მანდრაგორა


საკვანძო მუხლები:

დაბადება 30 : 14 ; ქებათა-ქება 7 : 14 ;
=4.15.78 მანდრაგორა

ითვლებოდა ნაყოფიერების სტიმულატორად

დაბ.30,14-16 ქებ.7,14

ბიბლიის მუხლები

დაბადება 30
14. გავიდა ველად რეუბენი ხორბლის მკის დღეებში, იპოვა მანდრაგორები და მიართვა დედას. უთხრა რახელმა ლეას: "გთხოვ, მიწილადე შენი ძის მანდრაგორები”.
15. უთხრა ლეამ: "ქმარი რომ წამართვი, აღარ გყოფნის? ახლა ჩემი ძის მანდრაგორებსაც მართმევ?” უთხრა რახელმა: "ამაღამ შენთან დაწვეს იაკობი, ოღონდ მომეცი შენი ძის მანდრაგორები “.
16. საღამოჟამს, ველიდან რომ დაბრუნდა იაკობი, გამოეგება ლეა და უთხრა: "ჩემთან შემოდი, რადგან ჩემი ძის მანდრაგორებით გამოგისყიდე”. და იმ ღამით იაკობი მასთან დაწვა.

ქებათა ქება 7
14. სურნელება მოაფრქვიეს მანდრაგორებმა, რჩეული ხილია ჩვენს ზღურბლთან, ახალიც და ძველიც - შენთვის შევინახე ჩემო მიჯნურო!

4.15.78 Мандрагора
Быт.30,14-16 Песн.7,14