ქრისტე მოვიდა დაკარგულის მოსაძებნად და სახსნელად


საკვანძო მუხლები:

დაბადება 37 : 16 ; ქებათა-ქება 1 : 7 ; ეზეკიელი 34 : 16 ; მათე 15 : 24 ; მათე 18 : 11 ; ლუკა 5 : 32 ; ლუკა 15 : 4 ; ლუკა 19 : 10 ; 1იოანე 4 : 9 ; 1ტიმოთე 1 : 15 ;
=2.3.68 ქრისტე მოვიდა დაკარგულის მოსაძებნად და სახსნელად

ეზეკ.34,16 მათ.15,24; 18,11 ლუკ.5,32; 15,4; 19,[10]; 1იოან.4,9-14; 1ტიმ.1,15

- ძველ აღთქმაში დაკარგულთა მძებნელ ქრისტეს პირველსახეა იოსები, რომელიც მის მიმართ მტრულად განწყობილ ძმებს დაეძებს დაბ.37,[16]

- ასეთივე სახეა შეყვარებულისგან საყვარელი მწყემსი ასულის ძებნა სოლომონის წიგნში ქებ.1,7

ბიბლიის მუხლები

დაბადება 37
16. თქვა: “ჩემს ძმებს ვეძებ; მითხარი, სად მწყემსავენ ისინი?”

ქებათა ქება 1
7. მითხარი, ჩემი სულის შეყვარებულო, სად აძოვებ, სად ისვენებ შუადღისას, რისთვის ვიხეტიალო შენი მეგობრების ჯოგებში?”

ეზეკიელი 34
16 დაკარგულს მოვიკითხავ და გაბნეულს დავაბრუნებ, მოტეხილს შევუხვევ და ავადმყოფს გავამაგრებ, მსუქანსა და მაგარს გავანადგურებ. მე დავმწყემსავ მათ სამართლიანად.

მათე 15
24, მან მიუგო და უთხრა: “მე მოვლინებული ვარ მხოლოდ ისრაელის სახლის დაღუპულ ცხვრებთან.”

მათე 18
11. ვინაიდან კაცის ძე დაღუპულის სახსნელად მოვიდა.

ლუკა 5
32. მოვედი არა მართალთა მოსაწოდებლად, არამედ ცოდვილთა, რათა მოინანიონ.”

ლუკა 15
4. “რომელიმე თქვენგანს რომ ასი ცხვარი ჰყავდეს და ერთი დაეკარგოს, განა არ დატოვებს ოთხმოცდაცხრამეტს უდაბნოში და არ წავა დაკარგულის საძებრად, ვიდრე არ იპოვის?

ლუკა 19
10. რადგან ძე კაცისა მოვიდა დაკარგულის მოსაძებნად და სახსნელად.”

1იოანე 4
9. ღვთის სიყვარული იმით გამოგვეცხადა, რომ ღმერთმა მოავლინა სოფელში თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა მისით ვიცოცხლოთ.

1ტიმოთე 1
15. სარწმუნოა და სრულიად მიღების ღირსია სიტყვა, რომ ქრისტე იესო მოვიდა სოფელში ცოდვილთა სახსნელად, რომელთა შორის პირველი მე ვარ.

2.3.68 Христос пришел взыскать и спасти погибшее
Быт.37,[16] Песн.1,7 Иез.34,16 Матф.15,24; 18,11 Лук.5,32; 15,4; 19,[10]; 1Ин.4,9-14; 1Тим.1,15