არ გაიკეთო კერპები


საკვანძო მუხლები:

დაბადება 31 : 19 ; დაბადება 35 : 2 ; გამოსვლა 20 : 3 ; გამოსვლა 23 : 13 ; გამოსვლა 32 : 1 ; გამოსვლა 34 : 14 ; ლევიანნი 19 : 4 ; ლევიანნი 20 : 2 ; ლევიანნი 26 : 1 ; მეორე რჯული 4 : 15 ; მეორე რჯული 5 : 7 ; მეორე რჯული 11 : 28 ; მეორე რჯული 16 : 21 ; 4მეფეთა 18 : 4 ; ფსალმუნები 15 : 4 ; ფსალმუნები 113 : 12 ;
=3.41.16. არ გაიკეთო კერპები

გამ.20,3-5; 32,1-6.8.22-24.31.35; 34,17 ლევ.19,4; 26,1 რჯ.4,15-19.23.25; 5,7-9; 16,21.22

- წარმართთა მსგავსად დაბ.31,19.34.35 რჯ.4,28 ფს.113,12-15

- ადამიანის ხელით გაკეთებული ხის და ქვის კერპები უქმნი და უსარგებლონი არიან რჯ.4,28 ფს.113,12-15

- მათი გამკეთებლები და მათზე მინდობილნი იმ კერპებსვე ემსგავსებიან ფს.113,16

- გაყარეთ უცხო ღმერთები, არ ემსახუროთ, არ ახსენოთ მათი სახელი დაბ.35,2.4 გამ.23,13.24.31.32; 34,14

- ვინც უფლის გარდა სხვა ღმერთებს სწირავს მსხვერპლს უნდა მოიკვეთოს ღვთის ხალხისგან ლევ.20,2-5 რჯ.11,28 ფს.15,4

- ქრისტიანული გამოსახულებანი, ხატები და სხვები, ის, რაც გაკერპებულია, როგორც გააკერპეს და თაყვანისცემის საგნად აქციეს მოსეს მიერ ჩამოსხმული სპილენძის გველი, უნდა იქნას მოცილებული და განადგურებულიც კი, თუკი ის ნეხუშტანად იქცევა 4მფ.18,4

ბიბლიის მუხლები

ბიბლია 31
19. ცხვრის გასაპარსად იყო ლაბანი წასული და მოჰპარა რახელმა მამამისს საოჯახო კერპები.
34. აიღო რახელმა კერპები, აქლემის უნაგირის ქვეშ ამოდო და ზედ დაჯდა. გაჩხრიკა ლაბანმა მთელი კარავი და ვერაფერი იპოვა.
35. და უთხრა რახელმა მამას: "ნუ მიწყენს ჩემი ბატონი, მაგრამ არ შემიძლია წამოდგომა შენს წინაშე, რადგან დედათა წესი მჭირს”. ეძება ლაბანმა და ვერ იპოვა კერპები.

დაბადება 35
2. უთხრა იაკობმა თავის სახლეულს და ყველას, ვინც მასთან იყო: "მოიშორეთ უცხო ღმერთები, რომლებიც თქვენშია, განიწმინდენით და გამოიცვალეთ სამოსელი.
4. მისცეს იაკობს ყველა უცხო ღმერთი, რომელიც კი ჰქონდათ, აგრეთვე საყურეები, და ჩაფლა ისინი იაკობმა შექემთან მდგარი მუხის ქვეშ.

გამოსვლა 20
3. არ იყოლიო სხვა ღმერთები ჩემს გარდა.
4. არ გაიკეთო კერპები და არც რაიმე ხატი იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა და რაც წყალშია, მიწის ქვემოთ.
5. თაყვანი არ სცე მათ და არც ემსახურო, რადგან მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, ეჭვიანი ღმერთი, რომელიც მამათა ცოდვას შვილებს მოვკითხავ, ჩემს მოძულეებს მესამე და მეოთხე თაობაში.

გამოსვლა 23
13. დაიცავით ყველაფერი, რაც გითხარით, არ ახსენოთ სხვა ღმერთების სახელი და არც დასცდეს თქვენს ბაგეებს.
24. თაყვანი არ სცე მათ ღმერთებს, არც ემსახურო და არ აკეთო მათნაირი საქმეები, არამედ ბოლომდე დაანგრიე ისინი და დალეწე მათი სვეტები.
31. გავავლებ საზღვარს მეწამული ზღვიდან ფილისტიმელთა ზღვამდე და უდაბნოდან მდინარემდე, რადგან მოგცემ ხელში ამ ქვეყნის მცხოვრებთ და გარეკავ მათ შენგან.
32. ნუ დადებ აღთქმას ნურც მათთან, ნურც მათ ღმერთებთან.

გამოსვლა 32
1. დაინახა ხალხმა, რომ აყოვნებდა მოსე მთიდან ჩამოსვლას, შეიკრიბნენ აჰარონთან და უთხრეს: "ადექი, გაგვიკეთე ღმერთი, რომელიც ჩვენი წინამძღოლი იქნება, რადგან არ ვიცით, რა შეემთხვა იმ კაცს, მოსეს, რომელმაც გამოგვიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან”.
2. უთხრა მათ აჰარონმა: "ჩამოხსენით ოქროს საყურეები თქვენს ცოლებს, ძეებსა და ასულებს და მოიტანეთ ჩემთან”.
3. და ჩამოიხსნა მთელმა ხალხმა ოქროს საყურეები ყურებიდან და მიუტანეს აჰარონს.
4. აიღო მათი ხელიდან აჰარონმა, გამოკვეთა საჭრეთელით დარიჯაგი და ხბო ჩამოასხა. თქვეს: "ესაა შენი ღმერთი, ისრაელო, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოგიყვანა”.
5. ეს რომ დაინახა აჰარონმა, სამსხვერპლო ააგო მის წინ და თქვა: "უფლის დღესასწაულია ხვალ!”
6. ადგნენ მეორე დღეს დილაადრიანად, სრულადდასაწველი შესწირეს და სამშვიდობო მსხვერპლიც მიიტანეს; დასხდა ხალხი საჭმელად და სასმელად, მერე ადგნენ და გამართეს ცეკვა-თამაში.
8. მალე გადაუხვიეს გზიდან, რომელიც დავუდგინე: ხბო ჩამოასხეს, თაყვანს სცემენ მას და მსხვერპლს სწირავენ, ამბობენ: ეს არისო შენი ღმერთი, ისრაელ, რომელმაც გამოგიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან”.
22. უთხრა აჰარონმა: "ნუ აინთება ჩემი ბატონის რისხვა: შენ იცი, რომ ბოროტებისკენ არის მიდრეკილი ეს ხალხი.
23. მითხრეს: გააკეთე ჩვენთვის ღმერთი, რომელიც ივლის ჩვენს წინ, რადგან არ ვიცით რა დაემართა მოსეს, კაცს, რომელმაც გამოგვიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან.
24. ვუთხარი: ვისაც აქვს ოქრო, ჩამოიხსნას და მომცეს; ცეცხლში ჩავყარე და ეს ხბო გამოვიდა”.
31. დაბრუნდა მოსე უფალთან და უთხრა: "დიდი ცოდვა ჩაიდინა ამ ხალხმა: ოქროს ღმერთი გაიკეთა.
35. და მოსრა უფალმა ხალხი ჩადენილის გამო - ხბოსათვის, რომელიც გააკეთა აჰარონმა.

გამოსვლა 34
14. რადგან თაყვანი არ უნდა სცე სხვა ღმერთს, ვინაიდან ეჭვიანია უფლის სახელი და ეჭვიანია იგი.
17. ნუ გაიკეთებ ჩამოსხმულ ღმერთებს.

ლევიანნი 19
4. ნუ მიბრუნდებით კერპებისკენ და ნუ გაიკეთებთ ჩამოსხმულ ღმერთებს: მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.

ლევიანნი 20
2. "უთხარი ისრაელის ძეებს: ყოველი, ვინც თავის ნაშიერს მოლოქს მისცემს, ისრაელის ძე იქნება თუ მწირი ისრაელში, უსათუოდ მოკვდეს; მთელმა ხალხმა ჩაქოლოს იგი.
3. მოვმართავ ჩემს სახეს იმ კაცის წინააღმდეგ და მოვკვეთ მისი ხალხიდან, რადგან მოლოქს შესწირა თავისი ნაშიერი, რათა შეებილწა ჩემი საწმიდარი და შეებღალა ჩემი წმიდა სახელი.
4. თუ ხალხი თვალს აარიდებს იმ კაცს, რომელიც თავის ნაშიერს მოლოქს მისცემს და არ მოკლავს მას,
5. ჩემს სახეს მოვმართავ იმ კაცისა და მისი სახლეულის წინააღმდეგ და მოვკვეთ მას და ყოველს, მისი და მოლოქის კვალდაკვალ მემრუშეს, მათი ხალხიდან.

ლევიანნი 26
1. "არ გაიკეთოთ კერპები და გამოსახულებანი, არ აღმართოთ სვეტები და მოხატული ქვა არ დაიდგათ ქვეყანაში თაყვანის საცემად, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.

მეორე რჯული 4
15. იფხიზლეთ, ვინაიდან არავითარი გამოსახულება არ გიხილავთ იმ დღეს, როცა გელაპარაკებოდათ უფალი ხორებზე, შუაგულ ცეცხლიდან,
16. რათა არ გაირყვნათ და არ გაიკეთოთ თქვენთვის ქანდაკება, რომელიმე კერპის, კაცის ან ქალის გამოსახულება;
17. დედამიწაზე არსებული რომელიმე ცხოველის ან ცაში მფრენი ფრთოსნის გამოსახულება,
18. რომელიმე ქვეწარმავლისა დედამიწაზე და მის ქვეშ, წყლებში მყოფი რომელიმე თევზის გამოსახულება;
19. რათა ცისკენ თვალის აპყრობისას, მზის, მთვარის, ვარსკვლავებისა და მთელი ციური ლაშქრის დანახვისას, ცდუნებამ არ შეგიპყროთ და არ ეთაყვანოთ და არ ემსახუროთ მათ, რადგან უფალმა, თქვენმა ღმერთმა, უწილადა ისინი ყველა ხალხს მთელ ცისქვეშეთში.
23. გაფრთხილდით, არ დაივიწყოთ უფლის, თქვენი ღმერთის აღთქმა, რომელიც დაგიდოთ; ნუ გაიკეთებთ რომელიმე არსების ქანდაკებას, როგორც გიბრძანათ უფალმა, თქვენმა ღმერთმა;
25. იმ მიწაზე ხანგრძლივი ცხოვრების შემდეგ, როცა შეგეძინებათ შვილები და შვილიშვილები, თუ წახდებით და გაიკეთებთ რომელიმე არსების ქანდაკებას, ამით ბოროტებას ჩაიდენთ, უფლის, თქვენი ღმერთის თვალში, მის გასაბრაზებლად.
28. და მოემსახურებით იქ ადამიანის ხელით ხისა და ქვისგან გაკეთებულ ღმერთებს, რომლებიც ვერც ხედავენ, არც ესმით, ვერც ჭამენ და ვერც ყნოსავენ.

მეორე რჯული 5
7. არ იყოლიო სხვა ღმერთები ჩემ გარდა.
8. არ გაიკეთო კერპი და არც რაიმე ხატი იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა და რაც წყალშია და მიწის ქვემოთ.
9. არც თაყვანი სცე მათ და არც ემსახურო, რადგან, მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, ღმერთი ეჭვიანი, რომელიც შვილებს მოვკითხავ მამათა ცოდვას, ჩემს მოძულეებს მესამე და მეოთხე თაობაში;

მეორე რჯული 11
28. წყევლას - თუ არ შეისმენთ უფლის, თქვენი ღმერთის მცნებებს და გადაუხვევთ იმ გზას, რომელსაც მე გიბრძანებთ დღეს და გაჰყვებით სხვა ღმერთებს, რომელთაც არ იცნობთ.

მეორე რჯული 16
21. არავითარი ხე არ დაირგოთ აშერად, უფლის, თქვენი ღმერთის სამსხვერპლოსთან, რომელსაც აიშენებთ თქვენთვის.
22. ნურც სვეტებს აღმართავთ, რადგან სძულს ეს უფალს, თქვენს ღმერთს.

4მეფეთა 18
4. მან გააუქმა მაღლობები, დაამსხვრია ქანდაკებანი და აჩეხა აშერი. მანვე დაამსხვრია მოსეს გაკეთებული სპილენძის გველი, რადგან ისრაელის ძენი იმ დღეებამდე უკმევდნენ და ნეხუშტანს უწოდებდნენ მას.

ფსალმუნი 15
4. დარდი გაუმრავლდება, ვინც უცხო ღმერთებისკენ ისწრაფვის. არ შევწირავ მათი სისხლის საღვრელს და არც მათ სახელს მოვიტან ბაგეზე.

ფსალმუნი 113
12. მათი კერპები ვერცხლი და ოქროა, ადამიანთა ხელით შექმნილი.
13. პირი აქვთ და ვერ ლაპარაკობენ, თვალები აქვთ და ვერ ხედავენ.
14. ყურები აქვთ და არ ესმით, ცხვირი აქვთ და ვერ იყნოსავენ.
15. ხელები აქვთ და ვერაფერს ეხებიან, ფეხები აქვთ და ვერ დადიან, ხმას ვერ გამოსცემენ თავისი ხორხიდან.
16. მათ დაემსგავსებიან მათი გამკეთებლები, ყველა, ვინც მათზეა მინდობილი.

__თემაზე წერდნენ__
***
ნუ ჩაუღრმავდები ცის დიდებულებას და მისი მოძრაობის მრავალ ფეროვნებას, ნურც მზის ბრწყინვალებას დააკვირდები განსაკუთრებულად, ნურც მთვარის ნათელს, ნურც სხვა ციურ სხეულთა და ვარსკვლავთა ბრჭყვიალს, ნურც ჰაერის ვარგისიანობას სუნთქვისთვის და ნურც ზღვისა და ხმელეთის მრავალ სარგებლიანობას ადამიანთათვის, და გეშინოდეს, რაიმე ღმერთად არ შერაცხო ყოველივე ამისგან, რამეთუ ყველაფერი ეს ღმერთისათვის არსებობს, როგორც მისი ქმნილება - მისი სიტყვით არსებობიდან არსებობად მოყვანილი.
__ წმ. გრიგოლ პალამა __

***
- მითხარ მე სახე სიბრძნისაი, და რად აქვს ნათესავსა ამას ჩვენსა სიყვარული კერპტთა მიმართ.
- კაცმან ვინმემ შეიპყრა მჭვრინავი და დაჰკვლიდა მას.
ხოლო მან ჰრქვა:
- რაისათვის გნებავს დაკლვაი ჩემი, რამეთუ არა არს ჩემ თანა განსაძღებელი შენი? უკეთუ განმიტეო, გასწავნე სამნი მცნებანი და, უკეთუ დაიმარხნე, სცხოვნდე და სარგებელ გეყო. – ხოლო მან ისმინა და განუტევა. ხოლო იგი დაჯდა რტოსა ხეთასა და ჰრქვა: - აუწვთომელსა ნუ ეწვთები, გარდასრულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხვასა ნუ უზამ, და სცხოვნდე. – ხოლო უნდოდა გამოცდაი კაცისაი მის, თუ ვითარ დაიმარხნეს მცნებანი იგი. და ჰრქვა: - კაცო, უკეთუმცა ცოდნილ იყავ და მე დაგეკალ, ჩემსა ინჩახვსა იდვა მარგალიტი სირაქლემისა კვერცხისა ოდენი და იგიმცა გამოგეღო, შენ დიდი საფასე შეგძენოდა!
და ვითარცა ესმა კაცსა მას, იწყო სინანულად და ენება შეპყრობაი მისი და დაკლვაი და ჰრქვა:
- ვინაითგან მასწავენ მცნებანი, სხვაი არა მაქვს ნაცვალი, რაითა მიგიზღო. აწ მოვედ სახედ ჩემდა, რამეთუ ზამთარი ესე ფიცხელ არს, და მე კეთილად გიღვაწო და განგისვენო და განგიტეო.
ჰრქვა მას მჭვრინავმან:
- ცუდ არს სწავლაი მცნებათა ჩემთაი შენდა მიმართ, რამეთუ სამივე მცნებაი აწვე დაშალე: რამეთუ გარდასრულ არს გაშვებაი ჩემი და ინანი; და შეპყრობაი ჩემი აუწვთომელ არს და ეწვთები; და სიკვდილი შენი არა გნებავს და ჩემსა დაკვლასა ჰლამი. ხოლო მე გამოგცადე, თუ ვითარ დაიმარხავ მცნებათა და აწ ვითარ გრწამს, თუ არა ჩემსა ინჩახვსა მარგალიტი ვითარცა სირაქლემისა კვერცხისა ოდენი, რამეთუ თვით ნაკრტენითურთ არცა ხოლო თუ ნატამალი ვარ სირაქლემისა კვერცხისა?!
- აწ, ძეო მეფისაო, უკეთუ ასწავებდე კაცთა უგუნურთა, არავე ირწმუნებენ და გარდაჰხდებიან მცნებათა ღმრთისათა და თავით თვისით მოგონებულსა დაამტკიცებენ. რამეთუ ხელითა თვისითა შეუქმნიან კერპნი და ღმრთად თაყვანის სცემენ და იტყვიან: ესენი არიან მხსნელნი ჩვენნი ბოროტისაგან. და მონაგებთა მათთა წარაგებენ მათ ზედა, რამეთუ ეშმაკნი დამკვიდრებულ არიან მათ შინა. და მათსა ირწმუნებენ და არა გულისხმა ჰყოფენ, ვითარმედ ერთ არს ღმერთი, მამაი ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქვეყნისაი, უფალი ჩვენი იესუ ქრისტე და წმიდაი სული, რომელი მამისაგან გამოვალს. იგი მხოლოდ დამბადებელ და სხვანი დაბადებულ, იგი ხოლო უჟამო და სხვანი ჟამიერ, იგი ხოლო ძლიერ და ყოველნი უძლურ, იგი ხოლო მაღალ და ყოველნი მდაბალ; და ყოველი მის მიერ შეიქმნა და თვინიერ მისსა არცა ერთი რაი იქმნა; და რამეთუ სახიერ, მოწყალე, სულგრძელ და კაცთმოყვარე არს და განუმზადებიან მორჩილთათვის საშვებელნი, ხოლო ურჩთათვის – სატანჯველნი. ამანვე სამგვამოვნებით და ერთარსებით დიდებულმან გყავნ მეძიებელ ნებისა მისისა, რაითა სცხოვნდე ძალითა ერთარსისა სამებისაითა. ხოლო უკეთუ დაიმარხნე მცნებანი მისნი, მერმე სცნა, თუ ვითარ ჯერ არს მეცნიერებაი მისი.
__ სიბრძნე ბალაჰვარისი უცნობი ავტორისა __

***
ძეგლი კერპად იქცევა თაყვანისცემით. მოვერიდოთ აღმართულ საცთურებს და მხოლოდ ინტერესით შევხედოთ, როგორ გაივლ-გამოივლიდნენ და რა ქცევები ექნებოდათ თავის დროზე მათ, ვისაც განასახიერებენ ისინი დღეს ისინი.
__ მირზა ბადიაური __

3.41.16. Не делай себе идолов
Быт.31,19.34.35; 35,2.4 Исх.20,3-5; 23,13.24.31.32; 32,1-6.8.22-24.31.35; 34,14.17 Лев.19,4; 20,2-5; 26,1 Вт.4,15-19.23.25.28; 5,7-9; 11,28; 16,21.22; 4цар.18,4 Пс.15,4; 113,12-16