უპატიებელი, მომაკვდინებელი ცოდვა


საკვანძო მუხლები:

გამოსვლა 23 : 21 ; ამოსი 2 : 4 ; მათე 10 : 33 ; მათე 12 : 31 ; მარკოზი 3 : 28 ; მარკოზი 8 : 38 ; ლუკა 9 : 26 ; ლუკა 12 : 10 ; იოანე 3 : 18 ; საქმენი მოციქულთა 5 : 3 ; 1იოანე 4 : 3 ; 1იოანე 5 : 16 ; ებრაელთა 6 : 4 ; ებრაელთა 10 : 26 ; ესაია 2 : 9 ;
=3.50.52 უპატიებელი, მომაკვდინებელი ცოდვა

- წამძღვარებული ანგელოზისადმი დაუმორჩილებლობა გამ.23,20.21
- დამდაბლდა კაცი, შენ კი არ პატიობ მათ [ისრაელიანებს სინკრეტიზმის (კერპთაყვანისცემლობასთან შერეული ღვთის თაყვანისმცემლობის) გამო] ეს.2,9
- რჯულის უკუგდება და კერპთაყვანისმცემლობა ამ.2,4
- ქრისტეს უფლად არმიღება მათ.10,33 მარ.8,38 ლუკ.9,26 იოან.3,18.36; 1იოან.4,3
- სულიწმიდის გმობა მათ.12,31.32 მარ.3,28-30 ლუკ.12,10 საქ.5,3-5 ებრ.6,4-8; 10,26-29

- ვილოცოთ არამომაკვდინებელ ცოდვაში მყოფისთვის 1იოან.5,16.17

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 23
20. აჰა, წაგიმძღვარებ ანგელოზს, რომ გიფარავდეს გზაში და მიგიყვანოს იმ ადგილას, რომელიც შენთვის გავამზადე.
21. უფრთხილდი, ისმინე მისი სიტყვა, ნუ გააჯავრებ, არ გაპატიებთ შეცოდებას, რადგან მასშია ჩემი ხელი.

ამოსი 2
4. ასე ამბობს უფალი: სამ დანაშაულს ვაპატიებ იუდეას, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან უკუაგდო უფლის რჯული და არ იცავენ მის წესებს; რადგან გზა-კვალი აურიეს მათ ცრუღმერთებმა, რომელთაც მათი მამები მიჰყვებოდნენ.

მათე 10
33. ვინც უარმყოფს მე ადამიანთა წინაშე, მას მეც უარვყოფ ჩემი ზეციერი მამის წინაშე.

მათე 12
31. ამიტომ გეუბნებით თქვენ: ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევებათ ადამიანებს, მაგრამ სულიწმიდის გმობა არ მიეტევებათ.
32. ვინც სიტყვას იტყვის ძე კაცისას წინააღმდეგ, მიეტევება; მაგრამ თუ ვინმე სულიწმიდის წინააღმდეგ იტყვის, არ მიეტევება არც ამ საუკუნეში და არც მომავალში.

მარკოზი 3
28. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ყველა ცოდვა მიეტევება კაცთა შვილებს, და გმობა, რამდენსაც უნდა გმობდნენ.
29. მაგრამ, ვინც სულიწმიდას დაგმობს, მას არასოდეს მიეტევება, არამედ მარადიული მსჯავრის თანამდებია”.
30. რადგან ამბობდნენ, არაწმიდა სული ჰყავსო.

მარკოზი 8
38. რადგან ვისაც ჩემი და ჩემი სიტყვებისა შერცხვება ამ მრუშ და ცოდვილ მოდგმაში, ძე კაცისასაც შერცხვება მისი, როდესაც მოვა თავისი მამის დიდებით, წმიდა ანგელოზებთან ერთად”.

ლუკა 9
26. ვინაიდან ვისაც ჩემი და ჩემი სიტყვების რცხვენია, კაცის ძესაც შერცხვება მისი, როცა მოვა თავისი, მამისა და წმიდა ანგელოზების დიდებით”.

ლუკა 12
10. და ყველას, ვინც ძე კაცისას წინააღმდეგ იტყვის სიტყვას, მიეტევება, მაგრამ სულიწმიდის გმობა არ მიეტევება.

იოანე 3
18. ვისაც სწამს იგი, არ განიკითხება, ხოლო ვისაც არ სწამს, უკვე მსჯავრდადებულია, რადგან არ ირწმუნა ღმერთის მხოლოდშობილი ძის სახელი.
36. ვისაც ძე სწამს, საუკუნო სიცოცხლე აქვს, ხოლო ძის ურჩი სიცოცხლეს ვერ იხილავს; ღმერთის რისხვა რჩება მასზე”

საქმეები 5
3. პეტრემ უთხრა: "ანანია, რატომ აღავსო შენი გული სატანამ, რომ მოგეტყუებინა სულიწმიდა და გადაგემალა ნაკვეთის საფასურიდან?
4. განა, გაყიდვამდე შენი არ იყო და გაყიდულიც ხელთ არ გქონდა? რაღატომ ჩაიდე ეს საქმე გულში? შენ ადამიანებს კი არა, ღმერთს ეცრუე!”
5. ამ სიტყვების გამგონე ანანია დაეცა და სული განუტევა. ყოველი, ვისაც ეს ესმა, დიდმა შიშმა მოიცვა.

1იოანე 4
3. ხოლო ყოველი სული, რომელიც არ აღიარებს იესოს, ღვთისაგან არ არის, არამედ ეს არის სული ანტიქრისტესი, რომლის შესახებაც გსმენიათ, რომ მოვა, და ის ახლა უკვე ქვეყნიერებაზეა.

1იოანე 5
16. თუ ვინმე ხედავს, რომ მისი ძმა სცოდავს არა მომაკვდინებელი ცოდვით, ილოცოს და ღმერთი მისცემს სიცოცხლეს არამომაკვდინებელი ცოდვით შემცოდეს. არის მომაკვდინებელი ცოდვა, მასზე არ ვამბობ ილოცოს-მეთქი.
17. ყოველგვარი უკეთურება ცოდვაა, მაგრამ არის არამომაკვდინებელი ცოდვა.

ებრაელთა 6
4. ვინაიდან შეუძლებელია, რომ ერთხელ უკვე განათლებულნი, რომელთაც მიიღეს ზეციური ნიჭი და სულიწმიდის მოზიარენი გახდნენ,
5. იგემეს ღვთის სიტყვის სიკეთე და მომავალი საუკუნის ძალები,
6. და მერე დაეცნენ, ამის შემდეგ კვლავ განახლდნენ მოსანანიებლად, რადგან ისინი ისევ ჯვარს აცვამენ ძე ღვთისას და ლანძღავენ.
7. ვინაიდან მიწა, რომელიც იწოვს მასზე მრავალგზის მოსულ წვიმას და იძლევა მწვანილს, სასარგებლოა მათთვის, ვისთვისაც მუშავდება - იგი ღვთისგან ღებულობს კურთხევას.
8. ხოლო რომელიც იძლევა ეკალსა და კუროსთავს, უვარგისია და ლამის დაწყევლილი; მისი ბოლო დაწვაა.

ებრაელთა 10
26. ვინაიდან თუ კვლავ ნებსით ვცოდავთ მას მერე, რაც ჭეშმარიტების შემეცნება მივიღეთ, აღარ რჩება მსხვერპლი ცოდვისთვის,
27. არამედ განკითხვის შემაძრწუნებელი მოლოდინი და მოწინააღმდეგეთა შთანთქმისთვის გამზადებული აგიზგიზებული ცეცხლი.
28. თუკი ვინმე, მოსეს რჯულის უარმყოფელი, ორი ან სამი კაცის მოწმობით, შეუწყალებლად ისჯება სიკვდილით,
29. როგორ ფიქრობთ, რაოდენ უფრო მძიმე სასჯელს დაიმსახურებს ის, ვინც გათელა ძე ღვთისა, წმიდად არ მიიჩნია აღთქმის სისხლი, რომლითაც განიწმიდა, და შეურაცხყოფს მადლის სულს?

3.50.52 Непростительный грех
Исх.23,20.21 Ис.2,9 Ам.2,4 Матф.10,33; 12,31.32 Мар.3,28-30; 8,38 Лук.9,26; 12,10 Ин.3,18.36 Деян.5,3-5; 1Ин.4,3; 5,16.17 Евр.6,4-8; 10,26-29