მოუღლელი, გამუდმებული, მომაბეზრებელი, ხანგრძლივი ლოცვა შედეგის მისაღებად


საკვანძო მუხლები:

დაბადება 32 : 24 ; ესაია 1 : 15 ; მათე 7 : 8 ; ლუკა 2 : 36 ; ლუკა 11 : 5 ; ლუკა 18 : 1 ; ლუკა 24 : 29 ; საქმენი მოციქულთა 1 : 13 ; 1კორინთელთა 15 : 58 ; 2კორინთელთა 12 : 8 ; 1თესალონიკელთა 5 : 17 ; ებრაელთა 5 : 7 ; მარკოზი 7 : 26 ; ლუკა 22 : 44 ; საქმენი მოციქულთა 12 : 5 ;
3.23.2. მოუღლელი, გამუდმებული, მომაბეზრებელი, ხანგრძლივი ლოცვა შედეგის მისაღებად

- გამუდმებული, მოუღლელი ლოცვითი მსახურება ლუკ.2,36.37 საქ.1,13.14; 1კორ.15,58; 1თეს.5,17

- არ გაგიშვებ, ვიდრე არ მაკურთხებ დაბ.32,24-[26]-29 ლუკ 24,29

- მომაბეზრებელი სათხოვარი 
მარ.7,24-30 ლუკ.11,5-8; 18,1-7

- იესოს მაგალითი ლუკ.22,44

- ეკლესიის ინტენსიური ლოცვის მაგალითი საქ.12,5

- ცრემლის ღვრით ლოცვა-ვედრება ებრ.5,7

- ღმერთი აღასრულებს აღთქმას, რომ ყველა მთხოვნელს მისცემსს მათ.7,8

- ცოდვილი, ვიდრე არ იქნება მორჩილი და გამგონე, არ იკურთხება ეს.1,15.19 

- ღმერთის მიერ მიღებული არგუმენტირებული უარიც პასუხია, რის შემდეგაც ვწყვეტთ ლოცვას 2კორ.12,8.9

ბიბლიის მუხლები

დაბადება 32
24. მარტო დარჩა იაკობი და ერკინებოდა მას ვიღაც კაცი გათენებამდე.
25. როცა შეატყო, რომ ვერ ერეოდა, შეეხო მის თეძოს სახსარს და ეღრძო იაკობს თეძოს სახსარი მასთან შერკინებისას.
26. უთხრა: გამიშვი, უკვე თენდება. უთხრა: არ გაგიშვებ, სანამ არ მაკურთხებ.
27. უთხრა: რა გქვია? მიუგო: იაკობი.
28. უთხრა ამიერიდან აღარ ითქვას შენს სახელად იაკობი, არამედ ისრაელი, რადგან ღმერთს და ადამიანებს შეებრძოლე და სძლიე.
29. ჰკითხა იაკობმა: მითხარი შენი სახელი. უთხრა: რისთვის მეკითხები სახელს? და იქვე აკურთხა.

ესაია 1
15. ხელებს რომ აღაპყრობთ, თვალს გარიდებთ; ლოცვებსაც რომ მიმრავლებთ, არ ვისმენ; ხელები სისხლითა გაქვთ სავსე! 
19. თუ მორჩილნი იქნებით და გამგონენი, მიწის დოვლათს შეჭამთ;

მათე 7
8. რადგან ყველა მთხოვნელს მიეცემა, მძებნელი ჰპოვებს და ვინც აკაკუნებს, გაუღებენ.

მარკოზი 7
24. ადგა იქიდან და ტვიროსის საზღვრისკენ გასწია. სახლში რომ შევიდა, არ უნდოდა ვინმეს ეცნო, მაგრამ ვერ შეძლო დაფარვა.
25. მაშინვე გაიგო ერთმა დედაკაცმა, რომლის ასულსაც არაწმიდა სული ჰყავდა, მოვიდა და მის ფერხთით დაემხო.
26. წარმართი იყო ეს დედაკაცი, წარმოშობით სიროფინიკიელი, ზღვის გაღმელი; და ემუდარებოდა, ეშმაკი განედევნა მისი ასულისგან.
27. იესომ უთხრა: "მაცალე, ჯერ შვილები გაძღნენ, თორემ არ არის კარგი, შვილებს წაართვა პური და ძაღლებს გადაუგდო”.
28. მან კი მიუგო: "მართალია, უფალო, მაგრამ ძაღლებიც ხომ ჭამენ მაგიდის ქვეშ შვილების ნამცეცებს”.
29. უთხრა: "ამ სიტყვის გამო, წადი, გასულია ეშმაკი შენი ასულისგან”.
30. წავიდა თავის სახლში და ნახა, რომ საწოლზე იწვა ბავშვი, ეშმაკი კი გასული იყო მისგან.

ლუკა 2
36. იყო იქ, აგრეთვე, წინასწარმეტყველი ანა, ფანუელის ასული, ტომით ასერი; ძალზე მოხუცებულს შვიდი წელი ეცხოვრა ქმართან, რომელსაც გაჰყოლოდა სიქალწულეში;
37. ოთხმოცდა ოთხი წლის ქვრივი, რომელიც ტაძარს არ შორდებოდა და დღე და ღამ მარხვითა და ლოცვით ემსახურებოდა ღმერთს.

ლუკა 11
5. და უთხრა მათ: ერთ-ერთ თქვენგანს რომ ჰყავდეს მეგობარი და შუაღამისას მიადგეს და უთხრას: მეგობარო, მასესხე სამი პური,
6. ვინაიდან გზად მიმავალმა მეგობარმა შემომიარა და მე კი არაფერი მაქვს, რომ გავუმასპინძლდე, -
7. ხოლო მან შიგნიდან მიუგოს: ნუ მაწუხებ, ვინაიდან კარი უკვე დაკეტილია და ბავშვები ჩემთან ერთად წვანან საწოლში, არ შემიძლია ავდგე და მოგცე.
8. გეუბნებით, მეგობრობის გამოც რომ არ ადგეს და არ მისცეს პური, თუ არ მოეშვა, მაშინ მაინც ადგება და მისცემს იმდენს, რამდენიც სჭირდება.

ლუკა 18
1. უთხრა მათ ერთი იგავიც იმისათვის, რომ ყოველთვის უნდა ლოცულობდნენ და არასოდეს მობეზრდეთ ლოცვა:
2. იყო ერთ ქალაქში ერთი მსჯული, რომელსაც არ ეშინოდა ღმრთისა და არც კაცისა რცხვენოდა.
3. იმავე ქალაქში ცხოვრობდა ერთი ქვრივი ქალი; მიდიოდა მასთან და სთხოვდა: ჩემი მომჩივნისაგან დამიცავიო.
4. დიდხანს არ თანხმდებოდა. ბოლოს კი გულში თქვა: თუმცა არც ღმრთის შიში მაქვს და არც კაცისა მრცხვენია,
5. მაგრამ, რაკი ეს ქვრივი მოსვენებას არ მაძლევს, დავიცავ, რათა აქ აღარ მოვიდეს და მომასვენოს.
6. თქვა უფალმა: გესმით, რას ამბობს უსამართლო მსაჯული?
7. განა ღმერთი არ დაიცავს თავის რჩეულთ, დღედაღამ რომ შეჰღაღადებენ, და დიდსულოვანი არ იქნება მათ მიმართ?

ლუკა 22
44. ამ ტანჯვაში მყოფი უფრო გულმოდგინედ ლოცულობდა; მისი ოფლი სისხლის წვეთებივით გახდა და მიწას ეპკურებოდა.

ლუკა 24
29. ისინი კი არ უშვებდნენ და ეუბნებოდნენ: დარჩი ჩვენთან, ვინაიდან უკვე ბინდდება და იწურება დღე. ისიც შევიდა, რომ მათთან დარჩენილიყო.

საქმე 1
13. შინ შესვლისთანავე ავიდნენ ზედა თვალში, სადაც იყვნენ პეტრე და იაკობი, იოანე და ანდრია, ფილიპე და თომა, ბართლომე და მათე, იაკობ ალფესი, სიმონ ზელოტე და იუდა იაკობისა,
14. გამუდმებით რომ ლოცულობდნენ ერთსულოვნად, ქალებთან და მარიამთან, იესოს დედასა და მის ძმებთან ერთად.

საქმეები 12
5. ასე რომ, პეტრეს საპყრობილეში დარაჯობდნენ, ეკლესია კი მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს მისთვის.

1კორინთელთა 15
58. ამიტომ, ჩემო საყვარელო ძმანო, მტკიცენი იყავით, ურყევნი და უფლის საქმეში მარად მოუღლელნი; იცოდეთ, რომ თქვენი შრომა ფუჭი როდია უფლის წინაშე. 

2კორინთელთა 12
8. სამგზის ვევედრე უფალს, მომაშორე-მეთქი.
9. მომიგო: „შენთვის საკმარისია ჩემი მადლიც, რადგანაც ჩემი ძალა უფრო სრულად ვლინდება უძლურებაში“. ამიტომაც მეტი ხალისით დავიქადი ჩემს უძლურებას, რათა ქრისტეს ძალა დამკვიდრდეს ჩემში. 

1თესალონიკელთა 5
17. გამუდმებით ილოცეთ.

ებრაელთა 5
7. რომელმაც მისი ხორციელად ყოფნის დღეებში ხმამაღალი ღაღადისითა და ცრემლების ფრქვევით შესწირა ლოცვა-ვედრება მას, ვისაც შეეძლო სიკვდილისაგან ეხსნა იგი, და შესმენილ იქნა მისი ღვთისმოშიშების გამო.

__თემაზე წერდნენ__
*** 
თუ დღის განმავლობაში გაატარებთ რამოდენიმე საათს ლოცვაში, უეჭველად იქნებით დიდ მოვლენათა მოწმენი.
__ ი. ნელსონი __


3.23.2. Непрестанно молимся для получения плодов
Быт.32,24-[26]-29 Ис.1,15.19,, Матф.7,8 Мар.7,24-30 Лук.2,36.37,, 11,5-8,, 18,1-7,, 22,44; 24,29 Деян.1,13.14,, 12,5; 1Кор.15,58,, 2Кор.12,8.9,, 1Фес.5,17 Евр.5,7