რწყვა


საკვანძო მუხლები:

დაბადება 2 : 6 ; დაბადება 13 : 10 ; მეორე რჯული 11 : 10 ; მეორე რჯული 33 : 28 ; იესო ნავეს ძე 15 : 19 ; მსაჯულნი 1 : 15 ; იობი 38 : 27 ; ფსალმუნები 64 : 9 ; ფსალმუნები 71 : 6 ; ფსალმუნები 77 : 15 ; ფსალმუნები 103 : 13 ; ფსალმუნები 106 : 33 ; ფსალმუნები 125 : 4 ; ეკლესიასტე 2 : 6 ; ესაია 1 : 30 ; ესაია 16 : 9 ; ესაია 32 : 2 ; ესაია 40 : 15 ; ესაია 43 : 20 ; ესაია 44 : 3 ; ესაია 53 : 2 ; ესაია 55 : 10 ; ესაია 58 : 11 ; იერემია 31 : 12 ; ეზეკიელი 17 : 7 ; ოსია 6 : 3 ; იოველი 2 : 20 ; ამოსი 4 : 7 ; 1კორინთელთა 3 : 6 ;
=3.43.60 რწყვა

ქართული ბიბლიის სიმფონიისთვის

- ედემს რწყავდა მიწისგან ადენილი ორთქლი დაბ.2,6
- ლოტმა აირჩია სოდომის მხარე, რომელიც მთლიანად ირწყვებოდა დაბ.13,10
- ეგვიპტესთან შედარებით ქანაანს ყოველთვის არ ესაჭიროება მორწყვა რჯ.11,10.11
- იაკობის წყარო რწყავს პურის ყანებს და ვენახებს რჯ.33,28
- რაკი ურწყავ მიწას მაძლევ, ბარემ წყალსატევებიც მომეცი იესნ.15,19 მსაჯ.1,15
- მორწყას უდაბური ხრიოკები და აღმოაცენოს მწვანე ბალახი იობ.38,27
- კეთილად გაიხსენე ქვეყანა და მორწყე ფს.64,9
- მის კვლებს არწყულებ, ასწორებ მის ბელტებს, ჟუჟუნა წვიმით ალბობ, მის აღმონაცენს აკურთხებ ფს.64,10
- იგი ჩამოვა, როგორც წვიმა მოთიბულ მდელოზე. როგორც წვეთები, მიწას რომ რწყავენ ფს.71,6
- გააპო კლდენი უდაბნოში და დაარწყულა ვით უფსკრულის წყალსატევიდან ფს.77,15
- რწყავს მთებს თვისი ზესართულებიდან ფს.103,13
- გადააქცევს მდინარეებს უდაბნოდ, წყაროს წყლებს - ურწყულად ფს.106,33
- დააბრუნე, უფალო, ჩვენი ტყვეები, ვით ნაკადები ურწყავ ადგილზე ფს.125,4
- წყალსატევები მოვაწყვე, რომ მოერწყათ ნორჩი ტევრები ეკლ.2,6
- ურწყავი ბაღივით შეიქნებით ეს.1,30
- ჩემი ცრემლებით მოგრწყავთ ეს.16,9
- მაღალი კლდისგან დაფენილი ჩრდილი ურწყულ მიწაზე ეს.32,2
- სარწყულის ერთი წვეთივით არიან ხალხები ეს.40,15
- წყალი გავაჩინე უდაბნოში, მდინარეები - ტრამალში, რომ დავარწყულო ჩემი ერი ეს.43,20
- წყალს მივუღვრი ურწყულს და ნაკადულებს - გამომშრალ მიწას ეს.44,3
- მესიის შესახებ - ამოიზარდა როგორც მორჩი მის წინაშე და როგორც ფესვი ურწყული მიწიდან ეს.53,2
- ღვთის სიტყვა - როგორც წვიმა და თოვლი ჩამოდის ციდან და უკან არ ბრუნდება, თუ არ მორწყა მიწა, თუ არ აშობინა და არ აღმოაცენებინა ეს.55,10
- იქნები მორწყული ბაღივით ეს.58,11 იერ.31,12
- ფესვებს იწვდიდა მისკენ და უშვერდა ტოტებს დასარწყულებლად ეზეკ.17,7
- შევიცნოთ, ვესწრაფოთ უფლის შეცნობას; განთიადივით საიმედოა მისი ამოსვლა, წვიმასავით მოგვივა, ისხარივით, მიწას რომ რწყავს ოს.6,3
- ურწყავი და უკაცრიელი ქვეყანა იოვ.2,20
- წვიმაც კი შეგიწყვიტე მკამდე სამი თვით ადრე; ვაწვიმებდი ერთ ქალაქზე და მეორე ქალაქზე არ ვაწვიმებდი; ერთი ყანა წვიმით ირწყვებოდა, მეორე ყანა კი, უწვიმარი, ხმებოდა ამ.4,7
- მე დავრგე, აპოლოსმა მორწყო, გაზრდით კი უფალმა გაზარდა 1კორ.3,6
- ასე რომ, არც დამრგველია რამე და არც მომრწყველი, არამედ - გამზრდელი ღმერთი 1კორ.3,7
- დამრგველი და მომრწყველი ერთი არიან, მაგრამ თვითეული თავისი შრომისამებრ მიიღებს საზღაურს 1კორ.3,8

------------------
სურათზე: ედემს რწყავდა მიწისგან ადენილი ორთქლი დაბ.2,6

3.43.60 Орошение
Быт.2,6; 13,10 Вт.11,10.11; 33,28 Иисн.15,19 Суд.1,15 Иов.38,27 Пс.64,9.10; 71,6; 77,15; 103,13; 106,33; 125,4 Екк.2,6 Ис.1,30; 16,9; 32,2; 40,15; 43,20; 44,3; 53,2; 55,10; 58,11 Иер.31,12 Иез.17,7 Ос.6,3 Иоил.2,20 Ам.4,7; 1Кор.3,6-8