თავდები


საკვანძო მუხლები:

დაბადება 43 : 9 ; დაბადება 44 : 32 ; იობი 17 : 3 ; იგავნი 6 : 1 ; იგავნი 11 : 15 ; იგავნი 17 : 18 ; იგავნი 20 : 16 ; იგავნი 22 : 26 ; იგავნი 27 : 13 ; იოანე 3 : 16 ; საქმენი მოციქულთა 17 : 9 ; ებრაელთა 7 : 22 ;
=4.20.23 თავდები

- იუდა მამის წინაშე ბენიამინის სიცოცხლეზე გარანტიის მიმცემი დაბ.43,9; 44,32
- იობის თავდებობის ვედრება იობ.17,3
- ქრისტე - კაცობრიობისთვის იოან.3,16
- იესო ქრისტე აღთქმის თავდები გახდა ებრ.7,22

თავდებობასთან დაკავშირებულია:
- ხელის ხელზე დარტყმა იგავ.6,1; 17,18
- რისკი იგავ.6,2; 11,15; 20,16; 22,26; 27,13
- სათავდებოს გადასახადი საქ.17,9

ბიბლიის მუხლები

დაბადება 43
9. მე ვიქნები მისი თავდები, ჩემგან მოითხოვე იგი. თუ არ დავაბრუნებ და არ წარმოვადგენ შენს წინაშე, შემცოდე ვიყო შენთან მთელი სიცოცხლე!

დაბადება 44
32. ამ ყმაწვილისათვის მამაჩვენთან მე, შენი მსახური, გავხდი თავდები; ვუთხარი: "უკან თუ არ დაგიბრუნე, მამაჩემის წინაშე სამუდამოდ დამნაშავე ვიყო-მეთქი”.

იობი 17
3. დამიცავი, გევედრები, თავდებად დამიდექი შენს წინაშე, სხვა ვინ მიქომაგებს?

იგავნი 6
1. შვილო, თუ თავდებად ჩადექი შენი ახლობლისთვის და ხელი ხელზე დაარტყი უცხოსათვის,
2. მახეში გაები შენი ბაგის ნათქვამით; დაჭერილი ხარ შენი სიტყვით.

იგავნი 11
15. ვინც თავდებად უდგება უცხოს, უსათუოდ დაზიანდება, თავდებობის მოძულე კი უსაფრთხოდ იქნება.

იგავნი 17
18. უგუნური ადამიანი ხელს ხელზე ურტყამს და თავდებად უდგება სხვას.

იგავნი 20
16. აიღე მისი სამოსელი, რადგან უცხოს უდგება თავდებად. უცხოს წილად გამოართვი გირაო.

იგავნი 22
26. ნუ იქნები იმათგანი ხელს რომ ურტყამენ ხელზე და თავდებად უდგებიან სესხზე,

იოანე 3
16. ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.

საქმეები 17
9. მაგრამ მიიღეს სათავდებო იასონისგან და სხვათაგან, და გაუშვეს ისინი.

ებრაელთა 7
22. ესოდენ უმჯობესი აღთქმის თავდები გახდა იესო.

----------------------------
ალექსანდრე ივანოვის (1833 წ.) ნახატი

4.20.23 Поручитель - ручающийся за другого
Быт.43,9; 44,32 Иов.17,3 Пр.6,1.2; 11,15; 17,18; 20,16; 22,26; 27,13 Ин.3,16 Деян.17,9 Евр.7,22