მცირეწლოვანი დამნაშავეები


საკვანძო მუხლები:

1მეფეთა 2 : 12 ; 1მეფეთა 8 : 3 ; 4მეფეთა 2 : 23 ; იგავნი 13 : 24 ; იგავნი 22 : 6 ; 2ტიმოთე 1 : 5 ;
=4.15.77 მცირეწლოვანი დამნაშავეები

მაგალითები:
- ყელის ვაჟები 1მფ.2,12-17
- სამუელის ძენი 1მფ.8,3-5
- ელისეს დამცინავები 4მფ.2,23.24

დამოკიდებულება მათ მიმართ:
- დისციპლინირება იგავ.13,24
- ადრეული წვრთნა იგავ.23,6
- მაგალითის მიცემა 2ტიმ.1,5

ბიბლიის მუხლები

1მეფეთა 2
12. უღირსები იყვნენ ყელის ვაჟები, არ იცნობდნენ უფალს.
13. არც მღვდლობის მოვალეობას ასრულებდნენ ხალხის წინაშე: როცა ვინმე საკლავს დაკლავდა, მივიდოდა ხორცის ხარშვისას მღვდლის მსახური სამკაპით ხელში.
14. ჩაჰკრავდა ქვაბში, ან ქვაბქოთანში, ან ტაფაში, ანდაც ქილაში და ყველაფერი, რაც სამკაპს ამოჰყვებოდა, მღვდლის ძეს მიჰქონდა. ასე ექცეოდნენ შილოში მიმსვლელ ყველა ისრაელიანელს.
15. უფრო მეტიც: ქონის კმევამდეც მოდიოდა მღვდლის მსახური და ეუბნებოდა შესაწირის პატრონს: "შესაწვავი ხორცი მიეცი მღვდელს, მოხარშულს არ გამოგართმევს, უმი მიეცი”.
16. თუ ეტყოდა კაცი: "ჯერ ქონს ვაკმევ და მერე წაიღე, რაც გენებოსო,” მიუგებდა: "არა, ახლა მომეცი, თორემ ძალით წაგართმევ”.
17. ძალზე დიდი იყო ამ ახალგაზრდა კაცების ცოდვა უფლის წინაშე, რადგან საუფლო მსხვერპლებს ბილწავდნენ ისინი.

1მეფეთა 8
3. არ დადიოდნენ შვილები მამის კვალზე, ანგარებას მისდევდნენ, ქრთამს იღებდნენ და სამართალს ამრუდებდნენ.
4. შეიკრიბა ისრაელის უხუცესობა და მივიდა სამუელთან რამათში.
5. უთხრეს: "აჰა, შენ მოხუცდი, შენი შვილები კი შენს გზას არ მიჰყვებიან; დაგვიდგინე მეფე, რომ განგვსჯიდეს, როგორც სხვა ხალხებშია”.

4მეფეთა 2
23. იქიდან ბეთელში წავიდა. გზაზე რომ მიდიოდა, ბავშვები გამოვიდნენ ქალაქიდან, დასცინოდნენ და ეძახდნენ: "წადი, ქაჩალო! წადი, ქაჩალო!”
24. მოტრიალდა, დაინახა ისინი და დაწყევლა უფლის სახელით. გამოვიდა ტყიდან ორი დათვი და დაგლიჯეს მათგან ორმოცდაორი ბავშვი.

იგავნი 13
24. წკეპლის დამზოგავს სძულს თავისი ძე, შვილის მოყვარული კი გულმოდგინედ წვრთნის მას.

იგავნი 22
6. გაწვრთენი ყმაწვილი, რომ სწორ გზაზე იაროს და სიბერეშიც არ გადაუხვევს მას.

2ტიმოთე 1
5. მახსენდება შენი წრფელი რწმენა, უწინ დიდედაშენ ლოისში და დედაშენ ევნიკეში რომ იყო დამკვიდრებული და მწამს, რომ იგი შენშიცაა.

4.15.77 Малолетние преступники

1цар.2,12-17; 8,3-5; 4цар.2,23.24 Пр.13,24; 24,6; 2Тим.1,5