ენის ბორძიკი, ბორკვა, ბოჭვა, ბრგვნილობა, სიბლუე, ჩლიფინი, ლუღლუღი


საკვანძო მუხლები:

გამოსვლა 6 : 12 ; ესაია 32 : 4 ; მარკოზი 7 : 32 ; ესაია 28 : 11 ; 1კორინთელთა 14 : 21 ;
=4.18.38 ენის ბორძიკი, ბორკვა, ბოჭვა, ბრგვნილობა, სიბლუე, ჩლიფინი, ლუღლუღი

მეტყველების დარღვევა; სათქმელის არანათლად დაბრკოლებებით გადმოცემა

- ჰქონდა მოსეს გამ.6,12.30
- განკურნა იესომ მარ.7,32-35
- ხალხის სასჯელი ეს.28,11; 1კორ.14,21
- ათასწლოვანი მეფობის ჟამს არ იქნება ეს.32,4

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 6
12. ილაპარაკა მოსემ უფლის წინაშე და თქვა: აჰა, არ მისმინეს ისრაელიანებმა. როგორღა მომისმენს ფარაონი, მე ხომ ენაბრგვილი ვარ?
30. თქვა მოსემ უფლის წინაშე. მე ხომ ენაბრგვილი ვარ, როგორ მომისმენს ფარაონი?

ესაია 28
11. დიახ, ლუღლუღა ბაგეებით და უცხო ენით დაელაპარაკება ამ ხალხს.

ესაია 32
4. თავქარიანთა გული ჭეშმარიტებას ჩაწვდება და ენაბორძიკთა ენა სწრაფად და გარკვევით იმეტყველებს.

მარკოზი 7
32. მოიყვანეს მასთან ყრუ და ენაბლუ და ევედრებოდნენ ხელი დაედო მისთვის.
33. ცალკე გაიყვანა, ხალხისგან მოშორებით, თითებით ყურები დაუცო, დააფურთხა და შეეხო მის ენას;
34. ცას ახედა, ამოიოხრა და უთხრა მას: "ეფფათა”, რაც ნიშნავს: "განიხსენ”.
35. მყისვე გაეხსნა მას სასმენელი, ენის შებოჭილობაც აეხსნა და გამართულად დაიწყო ლაპარაკი.

4.18.38 Косноязычие - расстройство речи, неясное произношение
Исх.6,12.30 Ис.28,11; 32,4 Мар.7,32-35; 1Кор.14,21