მანქანები - გამოგონილი განსაზღვრული მიზნებისთვის


საკვანძო მუხლები:

2ნეშტთა 26 : 15 ; ეზეკიელი 4 : 2 ; ეზეკიელი 21 : 22 ; ეზეკიელი 26 : 9 ;
=1.6.55 მანქანები - გამოგონილი განსაზღვრული მიზნებისთვის

- ისრებისა და დიდი ქვების სატყორცნად 2ნეშ.26,15
- კედლის სანგრევი (ტარანი) ეზეკ.4,2; 21,22; 26,9

ბიბლიის მუხლები

2ნეშტთა 26
15. გააკეთა იერუსალიმში გამომგონებელთა მიერ გამოგონებული მანქანები, რათა კოშკებსა და კუთხეებზე დაედგა ისრებისა და დიდი ქვების სატყორცნად. შორს განითქვა მისი სახელი, რადგან საკვირველი შეწევნა ჰქონდა, ვიდრე არ გაძლიერდა.

ეზეკიელი 4
2. ალყაში მოაქციე იგი, სიმაგრე ააშენე მის წინააღმდეგ და მიწაყრილები შემოავლე, განალაგე მათზე ბანაკები და გარშემოარტყი კედლის სანგრევი მანქანები.

ეზეკიელი 21
22. მის მარჯვენა ხელში იყო მისნობა - იერუსალიმი, დაედგა კედელსანგრევი მანქანები, გაეხსნა პირი სიკვდილისათვის, აეწია ხმა მხედრული შეძახილით, დაედგა კედელსანგრევი მანქანები კარიბჭეებთან, დაეყარათ მიწაყრილი, აეშენებინათ ციხე-სიმაგრენი.

ეზეკიელი 26
9. კედლის სანგრევ მანქანას დადგამს შენს კედლებთან და შენს კოშკებს მახვილით ჩამოანგრევს.

1.6.55 Машины - сооруженные для определенной цели
2Пар.26,15 Иез.4,2; 21,22; 26,9