ყამირი, ანეული, ახო, ხოდაბუნი, დასვენებული მიწა


საკვანძო მუხლები:

დაბადება 9 : 20 ; ლევიანნი 25 : 5 ; ლევიანნი 26 : 34 ; იესო ნავეს ძე 17 : 15 ; ნეემია 10 : 31 ; იგავნი 13 : 23 ; ესაია 29 : 17 ; იერემია 2 : 2 ; იერემია 4 : 3 ; ეზეკიელი 36 : 34 ; ოსია 10 : 12 ;
=4.19.77 ყამირი, ანეული, ახო, ხოდაბუნი, დასვენებული მიწა

ქართული ბიბლიის გამოცემების სიმფონიისთვის

* ანეულს უწოდებენ განსაზღვრული დროის განმავლობაში დაუთესავად დატოვებულ ნაკვეთს
* ახო არის საყანედ გაკაფული ტყე
* ყამირი არის გაუტეხელი ან ხანგრძლივად დაუმუშავებელი მიწა
* ხოდაბუნის ერთერთი განმარტება არის - სათესად გამზადებული დიდი ადგილი ტყეში

- დაიწყო ნოემ მიწის დამუშავება დაბ.9,20
- ეს წელიწადი დასვენებისა იყოს მიწისათვის ლევ.25,5
- როცა თქვენი მტრების ქვეყანაში იქნებით, მაშინ დაისვენებს მიწა ლევ.26,34
- თუ მრავალრიცხოვანი ხალხი ხართ, ადით ტყეში და გატეხეთ იქ თქვენთვის ახო იესნ.17,15.18
- მეშვიდე წელს ყანას დავასვენებთ ნეემ.10,31
- დაუმუშავებელ მიწაზეც შეიძლება უხვი საზრდო მოვიდეს იგავ.13,23
- სულ ცოტაც და გადაიქცევა ლიბანი ხოდაბუნად ეს.29,17
- მახსოვს შენი ყმაწვილური ერთგულება და შენი ნიშნობის სიყვარული, უკან რომ მომყვებოდი უდაბნოში, დაუხნავ-დაუთესელ ქვეყანაში იერ.2,2
- გატეხე ყამირი [ანეული] და ეკალბარდებში ნუ დათესავ იერ.4,3
- დამუშავდება გაპარტახებული მიწა, გაუდაბურებული რომ იყო ყოველი გამვლელის თვალში ეზეკ.36,34
- თესეთ თქვენთვის სიმართლე და მოიმკით წყალობას, გატეხეთ თქვენთვის ყამირი, დროა უფლის ძიებისა, ვიდრე მოვიდოდეს და სიმართლეს გაწვიმებდეთ ოს.10,12

4.19.77 Новина - целина - новая нива
Быт.9,20 Лев.25,5; 26,34 Иисн.17,15.18 Неем.10,31 Пр.13,23 Ис.29,17 Иер.2,2; 4,3 Иез.36,34 Ос.10,12