საცხებელზე მეტად და პურმა შეამტკიცოს გული კაცისა.

იგავნი 20
1. ღვინო კაცს ამასხრებს, ლუდი შფოთს ატეხინებს, ვინც მათ ეტანება, უგუნურია.

იგავნი 21
17. ლხინის მოყვარული კაცი გაღატაკდება; ღვინისა და ნელსაცხებლის მოყვარული ვერ გამდიდრდება.

იგავნი 23
21. რადგან ლოთი და მთქვლეფავი გაღარიბდება, ხოლო თვლემა ძონძებით შემოსავს კაცს.
29. ვინ ოხრავს? ვინ კვნესის? ვინ დაობს? ვინ ჩივის? ვისა აქვს უმიზეზოდ ჭრილობები? ვისა აქვს ჩაწითლებული თვალები?
30. ვინც ღვინოს გვიანამდე უზის, ვინც განზავებული ღვინის საძებნად დადის.
31. ნუ დახარბდები ღვინის სიწითლეზე, ფიალაში რომ ნაპერწკლებს ისვრის და მორაკრაკებს;
32. ბოლოს გველივით კბენს და ასპიტივით გესლავს;
33. შენს თვალებს უცნაურობანი მოელანდება და შენი გული უკუღმართად ოლაპარაკებს.
34. შუაგულ ზღვაში მძინარესავით იქნები, ანძის წვერზე მძინარესავით.
35. იტყვი, მცემდნენ და არ მტკიოდაო, მირტყამდნენ და ვერ ვიგებდიო; გამოვიღვიძებ და ისევ ძებნას დავუწყებო.

იგავნი 31
4. არა ხამს მეფეთათვის, ლემუილ, არა ხამს მეფეთათვის ღვინის სმა და არც მთავართათვის თაფლუჭის სმა.
5. თორემ დალევენ და დაივიწყებენ კანონს და ყველა დაჩაგრულის სამართალს შეცვლიან.
6. მიეცი ლუდი გაუბედურებულს და ღვინო - სულგამწარებულს;
7. შესვას და დაივიწყოს თავისი სიღარიბე და თავისი სატანჯველი აღარ გაიხსენოს.

ეკლესიასტე 10
16. ვაი, შენდა, ქვეყანავ, ბავშვი რომ გიზის მეფედ და შენი დიდებულები დილიდანვე რომ იწყებენ ჭამას!
17. ბედნიერი ხარ, ქვეყანავ, რომ შენი მეფე არავის ჰმონებს და შენი დიდებულები თავის დროზე რომ ჭამენ, ძალთა მოკრებად, არა სალხინოდ!

ზირაქი 31
25. ღვინოში ნუ ივაჟკაცებ, რადგან ღვინოს ბევრი დაუღუპავს.
26. ფოლადის სიმტკიცეს ქურა გამოცდის, ქედმაღალთა გულებს კი - ღვინო ჩხუბში.
27. კაცთა სიცოცხლისთვის ღვინო საჭიროა, თუკი მას ზომიერად შესვამენ. რა არის სიცოცხლე ღვინის გარეშე? იგი ხომ კაცთა სასიხარულოდ შეიქმნა.
28. გულის სიხარული და სულის შვებაა ზომიერად და დროის შესაფერისად შესმული ღვინო.
29. სულის სიმწარეა ბევრი ღვინის სმა შფოთში და ჩხუბში.
30. სიმთვრალე აშმაგებს ბრიყვს თავის საზიანოდ, ართმევს ძალასა და ჭრილობებს აყენებს.
31. ნუ ამხილებ მახლობელს ნადიმზე ღვინის სმისას და მხიარულებაში მყოფს ნუ დაამცირებ; ნუ დაუწყებ საყვედურს და თხოვნით ნუ შეაწუხებ.

ზირაქი 32
1. თუ სუფრის უფროსად დაგსვეს, თავს ნუ აიმაღლებ, არამედ იყავი მათ შორის, როგორც ერთი მათგანი; ჯერ მათზე იზრუნე და მერე დაჯექი,
2. როცა ყოველ საქმეს აღასრულებ, რაც გევალება, რათა მათით გაიხარო და რიგიანი გაძღოლისთვის გვირგვინი მიიღო.
3. ისაუბრე, წინამძღოლო, რადგან ეს შეგეფერება დარბაისლური ცოდნით, და მუსიკასაც ნუ დააბრკოლებ.
4. როცა უსმენენ, ენად ნუ გაიკრიფები და ნუ ბრძენობ უდროო დროს.
5. როგორც ლალის ბეჭედია ოქროს სამკაულში, ასევე მუსიკის კეთილხმოვანებაა ნადიმზე ღვინის სმისას.
6. როგორც ბეჭედი სმარაგდისა ოქროს ბუდეში, ასევე მუსიკის ჰანგია ტკბილი ღვინის სმისას.
11. დროულად წამოდექ და ბოლო ნუ იქნები, სახლისკენ იჩქარე და ნუღარ შეყოვნდები.

ზირაქი 37
29. გაუმაძღარი ნუ იქნები განცხრომაში და საჭმელ-სასმელს ნუ დაეხარბები.
31. გაუმაძღრობით მრავალნი აღესრულნენ, თავშეკავებული კი სიცოცხლეს იხანგრძლივებს.

ზირაქი 40
20. ღვინო და მუსიკა ახარებს კაცის გულს, მაგრამ სიბრძნის სიყვარული ორივეს სჯობია.

ესაია 5
11. ვაი მათ, დილაადრიანვე დასალევს რომ ეძებენ და გვიანობამდე ღვინით ხურდებიან!
12. ებანი, ქნარი, დოლი, სტვირი და ღვინო მათი ლხინია; არ უყურებენ ღვთის საქმეს და მისი ხელის ნამოქმედარს ვერ ხედავენ.
22. ვაი გმირებს ღვინის სმაში და ვაჟკაცებს სასმელის გაზავებაში! 

ესაია 28
7. მაგრამ ესენიც ბარბაცებენ ღვინისაგან და ირხევიან თაფლუჭისგან; მღვდელი და ქადაგი ბარბაცებენ თაყლუჭისგან, ჩანთქმული ღვინით, ირხევიან თაფლუჭისგან, ბარბაცებენ ხილვების დროს, მერყეობენ სამართლის განკითხვისას.

ოსია 4
11. ბოზობამ, ღვინომ და მაჭარმა დაიპყრო მათი გული.
18. გამოუნელდებათ სიმთვრალე და ბოზობას იწყებენ, შეეჩვიენ სირცხვილს მისი მთავრები.

ამოსი 6
6. სამსხვერპლო თასებიდან სვაშენ ღვინოს და საუცხოო ზეთით იპოხებიან, არ ადარდებთ იოსების უბედურება.

აბაკუმი 2
15. ვაი მას, ვინც თავის თვისტომს ასმევს თავისი რისხვის თასს და ათრობს, რომ მათ სიშიშვლეს უყუროს!

მათე 11
18. ვინაიდან მოვიდა იოანე; არც ჭამს და არც სვამს, და ამბობენ: ეშმაკი ჰყავსო.
19. მოვიდა ძე კაცისა; კიდეც ჭამს და კიდეც სვამს, და ამბობენ: აჰა, კაცი მჭამელი და ღვინის მსმელი, მებაჟეთა და ცოდვილთა მეგობარიო. მაგრამ გამართლდა სიბრძნე მისი შვილებისაგან.

იოანე 2
10. და უთხრა: ყველა კაცი ჯერ უკეთეს ღვინოს ჩამოდგამს, ხოლო როცა დათვრებიან, უარესს; შენ კი უკეთესი ღვინო აქამდე შემოგინახავს.

რომაელთა 13
13. და როგორც დღისით, ღირსეულად ვიაროთ: არა ღორმუცელობით და სიმთვრალით, არა სიმრუშით და სიბილწით, არა შუღლით და შურით,

1კორინთელთა 6
10. ვერც მპარავნი, ვერც ანგარნი, ვერც მემთვრალენი, ვერც მაგინებელნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს.
12. ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდია სარგო. ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ მე ვერაფერი დამიმონებს.

1კორინთელთა 10
23. ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდი მრგებს; ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდი მაშენებს. 

ეფესელთა 5
18. ნუ დათვრებით ღვინით, საიდანაც წარმოსდგება აღვირახსნილობა, არამედ აღივსეთ სულით.

1ტიმოთე 5
23. ამიერიდან მარტო წყალს ნუკი სვამ, არამედ ცოტ-ცოტა ღვინოც იგემე; ეს მოუხდება შენს სტომაქსა და ესოდენ ხშირ სნეულებას.

__თემაზე წერდნენ__

***
თქვენცა, საყვარელნო, განეკრძალენით ზედასა-ზედა ღვინის სმასა და მარადის სიმთვრალესა, ვინაიდგან მთვრალობა არს თავი ყოვლისა ცოდვისა.
__ სულხან-საბა __

***
ალექსანდრე მაკედონელი, როგორც ამბობენ დაღუპა ღვინომ. მან ილაშქრა, დაიპყრო უამრავი ქვეყნები და გაიმარჯვა თავის თანამედროვე ყველა მეფეზე, მაგრამ საკუთარ თავზე ვერ გაიმარჯვა. ღვინისადმი დამონება არ არის მეფის საკადრისი საქციელი.


3.44.6. Об употреблении вина
1. О безмерном применении вина
а) Приводит к забвению, к непониманию, высокомерию, ведет к стремлению "поднимать бунт," злиться, не соблюдать координацию, завладевает сердцем, Люди смеются над пьющим Быт.40,23 Ивд.13,2 Прит.20,1,, 23,33,, 31,4.5 Сир.31,26.30 Ис.28,7 Ос.4,11.18 Ам.6,6,, 1Кор.6,12,, 10,23
б) Отнимает силу, хочется спать, краснеют глаза, как будто побитый Ивд.13,1 Прит.23,21.29.30.34.35 Сир.31,30
в) Пить много, сидеть у вина до поздна, постоянно искать питие, героиство в вине не полезно Ивд.12,20 Прит.23,30.31.35 Екк.10,16 Сир.31,25.29,, 37,29 Ис.5,11.12.[22],, 1Кор.6,12
г) Вино мучает, кусает как аспид Прит.23,29.32 Сир.31,29.30,, 40,20
д) Любитель вина не наберет богатства, обеднеет Прит.21,17,, 23,21
е) Питие для искушения Ивд.12,16.17.19.20 Авв.2,15
ж) Пьянствуюший не взоидет в Царствии 1Кор.6,10
з) Не обличай, не спроси ничего напившему Сир.31,31