ვერმიხვედრა - ვერგაგება, შეეჭვება, ყოყმანი


საკვანძო მუხლები:

1მეფეთა 23 : 1 ; მათე 11 : 3 ; საქმენი მოციქულთა 2 : 6 ; რიცხვნი 11 : 21 ; საქმენი მოციქულთა 5 : 24 ; საქმენი მოციქულთა 7 : 25 ; მათე 15 : 16 ; მათე 16 : 7 ; მარკოზი 4 : 13 ; ლუკა 2 : 50 ; იოანე 8 : 27 ; მარკოზი 7 : 18 ; ქებათა-ქება 5 : 3 ; იოანე 10 : 6 ; მარკოზი 8 : 16 ;
=1.6.63 ვერმიხვედრა - ვერგაგება, შეეჭვება, ყოყმანი

ვერმიხვედრა:
- ღმერთის ნების რიცხ.11,21; 1მფ.23,1-12
- მესიის მოსვლის მათ.11,3
- იგავის არსის მათ.15,16 მარ.4,13; 7,18 იოან.10,6
- აზრის მცდარად გადატანა მათ.16,7 მარ.8,16
- ვერ გაუგეს ლუკ.2,50 იოან.8,27 საქ.7,25
- დიდი მოვლენის საქ.2,6.7
- შეფიქრიანდნენ, რა უნდა მომხდარიყო საქ.5,24

შეყოყმანებული პასუხი:
- გახდილი მაქვს პერანგი, როგორღა შევიმოსო? დაბანილი მაქვს ფეხები, როგორღა დავისვარო? ქებ.5,3

ბიბლიის მუხლები

რიცხვნი 11
21. თქვა მოსემ: "ექვსასი ათასი ქვეითია ამ ხალხში, რომელთა შორისაც ვიმყოფები, შენ კი ამბობ: ერთი თვის საჭმელ ხორც მივცემო.

1მეფეთა 23
1. დაეკითხა დავითი უფალს: "წავიდე და მოვსრა ეს ფილისტიმელნი?” უპასუხა უფალმა: "წადი, შემუსრე ფილისტიმელნი და იხსენი კეყილა”.
2. უთხრეს დავითს მისმა კაცებმა: "აჰა, იუდაში ვართ და გვეშინია, კეყილას როგორღა წავალთ ფილისტიმელთა მხედრობის წინააღმდეგ?!”
3. კვლავ დაეკითხა დავითი უფალს და მიუგო მას უფალმა: "ადექი და წადი კეყილას, რადგან მე ჩაგიგდებ ხელში ფილისტიმელებს!”
4. და წავიდა დავითი თავის კაცებთან ერთად კეყილას, შეება ფილისტიმელებს, წამოასხა მათი პირუტყვი და სასტიკად მუსრა ფილისტიმელები; ასე იხსნა დავითმა კეყილას მცხოვრებნი.
5. როცა აბიათარი, ახიმელექის ძე, დავითთან გამოიქცა კეყილასაკენ, თან ეფოდი წამოიღო.
6. და გააგებინეს საულს, კეყილაში ჩავიდაო დავითი. თქვა საულმა: "ხელში ჩამიგდო ღმერთმა, რადგან გალავნიან და კარიბჭიან ქალაქში გამოუმწყვდევია თავი”.
7. საომრად იხმო საულმა მთელი ხალხი, რომ კეყილაში ჩასულიყვნენ და ალყაში მოექციათ დავითი და მისი კაცები.
8. შეიტყო დავითმა საულის ბოროტი განზრახვა და უთხრა აბიათარ მღვდელს: "მოიტანე ეფოდი”.
9. თქვა დავითმა: "უფალო, ისრაელის ღმერთო! დანამდვილებით მესმა შენს მსახურს, რომ კეყილას მოემართება საული, რათა ჩემ გამო დაანგრიოს ქალაქი.
10. თუ გადამცემენ კეყილას მთავარნი მის ხელს? მართლა ჩამოვა საული, როგორც უთხრეს შენს მსახურს? უფალო, ისრაელის ღმერთო, გთხოვ, მიპასუხო შენს მსახურს!” უთხრა უფალმა: "ჩამოვა”.
11. ჰკითხა დავითმა: "თუ გადაგვცემენ კეყილას მთავარნი მე და ჩემს კაცებს საულის ხელთ?” უთხრა უფალმა: "გადაგცემენ”.
12. ადგა დავითი თავის ექვსასამდე კაცით, დატოვა კეყილა და წავიდა, საითაც შეეძლო. შეატყობინეს საულს კეყილადან დავითის გაქცევის ამბავი და გადაიფიქრა საულმა სალაშქროდ გასვლა.

მათე 11
3. რათა ეკითხათ მისთვის: შენა ხარ ის, ვინც უნდა მოვიდეს, თუ სხვას უნდა ველოდოთო?

საქმეები 2
6. როცა ეს ხმაური გაისმა, ბევრმა მოიყარა თავი და შეშფოთდა, რადგან თითოეულს ესმოდა, როგორ მეტყველებდნენ ისინი მის საკუთარ ენაზე.
7. ყველანი გაოცდნენ და გაკვირვებულნი ამბობდნენ: "განა ეს ყველანი, ვინც ლაპარაკობენ, გალილეველები არ არიან?

1.6.63 Недоумение - сомнение, колебание
Чис.11,21; 1цар.23,1-12 Песн.5,3 Матф.11,3; 15,16; 16,7 Мар.4,13; 7,18; 8,16 Лук.2,50 Ин.8,27; 10,6 Деян.2,6.7; 5,24; 7,25