გასაღების შესახებ ბიბლიაში


საკვანძო მუხლები:

მსაჯულნი 3 : 25 ; ესაია 22 : 22 ; მათე 16 : 19 ; ლუკა 11 : 52 ; გამოცხადება 1 : 18 ; გამოცხადება 3 : 7 ; გამოცხადება 9 : 1 ; გამოცხადება 20 : 1 ;
=2.1.79 გასაღების შესახებ ბიბლიაში

სტყვასიტყვით:
- სახლის მსაჯ.3,25

ნათქვამია:
- ქრისტეს ძალაუფლებაზე ეს.22,22 გმცხ.1,18; 3,7
- ქრისტეს მოციქულთა სრულ ძალაუფლებაზე მათ.16,19
- მიეცემა ანგელოზს გმცხ.9,1; 20,1

სიმბოლურად:
- სასულიერო მოღვაწეების მიერ სულიერი ცოდნის მასებისთვის დაფარვის შესახებ ლუკ.11,52

ბიბლიის მუხლები

მსაჯულნი 3
25. იცადეს, ვიდრე არ შეფიქრიანდნენ. და აჰა, არ იქნა და არ გააღო მან ზემო ოთახის კარი. ამიტომ აიღეს გასაღები და გახსნეს კარი და აჰა, მათი ბატონი მიწაზე აგდია მკვდარი.

ესაია 22
22. მხარზე დავადებ დავითის სახლის გასაღებს; გააღებს და ვერავინ დაკეტავს, დაკეტავს და ვერავინ გააღებს.

მათე 16
19. მოგცემ ცათა სამეფოს გასაღებებს და, რასაც შეკრავ დედამიწაზე, შეკრული იქნება ზეცაშიც, ხოლო რასაც გახსნი დედამიწაზე, გახსნილი იქნება ზეცაშიც”.

ლუკა 11
52. ვაი თქვენ, რჯულის მცოდნენო, რომ წარიტაცეთ ცოდნის გასაღები! არც თქვენ შეხვედით და შემსვლელებიც დააბრკოლეთ.”

გამოცხადება 1
18. და ცოცხალი; მკვდარი ვიყავი და, აჰა, ცოცხალი ვარ უკუნითი უკუნისამდე; მე მაქვს სიკვდილისა და ჯოჯოხეთის გასაღები.

გამოცხადება 3
7. "ფილადელფიის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ასე ამბობს-თქო, წმიდა, ჭეშმარიტი, დავითის გასაღების მქონე, რომელიც გააღებს და ვერავინ დაკეტავს, დაკეტავს და ვეღარავინ გააღებს:

გამოცხადება 9
1. დააყვირა მეხუთე ანგელოზმა და ვიხილე ციდან დედამიწაზე ჩამოვარდნილი ვარსკვლავი; და მიეცა მას უფსკრულის ჯურღმულის გასაღები.

გამოცხადება 20
1. და ვიხილე ზეციდან ჩამომავალი ანგელოზი, რომელსაც ხელში უფსკრულის გასაღები და დიდი ჯაჭვი ეჭირა.

2.1.79 Ключ - для открывания замков
Суд.3,25 Ис.22,22 Матф.16,19 Лук.11,52 Отк.1,18; 3,7; 9,1; 20,1