ხვნა - მიწის გაფხვიერება


საკვანძო მუხლები:

დაბადება 26 : 14 ; დაბადება 45 : 6 ; გამოსვლა 34 : 21 ; მეორე რჯული 22 : 10 ; მსაჯულნი 14 : 18 ; 1მეფეთა 8 : 12 ; 3მეფეთა 19 : 19 ; იობი 1 : 14 ; იობი 4 : 8 ; ფსალმუნები 128 : 3 ; ესაია 2 : 4 ; ესაია 28 : 24 ; იერემია 2 : 2 ; იერემია 4 : 3 ; იერემია 26 : 18 ; ეზეკიელი 36 : 9 ; ოსია 10 : 11 ; ამოსი 6 : 12 ; ამოსი 9 : 13 ; ლუკა 9 : 62 ; ლუკა 17 : 7 ; 1კორინთელთა 9 : 10 ;
=3.42.20 ხვნა - მიწის გაფხვიერება

სიტყვასიტყვით:
- სახნავი მიწა დაბ.26,14
- შაბათს ხვნისა და მკის დროსაც დაისვენე გამ.34,21
- მხვნელები 1მფ.8,12
- ხნავდა ელისე 3მფ.19,19
- ნუ მოხნავ გუთანში ერთად შებმული ხარითა და ვირით რჯ.22,10
- ხარები ხნავდნენ, სახედრები კი მათ გვერდით ძოვდნენ იობ.1,14

სიმბოლურად:
- შიმშილობის წლები დაბ.45,6
- მშვიდობა - მახვილებს სახნისებად გამოჭედავენ ეს.2,4
- მონანიება - მოიხანით ახალი მინდვრები და ნუ დათესავთ ეკალ-ბარდებში იერ.4,3
- ღმერთი სხვადასხვაგვარად გვწრთვნის - განა ყოველდღე ხნავს მხვნელი დასათესად, განა სულმუდამ აბრუნებს და ფარცხავს მიწას? ეს.28,24
- მახსოვს შენი ყმაწვილური ერთგულება და შენი ნიშნობის სიყვარული, უკან რომ მომყვებოდი უდაბნოში, დაუხნავ-დაუთესელ ქვეყანაში იერ.2,2
- ღმერთის მზრუნველბა - მოწყალებით გიყურებთ, რომ მოიხვნათ და დაითესოთ ეზეკ.36,9
- გაწვრთნილი დეკეულივითაა ეფრემი, ლეწვას მიჩვეული. მე გადავატარებ უღელს მის ნასუქალ ქედზე, დავადგამ და მოხნავს იუდა, იაკობი კი დაფარცხავს ოს.10,11
- კეთილდღეობა - დადგება დრო, როცა მხვნელი თავს წაადგება მომკელს ამ.9,13
- უბედურება - ჩემს ზურგზე ხნავდნენ მხვნელები და გრძელი კვლები გაჰყავდათ ფს.128,3
- ნგრევა - სიონი მინდორივით გადაიხვნება იერ.26,18
- სამსონისგან მინიშნება ცოლის გამცემლობაზე - ჩემი ფურით რომ არ გეხნათ, ვერ გამოიცნობდით ჩემს გამოცანას მსაჯ.14,18
- მოქმედების გადაგვარება - თუ უხნავთ ზღვა ხარებით? თქვენ კი შხამად აქციეთ სამართალი ამ.6,12
- გადაწყვეტილებისადმი ერთგულება ლუკ.9,62
- ცოდვა - სიავის მხვნელნი იობ.4,8
- ბოროტებას ხნავდით და უმართლობას იმკიდით ოს.10,13
- მსახური - მხვნელი ლუკ.17,7
- ქრისტიანის შრომა - მხვნელმა მოსავლის იმედით უნდა ხნას 1კორ.9,10

3.42.20 Пахать - рыхлить землю

Быт.26,14; 45,6 Исх.34,21 Вт.22,10 Суд.14,18; 1цар.8,12; 3цар.19,19 Иов.1,14; 4,8 Пс.128,3 Ис.2,4; 28,24 Иер.2,2; 4,3; 26,18 Иез.36,9 Ос.10,11.13 Ам.6,12; 9,13 Лук.9,62; 17,7; 1Кор.9,10