პარადოქსი - თითქოს არასწორის ან საწინააღმდეგოს შემცველი გამონათქვამი


საკვანძო მუხლები:

იგავნი 13 : 7 ; მათე 8 : 22 ; მათე 10 : 16 ; მარკოზი 10 : 43 ; ლუკა 14 : 26 ; იოანე 12 : 24 ; 1კორინთელთა 3 : 18 ; 2კორინთელთა 6 : 8 ;
=1.6.72 პარადოქსი - თითქოს არასწორის ან საწინააღმდეგოს შემცველი გამონათქვამი

- ზოგი მდიდრად აჩვენებს თავს და - არაფერი არა აქვს, ზოგი კი ღარიბად - და დიდი ქონება აქვს იგავ.13,7
(იგავში მთავარი მდიდრის და ღარიბის არაგულწრფელობაა და არა მათი დაპირისპირება (ჟენევის ბიბლ.)

- მკვდრებმა თავიანთი მკვდრები დამარხონ მათ.8,22
(ეს ნიშნავს სულიერად მკვდარ ქვეყნიერებას მივანდოთ იზრუნოს ქვეყნიურ საქმეებზე (მაკარტური)

- იყავით გონიერნი, როგორც გველნი, და უმანკონი, როგორც მტრედნი მათ.10,16
(აქ ქრისტე ურჩევს თავის მოწაფეებს მდევნელთა გარემოცვაში იყვნენ გველივით ბრძენნი, მოერიდონ უსარგებლო შეტევას ან არ აღმოჩნდნენ კომპრომისულ სიტუაციაში, არამედ იყვნენ მტრედივით უბრალონი, შეიარაღებულნი მართლობის საჭურვლით და უპირფერო რწმენით (მაკდონალდი)

- მშვიდობის კი არა, მახვილის მოსატანად მოვედი მათ.10,34-38
(აქ მინიშნებაა, რომ შესაძლოა ოჯახურმა კავშირებმა სძლიონ ქრისტესადმი სიყვარულს (დალასის სემინარია)

- ვინც ჰპოვებს თავის სიცოცხლეს, დაკარგავს მას; ხოლო ვინც ჩემთვის დაკარგავს თავის სიცოცხლეს, ჰპოვებს მას მათ.10,39
(თვითგადარჩენის ინსტიქტი მთლიანად უნდა დაემორჩილოს ქრისტესადმი სიყვარულს. აქ ცდუნება იმაშია, რომ მიძღვნილმა გადაირჩინო თავი და ტკივილი არ მიიღო. ამ დროს საკუთარი სიამისთვის ცხოვრება დაკარგული სიცოცხლეა, ქრისტეს გულისთვის თავის გაღება კი სიცოცხლის გადარჩენაა (მაკდონალდი)

- ვისაც თქვენში დიდობა სურს, თქვენი მსახური იყოს იგი მარ.10,43
(მინიშნებაა, რომ ქრისტეს მოწაფე საკუთარ ინტერესებს კი არ უნდა ემსახურებოდეს, არამედ სხვებს - ნებაყოფლობით და თავის მსხვერპლად გაღებით (დალასის სემინარია)

- თუ ვინმე მოდის ჩემთან და არ მოიძულებს თავის მამას და დედას, ცოლსა და შვილებს, ძმებსა და დებს, საკუთარ თავსაც კი, იგი ვერ გახდება ჩემი მოწაფე ლუკ.14,26
(აქ ახლობლებში უნდა მოვიაზრებდეთ მიწიერ მიჯაჭვებულებებს (ჟენევის ბიბლ.)

- თუ მიწაში ჩავარდნილი ხორბლის მარცვალი არ მოკვდა, მარტო დარჩება. და თუ მოკვდა, ბევრ ნაყოფს გამოიღებს იოან.12,24
(როგორც მარცვალი კვდება მრავალი ნაყოფის აღმოსაცენებლად, ასევე ქრისტე - მრავალთა საცხონებლად (მაკარტური)

- ვისაც უყვარს თავისი სიცოცხლე, დაკარგავს მას. ხოლო, ვისაც სძულს თავისი სიცოცხლე ამ წუთისოფელში, საუკუნო სიცოცხლისთვის შეინახავს მას იოან.12,25
(ამ მუხლის სხვადასხვა თარგმანებში მონაცვლეობს "სული" და "სიცოცხლე", რაც დარღვევა არ არის. წმ. წერილში ხშირად ცვლის ეს სიტყვები ერთმანეთს (ჟენევის ბიბლ.)

- თუ ვინმეს თავისი თავი ბრძენი ჰგონია ამ საუკუნეში, დაე გაუგუნურდეს, რომ ბრძენი გახდეს 1კორ.3,18 
(აქ მოციქული უფრო მეტად ააშკარავებს განსხვავებას ადამიანურ და ღვთაებრივ სიბრძნეს შორის)

- 8. დიდებასა და სირცხვილში, გმობასა და ქებაში; მაცდურებად გვთვლიან, მაგრამ ჭეშმარიტნი;
9. ვითომც უცნობნი, მაგრამ ცნობილნი; ვითომც მომაკვდავნი, და აჰა, ვცოცხლობთ; გვსჯიან, მაგრამ არ ვკვდებით;
10. თითქოს მწუხარენი, მაგრამ მუდამ მოხარულნი; ვითომც ღატაკნი, მაგრამ მრავალთა გამამდიდრებელნი; როგორც არასმქონენი, მაგრამ ყველაფრის მფლობელნი. 2კორ.6,8-10 
(ჭეშმარიტ მსახურებას აქვს პარადოქსული ხასიათი და აქ პავლე ჩამოთვლის მათ: 8. მაცდურნი (ცრუნი). პავლეს ზოგი ოპონენტი თვითმარქვიად მიიჩნევდა. 9. უცნობნი. პავლეს ზოგი მანამდე ვერ სცნობდა, ვიდრე მხილებული არ იქნა მისგან. მეორეს მხრივ უცნობი შეიქმნა იმ იუდეველებისთვის, რომლებიც მოქცევამდე იცნობდნენ. 10. მრავალთა გამამდიდრებელნი. პავლე მრავალს ამდიდრებდა სულიერად)

1.6.72 Парадокс - изречение, кажущееся неправдой или противоречием
Пр.13,7 Матф.8,22; 10,16.34-39 Мар.10,43 Лук.14,26 Ин.12,24.25; 1Кор.3,18; 2Кор.6,8-10