მეათედი - ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ მის შესახებ

საკვანძო მუხლები:

დაბადება 14 : 20 ; დაბადება 28 : 20 ; ლევიანნი 27 : 30 ; რიცხვნი 18 : 26 ; მეორე რჯული 12 : 6 ; მეორე რჯული 14 : 22 ; მეორე რჯული 26 : 12 ; 3მეფეთა 17 : 13 ; 2ნეშტთა 31 : 4 ; ნეემია 10 : 37 ; ნეემია 12 : 44 ; ნეემია 13 : 5 ; იგავნი 3 : 9 ; იგავნი 11 : 25 ; ეკლესიასტე 11 : 1 ;
4.13.6. მეათედი - ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ მის შესახებ

- აბრაამმა, ჩვენი რწმენის მამამ, ნადავლის მეათედი უწილადა მელქისედეკს, უზენაესი ღმერთის მღვდელს დაბ.14,20 ებრ.7,2.4.6
- მამა აბრაამი გახდა მეათედის გაცემის მაგალითი ებრ.7,9

- მეათედის გაღების აღთქმას ვდებთ დაბ.28,20-22
- აღთქმის აღსრულების შემდგომ ლოცვა რჯ.26,13-15

- მეათედი იკრიფება მოკვდავ კაცთა მიერ აბრაამის წიაღიდან გამოსული ხალხისგან, რწმენით მათივე ძმებისგან ებრ.7,5.8
- რწმენით მდიდრებისგან იაკ.2,5 გმცხ.2,9
- გულუხვთაგან 2კორ.8,3.8
- თითქოს ღატაკთაგან, მაგრამ მრავალთა მამდიდრებელთაგან, თითქოს არას მქონეთაგან, მაგრამ ყველაფრის მფლობელთაგან 2კორ.6,10; 8,9
- უშურველთაგან რომ.12,8
- ღვთის მადლით მცხოვრებთაგან და ამ მადლის გამღებთაგან 2კორ.1,12; 8,7
- მზად მყოფთაგან 2კორ.9,3.4
- გამღებთაგან ხალისით 2კორ.8,10
- მიმძღვნელთაგან და არა ანგართაგან 2კორ.9,5
- გულის კარნახით და არა მწუხარებით 2კორ. 9,7

- გულმოდგინებით 2კორ.8,8.12; 9,2
- და ამ გულმოდგინებით ერთმანეთის აღმძრავთაგან 2კორ.9,2

- შეძლებისამებრ 2კორ.8,11-13
- არა ძალდატანებით, არამედ სიხარულით. ახალ აღთქმაში ყველა შეწირულობა ნებაყოფლობითია და ამის გამო მეათედი გამოკვეთილად არც იხსენიება 2კორ. 9,7
- თავის გამღებთაგან ჯერ უფლისთვის და მერე წმიდათათვის 2კორ.8,5

- წმიდათა მსახურებაში მონაწილეთაგან 2კორ.8,4
- თანასწორობით 2კორ.8,13.15
- ვინც ბევრი შეაგროვა, არ მოსჭარბდა, ვინც ცოტა, არ დააკლდა 2კორ.8,15
- ვკრებთ შიშითაც, არავინ დაგვგმოს უხვი შემოწირულობის გამო 2კორ.8,20

- გამღები გასცემს სულის სიღარიბიდან, სისაწყლისგან, სიღატაკის სიღრმიდან, წრფელად გამოჩენილი სიუხვიდან მარ.12,44 ლუკ.21,4; 2კორ.8,2 გმცხ.2,9

- მეათედი პატივის მიგებაა უფლისადმი ჩვენი ქონებიდან, მონაგებიდან, ნამეტისგან და ამასთან ღმერთს ვაძლევთ მის კუთვნილს იგავ.3,9.10 მათ.22,21 მარ.12,17 ლუკ.20,25 საქ.2,46 რომ.13,7; 2კორ.8,15

- აღთქმული მეათედი უფლის წმიდაა, შეიძლება იყოს ყოველგვარი შემოსავალი და კუთვნილება, მიწა, მიწის ნათესი, ხის ნაყოფი, პირუტყვი დაბ.28,22 ლევ.27,30.32
- მისი სხვა გამოყენება არ შეიძლება. გამოსყიდვა შესაძლებელია მხოლოდ ჩანაცვლებით, ოღონდ მეხუთედი წილი უნდა დაემატოს ლევ.27,31-33

- უნდა იქნას მიტანილი უფლის მიერ შერჩეულ ადგილზე რჯ.12,6.11

- განკუთვნილია ლევიანებისთვის, წილის გარეშე მყოფ უშემოსავლო ღვთისმსახურებისთვის, ქვრივ-ობლებისთვის, მდგმურების, ხიზნებისა და სტუმრებისთვის, წმიდათა საჭიროებისთვის რჯ.14,28.29; 26,12; 3მფ.17,13-16; 2ნეშ.31,4-12.19 ნეემ.10,37; 12,44.47; 13,5.10-13
- მსაჭიროებლებს უნაწილდებათ საჭიროებისამებრ საქ.2,46
- ნაკლულოვნების შესავსებად 2კორ.8,14; 9,12
- წმიდათა სამსახურად 2კორ.9,1.12

- მეათედით მოსარგებლენი იხდიან მეათედის მეათედს რიცხ.18,26.28; ებრ.7,9

- მეათედის ჭამა შეიძლება მხოლოდ უფლისგან მიჩენილ ადგილზე რჯ.12,17.18; 14,22.23

- მეათედის გაღება დათესვაა, რომელიც ვიცით, რომ კურთხევას იძლევა, რომ ღმერთი მადლს მოგვაგებს მადლის წილ, ზღვად აქცევს ჩვენს ნათესს და ამრავლებს დაბ.28,20-22; 3მფ.17,13-16 იგავ.3,9.10; 11,25-28 ეკლ.11,1-6 ანგ.2,19 მალ.3,[8]-[10]; 2კორ. 9, 8.10.11
- ვინც ძუნწად თესავს, ძუნწად მოიმკის 2კორ. 9, 6

- შეუთავსებელია ღმერთის წინაშე შეცოდება და მეათედი ამ. 4, 4
- ნაკლულოვანი მსხვერპლი მალ. 1, 8-13
- ვინც თავისთვის იხვეჭს სიმდიდრეს და არა ღმერთისთვის ლუკ. 12, 21
- არც მხოლოდ პატიოსანი გაღებაა საკმარისი ჩვენი ხსნისთვის, თუ ვივიწყებთ ღვთის სამართალს, სიყვარულს, გულმოწყალებას და რწმენას მათ. 23, 23 ლუკ. 11, 42; 18, 12

__თემაზე წერდნენ__
***
ყოველი შემოსავლიდან მეათედი ნაწილი ღმერთს შესწირე და ეკლესიაში მიიტანე. ხოლო თუ როგორ გამოიყენებენ მას ღვთისმსახურნი, ნუ გაჰყვები თან. ღმერთი ხედავს შენს შესაწირავსაც და მასვე მიანდე მისი განაწილებაც. მისგან შესაძლოა ზოგი ცდუნდეს კიდეც, როგორც ამბობ, მაგრამ შენ რა?.. შენ გაიღე შესაწირავი, მთავარი ეგ არის. შენ საუნჯეს იკრებ ზეცაში, ხოლო ზოგი შესაძლოა ნაკვერცხლებსაც იკრებდეს თავზე... ნუ განიკითხავ მათ. ეს შენი საქმე არ არის. შენ მოგეთხოვება ღმერთს მისცე ღმერთისა.
__მირზა ბადიაური__