მღვიძარება, ღვიძილი, გამოღვიძება


საკვანძო მუხლები:

დაბადება 28 : 16 ; დაბადება 41` : 4 ; გამოსვლა 12 : 42 ; მსაჯულნი 5 : 12 ; მსაჯულნი 16 : 14 ; 1მეფეთა 26 : 11 ; 3მეფეთა 3 : 15 ; 3მეფეთა 18 : 27 ; 4მეფეთა 4 : 31 ; იობი 3 : 8 ; იობი 14 : 12 ; ფსალმუნები 3 : 5 ; ფსალმუნები 16 : 15 ; ფსალმუნები 34 : 23 ; ფსალმუნები 43 : 23 ; ფსალმუნები 56 : 8 ; ფსალმუნები 72 : 20 ; ფსალმუნები 77 : 58 ; ფსალმუნები 107 : 2 ; ფსალმუნები 138 : 18 ; იგავნი 6 : 9 ; იგავნი 23 : 35 ; ქებათა-ქება 2 : 7 ; ქებათა-ქება 3 : 5 ; ქებათა-ქება 4 : 16 ; ქებათა-ქება 5 : 2 ; ქებათა-ქება 8 : 5 ; ესაია 14 : 9 ; ესაია 26 : 19 ; ესაია 29 : 8 ; ესაია 50 : 4 ; ესაია 51 : 9 ; ესაია 52 : 1 ; იერემია 31 : 26 ; იერემია 51 : 11 ; ეზეკიელი 7 : 6 ; დანიელი 12 : 2 ; იოველი 1 : 5 ; იოველი 3 : 9 ; აბაკუმი 2 : 19 ; ზაქარია 4 : 1 ; მათე 8 : 25 ; მარკოზი 4 : 38 ; ლუკა 8 : 24 ; იოანე 11 : 11 ; საქმენი მოციქულთა 12 : 7 ; საქმენი მოციქულთა 16 : 27 ; 1პეტრე 5 : 8 ; 2პეტრე 3 : 1 ; რომაელთა 13 : 11 ; ეფესელთა 5 : 14 ; 1თესალონიკელთა 5 : 6 ;
=1.6.67 მღვიძარება, ღვიძილი, გამოღვიძება

ქართული ბიბლიის სიმფონიისთვის

- გაიღვიძა დაბ.28,16; 41,4 მსაჯ.16,14; 3მფ.3,15
- მღვიძარების ღამე გამ.12,42
- გაიღვიძე მსაჯ.5,12
- არავის გაღვიძებია, ყველას ეძინა 1მფ.26,11
- კერპს ეგებ სძინავს და გაღვიძება სჭირდება 3მფ.18,27
- ვერ გაიღვიძა ყრმამ 4მფ.4,31
- მზად არიან ლევიათანი გააღვიძონ იობ.3,8
- ადამიანი წვება და ვეღარ დგება, ვიდრე არ გაქრება ცანი ვერ გაიღვიძებს და ვერ გამოფხიზლდება ძილისგან იობ.14,12
- ვწვებოდი, ვიძინებდი და ვიღვიძებდი, რადგან უფალი იყო ჩემი შემწე ფს.3,5
- მე კი სიმართლეში ვიხილავ შენს სახეს, გამოღვიძებისას შენი სახების მზერით გავძღები ფს.16,15
- აღსდექ, გამოიღვიძე ჩემს დასაცავად, უფალო ფს.34,23; 43,23 ეს.51,9
- გამოიღვიძე, დიდებავ ჩემო, გამოიღვიძე ჩანგო და ქნარო; გამოვაღვიძებ განთიადს ფს.56,8; 107,2
- სიზმარი ქრება გამოღვიძების შემდეგ ფს.72,20
- კერპებით აღვიძებდნენ მის შურს ფს.77,58
- ვიძინებ ამ ფიქრებში, ვიღვიძებ და, ისევ შენთან ვარ ფს.138,18
- როდემდე უნდა იწვე ზარმაცო? როდის გაიღვიძებ? იგავ.6,9
- სიარულისას წინ წაგიძღვება, ძილში გიდარაჯებს და გამოღვიძებულს დაგელაპარაკება იგავ.6,22
- გავიღვიძებ და ისევ სასმელს დავუწყებ ძებნას იგავ.23,35
- ნუ გააღვიძებთ და ნუ აღძრავთ სიყვარულს, სანამ თვითონ არ მოისურვებს! ქებ.2,7; 3,5
- გამოიღვიძე ჩრდილოეთის ქარო ქებ.4,16
- მძინავს, მაგრამ გული მღვიძარია; ხმაა! ჩემი მიჯნური აკაკუნებს ქებ.5,2
- ვაშლის ხის ქვეშ გაგაღვიძე ქებ.8,5
- ქვესკნელი შეიძრა შენს შესახვედრად, შენი მოსვლისას; გამოაღვიძა შენთვის აჩრდილნი, ქვეყნის ყველა წინამძღოლი; ხალხთა მეფენი წამოაყენა თავ-თავისი ტახტებიდან ეს.14,9
- გამოიღვიძეთ და იყიჟინეთ, მტვერში ჩაწოლილნო ეს.26,19
- როგორც მშიერს ესიზმრება, თითქოს ჭამს, გამოიღვიძებს და ცარიელი აქვს სტომაქი; როგორც მწყურვალს ესიზმრება, თითქოს სვამს, გამოიღვიძებს და გასავათებულია, სწყურია მის სულს; ასე მოუვა ყველა ხალხს, სიონის მთის წინააღმდეგ მებრძოლთ ეს.29,8
- დილაობით მაღვიძებს, ჩემს ყურს აღვიძებს, რომ მოწაფესავით მოვისმინო ეს.50,4
- გაიღვიძე, შენი ძალით შეიმოსე, სიონო! ეს.52,1
- ამაზე გამომეღვიძა და გავახილე თვალი; სასიამოვნო იყო ჩემი ძილი იერ.31,26
- გამოაღვიძა უფალმა მიდიელი მეფეების სული, ვინაიდან ბაბილონის განადგურება განიზრახა იერ.51,11
- დავათრობ, რათა გამხიარულდნენ, სამარადისო ძილით დაიძინონ და აღარ გამოიღვიძონ” - ამბობს უფალი იერ.51,39
- შენს წინააღმდეგ გამოიღვიძა ეზეკ.7,6
- მრავალი გამოიღვიძებს მიწის მტვერში მძინარეთაგან, ერთნი - საუკუნო სიცოცხლისთვის, მეორენი - საუკუნო გმობისა და სირცხვილისთვის დან.12,2
- გაიღვიძეთ, ლოთებო, და იტირეთ ღვინის მსმელნო! იოვ.1,5
- გამოაღვიძეთ ძლიერი ვაჟკაცები იოვ.3,9
- გამოიღვიძონ ხალხებმა იოვ.3,12
- ვაი მას, ვინც ეუბნება ხეს, გაიღვიძეო; მდუმარე ქვას - გამოფხიზლდიო! განა გასწავლიან რაიმეს ისინი? აჰა, ოქრო-ვერცხლითაა მოჭედილი და არავითარი სული არ არის მასში აბაკ.2,19
- ანგელოზი, მე რომ მელაპარაკა, მობრუნდა და გამომაღვიძა, როგორც მძინარე კაცს აღვიძებენ ზაქ.4,1
- გააღვიძეს და უთხრეს: "უფალო, გვიხსენი, ვიღუპებით” მათ.8,25 მარ.4,38 ლუკ.8,24
- ლაზარემ, ჩვენმა მეგობარმა, დაიძინა, მის გასაღვიძებლად მივდივარ იოან.11,11
- უფლის ანგელოზი წარდგა და სინათლე გაბრწყინდა საკანში. პეტრეს ფერდში წაჰკრა, გააღვიძა და უთხრა: "ჩქარა ადექი!” საქ.12,7
- ზედამხედველს გაეღვიძა და ღია დაინახა საპყრობილის ყველა კარი საქ.16,27
- იყავით მღვიძარენი, იფხიზლეთ, რადგან თქვენი მოწინააღმდეგე ეშმაკი დაძრწის როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს, ვინ ჩაყლაპოს 1პეტ.5,8
- წრფელ აზროვნებას ვაღვიძებ თქვენში შეხსენებით 2პეტ.3,1
- იმოქმედეთ, რადგან იცით რა დროა ახლა, რომ დადგა ძილისაგან თქვენი გამოღვიძების ჟამი. ვინაიდან ახლა უფრო ახლოა ჩვენი ხსნა, ვიდრე მაშინ, როცა ვირწმუნეთ რომ.13,11
- ითქვა: "გაიღვიძე, მძინარევ, აღსდექ მკვდრეთით და გაგინათებს შენ ქრისტე” ეფ.5,14; 1თეს.5,6
- გვღვიძავს თუ გვძინავს, მასთან ერთად ვიცოცხლოთ 1თეს.5,10

1.6.67 Бдение, бодрствование

Быт.28,16; 41,4 Исх.12,42 Суд.5,12; 16,14; 1цар.26,11; 3цар.3,15; 18,27; 4цар.4,31 Иов.3,8; 14,12 Пс.3,5; 16,15; 34,23; 43,23; 56,8; 72,20; 77,58; 107,2; 138,18 Пр.6,9.22; 23,35 Песн.2,7; 3,5; 4,16; 5,2; 8,5 Ис.14,9; 26,19; 29,8; 50,4; 51,9; 52,1 Иер.31,26; 51,11.39 Иез.7,6 Дан.12,2 Иоил.1,5; 3,9.12 Авв.2,19 Зах.4,1 Матф.8,25 Мар.4,38 Лук.8,24 Ин.11,11 Деян.12,7; 16,27; 1Пет.5,8; 2Пет.3,1 Рим.13,11 Еф.5,14; 1Фес.5,6.10