დაფდაფი


საკვანძო მუხლები:

გამოსვლა 15 : 20 ; 1მეფეთა 10 : 5 ; 1მეფეთა 18 : 6 ; 2მეფეთა 6 : 5 ; 1ნეშტთა 13 : 8 ; ეზრა 3 : 10 ; იობი 21 : 12 ; ესაია 24 : 8 ; ესაია 30 : 32 ; ეზეკიელი 28 : 13 ; 1კორინთელთა 13 : 1 ;
=3.20.13 დაფდაფი

გამ.15,20; 1მფ.10,5; 18,6; 2მფ.6,5; 1ნეშ.13,8 ეზრ.3,10 იობ.21,12 ეს.24,8; 30,32 ეზეკ.28,13

- მოჟღრიალე რვალი 1კორ.13,1

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 15
20. აიღო ხელში დაფდაფი მირიამ წინასწარმეტყველმა, აარონის დამ, და მიჰყვნენ მას დედაკაცები დაფდაფებით და დააბეს ფერხული.

1მეფეთა 10
5. შემდგომ ამისა ღვთის ბორცვზე ახვალ, სადაც ფილისტიმელთა სადარაჯოებია. ქალაქში შესვლისას შეხვდები გორაკიდან ჩამომავალ ქადაგთა გუნდს, რომელთაც წინ მიუძღვებიან ქნარით, დაფდაფით, სტვირითა და ებნით. თავად კი ქადაგებენ.

1მეფეთა 18
6. როცა ბრუნდებოდა დავითი ფილისტიმელის დამარცხების შემდეგ, გამოდიოდნენ ქალები ისრაელის ყველა ქალაქიდან საულ მეფის მისაგებებლად სიმღერით და ცეკვით, დაფდაფებით, მხიარული შეძახილებით,

2მეფეთა 6
5. დავითი და მთელი ისრაელის სახლი უკრავდნენ უფლის წინაშე კვიპაროსის ხის საკრავებს, ქნარებს, ბობღნებს, დაფდაფებს, ჩანგებსა და წინწილებს.

1ნეშტთა 13
8. დავითი და მასთან ერთად მთელი ისრაელი როკავდა ღვთის წინაშე მთელი ძალ- ღონით; მღეროდნენ და უკრავდნენ ქნარებს, ბობღნებს, დაფდაფებს, ჩანგებსა და წინწილებს.

ეზრა 3
10. როცა მშენებლები შეუდგნენ უფლის ტაძრის საძირკვლის ჩაყრას, დააყენეს შემოსილი მღვდლები საყვირებით და ლევიანები, ასაფის ძენი, დაფდაფებით, რათა ედიდებინათ უფალი ისრაელის მეფის, დავითის, წესის მიხედვით.

იობი 21
12. დაფდაფზე და ქნარზე მღერიან და სალამურის ხმაზე მხიარულობენ;

ესაია 24
8. შეწყდა ხმა დაფდაფებისა, მინავლდა მოლხინეთა ხმაური, დაცხრა ქნარის მხიარულება.

ესაია 30
32. ყოველი ჩავლა დამსჯელი კვერთხისა, რომელსაც უფალი დაუშვებს მასზე, დაფდაფთა და ქნართა ხმაზე მოხდება. მოღერებული მკლავით შეებრძოლება მას.

ეზეკიელი 28
13. ედემში, ღვთის ბაღში იყავი, ყოველნაირი ძვირფასი ქვა იყო შენი საფარველი; სარდიონით, თეთრი იაგუნდით, ალმასით, ქარვით, ონიქსით, იასპით, საფირონით, ანთრაკით, ზურმუხტით და ოქროთი იყო მოოჭვილი შენი დაფდაფები და სტვირები; შენი შექმნის დღეს იყო გამზადებული.

1კორინთელთა 13
1. კაცთა და ანგელოზთა ენებზეც რომ ვმეტყველებდე, სიყვარული თუ არა მაქვს, მხოლოდ რვალი ვარ მოჟღრიალე, მხოლოდ წკრიალა წინწილი.

3.20.13 Кимвал
Исх.15,20; 1цар.10,5; 18,6; 2цар.6,5; 1Пар.13,8 Езд.3,10 Иов.21,12 Ис.24,8; 30,32 Иез.28,13; 1Кор.13,1