კათედრა, შემაღლება, კვარცხლბეკი სიტყვის სათქმელად


საკვანძო მუხლები:

4მეფეთა 11 : 14 ; 2ნეშტთა 24 : 20 ; 2ნეშტთა 34 : 31 ; ნეემია 8 :
=4.18.36 კათედრა, შემაღლება, კვარცხლბეკი სიტყვის სათქმელად

4მფ.11,14; 2ნეშ.24,20; 34,31 ნეემ.8,4-8

ბიბლიის მუხლები

4მეფეთა 11
14. გაიხედა და, აჰა, წესისამებრ კვარცხლბეკზე დგას მეფე, მთავრები და მებუკენი მეფის გვერდით; ხალხი მხიარულობს და საყვირებს აყვირებს. შემოიხია სამოსელი ღოთოლიამ და შესძახა: "ღალატია! ღალატი!”

2ნეშტთა 24
20. ღვთის სულმა მოიცვა ზაქარია, იეჰოიადაყის ძე, მღვდელი, და შედგა იგი ხალხის წინ შემაღლებაზე და თქვა: „ასე ამბობს ღმერთი: რატომ არღვევთ უფლის მცნებებს? ამიტომ ხელი აღარ მოგემართებათ; რაკი მიატოვეთ უფალი, ისიც გტოვებთ თქვენ.“

2ნეშტთა 34
31. შედგა მეფე თავის კვარცხლბეკზე და აღთქმა დადო უფლის წინაშე, რომ უფალს გაჰყვებოდა და დაიცავდა მის მცნებებს, მოწმობებსა და წესდებებს - მთელი თავისი გულითა და გონებით, ამ წიგნში ჩაწერილი აღთქმის სიტყვების აღსასრულებლად.

ნეემია 8
4. იდგა ეზრა მწიგნობარი ხის კვარცხლბეკზე, რომელიც ამ ამბის გამო გააკეთეს. გვერდში ედგნენ: მათითია, შემა, ყანაია, ურია, ხილკია და ზაქარია - მარჯვნივ, მარცხნივ კი - ფედაია, მიშაელი, მალქია, ხაშუმი, ხაშბადანა, ზაქარია და მეშულამი.
5. გახსნა ეზრამ წიგნი მთელი ხალხის თვალწინ, რადგან მთელ ხალხზე მაღლა იდგა იგი; და როდესაც გახსნა, მთელი ხალხი წამოდგა ფეხზე.
6. და აკურთხა ეზრამ უფალი, დიდებული ღმერთი. მთელი ხალხი კი ხელაპყრობილი პასუხობდა "ამინ! ამინ!” და თაყვანს სცემდა უფალს პირქვე დამხობილი.
7. იეშუა, ბანი, შერებია, იამინი, ყაკუბი, შაბთაი, ჰოდია, მაყასეია, კელიტა, ყაზარია, იოზაბადი, ხანანი, ფელაია და ლევიანები განუმარტავდნენ ხალხს რჯულს, ხალხი კი იდგა თავის ადგილზე.
8. გარკვევით კითხულობდნენ ისინი წიგნს, ღმერთის რჯულს, განმარტავდნენ და ხალხიც იგებდა წაკითხულს.

4.18.36 Кафедра
4цар.11,14; 2Пар.24,20; 34,31 Неем.8,4-8