საკუთარი სამოსელის შემოგლეჯა, შემოხევა - წუხილის გამოსახატავად


საკვანძო მუხლები:

დაბადება 37 : 29 ; დაბადება 44 : 13 ; ლევიანნი 10 : 6 ; ლევიანნი 21 : 10 ; რიცხვნი 14 : 6 ; იესო ნავეს ძე 7 : 6 ; მსაჯულნი 11 : 35 ; 2მეფეთა 1 : 10 ; 2მეფეთა 3 : 31 ; 2მეფეთა 13 : 19 ; 3მეფეთა 21 : 27 ; 4მეფეთა 5 : 7 ; 4მეფეთა 6 : 30 ; 4მეფეთა 11 : 14 ; 4მეფეთა 19 : 1 ; 2ნეშტთა 23 : 13 ; 2ნეშტთა 34 : 19 ; ეზრა 9 : 3 ; ესთერი 4 : 1 ; იობი 1 : 20 ; იობი 2 : 12 ; ესაია 37 : 1 ; იერემია 36 : 24 ; იოველი 2 : 13 ; იონა 3 : 6 ; მიქა 1 : 8 ; მათე 26 : 65 ; მარკოხი 14 : 63 ; საქმენი მოციქულთა 14 : 14 ; ესაია 36 : 22 ;
=3.45.6 საკუთარი სამოსელის შემოგლეჯა, შემოხევა - წუხილის გამოსახატავად

ბიბლიური კონკრეტული ადგილების განმარტებისთვის

- მოულოდნელი უსაზღვროდ ღრმა წუხილის ნიშნად, რომ ვერ დაიცვა ძმის სიცოცხლე, ამ განსაცდელს ერთვის რეუბენის პასუხისმგებლობაც მშობლის წინაშე დაბ.37,[29]
- გლოვის ნიშნად დაბ.37,34; 2მფ.1,10
- უკიდურესი წუხილის ნიშნად დაბ.44,13
- მოჯანყეთა გადასარწმუნებლად რიცხ.14,6
- განცდილი მარცხის გამო იესნ.7,6
- დადებული აღთქმის უცვალებლად აღსრულების გაცნობიერების გამო მსაჯ.11,35
- გლოვის გამოცხადება 2მფ.3,31
- გადატანილი სირცხვილის გამო გლოვის ნიშნად 2მფ.13,19
- ღვთის წინაშე დამდაბლებით მარხულობის ნიშნად 3მფ.21,27
- უსუსურებით გამოწვეული წუხილის გამოხატულებად 4მფ.5,7; 19,1 ეს.36,22
- ხალხის უბედურ მდგორეობაზე გოდება 4მფ.6,30 ეზრ.9,3 ესთ.4,1
- ძალაუფლების დაკარგვის მოახლოების გამო 4მფ.11,14; 2ნეშ.23,13
- წუხილი იმის გამო, რომ მისი მმართველობისას არ სრულდებოდა ღვთის სიტყვის მოთხოვნები 4მფ.22,11.19; 2ნეშ.34,19
- გადატანილი უბედურების გამო იობ.1,20
- თანაგრძნობის ნიშნად იობ.2,12
- წუხილი და სინანული გამოხატულებაა ღმერთის წინაშე მორჩილებისა და მასზე დამოკიდებულებისა ეს.37,1 მიქ.1,8
- სამეფო სამოსელის გახდა მონანიებითი მარხვის დროს იონ.3,6
- სულიერი ტკივილის გამოხატულებად ღვთის გმობის შესწრებისას - რომ არ ქნან ეს - პავლე და ბარნაბა სხეულის გამოჩენის ჟესტით აჩვენებენ ლიკაონიელებს, რომ ჩვეულებრივი, უბრალო ადამიანები არიან და არა ღმერთები - ეს არის წმინდა მრისხანების გამოვლინება, მიზანი კი მათი ჭეშმარიტ ღმერთთან მობრუნება საქ.14,14

- მოწოდება არ იგლოვონ უღირსებზე, რათა თავადაც არ დაიღუპონ და არ დაატყდეს ღვთის რისხვა მთელ საზოგადოებას ლევ.10,6
- მთავარ მღვდელს ეკრძალებოდა საკუთარი ახლობლების დატირებაც კი, ღრმა წუხილის გამოსახატად სამოსლის შემოხევა ლევ.21,10 მათ.26,65 მარ.14,63
- გულები დაიგლიჯეთ და არა სამოსელი! მოუბრუნდით უფალს, თქვენს ღმერთს! - ჭეშმარიტი მონანიებისკენ მოწოდება იოვ.2,13

- რომ არ შემოუგლეჯიათ სამოსელი მსახურებს მეფისგან ღვთის სიტყვის უგულვებელყოფაზე, ვითომცდა მისი დაწვით წინასწარმეტყველება არ აღსრულდებაო - შესანიშნავი ილუსტრაციაა იმისა თუ როგორ არ აქვთ პროტესტი ყოველი დროის ლიბერალებსა და რაციონალისტებს (მაკდონალდი) იერ.36,24

3.45.6 Разодрать одежду свою
Быт.37,[29].34; 44,13 Лев.10,6; 21,10 Чис.14,6 Иисн.7,6 Суд.11,35; 2цар.1,10; 3,31; 13,19; 3цар.21,27; 4цар.5,7; 6,30; 11,14; 19,1; 2Пар.23,13; 34,19 Езд.9,3 Есф.4,1 Иов.1,20; 2,12 Ис.36,22; 37,1 Иер.36,24 Иоил.2,13 Ион.3,6 Мих.1,8 Матф.26,65 Мар.14,63 Деян.14,14