ღმერთის არმოშიშარნი


საკვანძო მუხლები:

დაბადება 20 : 11 ; გამოსვლა 9 : 30 ; 4მეფეთა 17 : 25 ; იობი 13 : 11 ; ფსალმუნები 54 : 19 ; ესაია 57 : 11 ; ესაია 63 : 17 ; იერემია 5 : 22 ; იერემია 36 : 24 ; ლუკა 18 : 4 ; ლუკა 23 : 40 ; რომაელთა 3 : 18 ; იობი 15 : 4 ;
=1.9.121 ღმერთის არმოშიშარნი

- მე მეგონა, ღვთის შიში არ იქნებოდა ამ მხარეში და მომკლავდნენ ჩემი ცოლის გამო დაბ.20,11
- ვიცი, რომ ჯერ კიდევ არ შეუშინდებით უფალ ღმერთს შენ და შენი მსახურები გამ.9,[30]
- არ ეშინოდათ უფლისა იქ ცხოვრების პირველ ხანებში; და უსევდა მათ უფალი ლომებს 4მფ.17,25
- უფლის არ ეშინიათ და არ ასრულებენ იმ წესებს, დადგენილებებს, რჯულსა და მცნებებს, უფალმა რომ ამცნო იაკობის ძეებს 4მფ.17,34
- ნუთუ მისი სიდიადე არ გაშინებთ და მისი შიშის ზარი არ დაგტყდომიათ თავზე? იობ.13,11
- ღვთის შიში მოგიშორებია და აკნინებ მის წინაშე ლოცვას იობ.15,4
- არ იცვლებიან და არ ეშინიათ ღვთისა ფს.54,19
- დიდხანს ვდუმდი და ამიტომ აღარ გეშინოდა ჩემი? ეს.57,11
- რად გადაგვახვევინე შენი გზებიდან, უფალო, და გაგვიქვავე გულები, რომ არ გვეშინოდეს შენი? დაბრუნდი შენი მსახურების, შენი სამკვიდროს ტომთა გულისთვის ეს.63,17
- ჩემი არ გეშინიათ? ამბობს უფალი. არ თრთიხართ ჩემ წინაშე, რომელმაც ზღვას ქვიშა დავუდე საზღვრად იერ.5,22
- არ შეშინებულან და არც სამოსელი შემოუგლეჯიათ მეფესა და მის მსახურებს, როცა ყველა ეს სიტყვა მოისმინეს იერ.36,24
- თქვა თავისთვის: მართალია, არც ღმერთისა მეშინია და არც ხალხისა მრცხვენია, მაგრამ, რაკი ეს ქვრივი აღარ მასვენებს, დავიცავ, რომ აღარ მოვიდეს და არ გამტანჯოს ლუკ.18,4.5
- ნუთუ ღმერთისა არ გეშინია, როცა შენც იმავე სასჯელში ხარ? ლუკ.23,40
- ღმერთის შიში არ არის მათ (ადამიანების) თვალწინ რომ.3,18

1.9.121 Не боящиеся Бога
Быт.20,11 Исх.9,[30] 4цар.17,25.34 Иов.13,11; 15,4 Пс.54,19 Ис.57,11; 63,17 Иер.5,22; 36,24 Лук.18,4.5; 23,40 Рим.3,18