კასტა - კარჩაკეტილი საზოგადოებრივი ჯგუფი


საკვანძო მუხლები:

მსაჯულნი 11 : 9 ; 1მეფეთა 18 : 18 ; იოანე 4 : 9 ; საქმენი მოციქულთა 10 : 28 ;
=4.17.27 კასტა - კარჩაკეტილი საზოგადოებრივი ჯგუფი

სოციალური ნორმებით, სპეციფიკური ტრადიციებით, ქცევით, ცხოვრების სტილით, ურთიერთდახმარებით, ტანსაცმლით, საკვებითა და სხვა თავისებურებებით დაკავშირებული, საერთო შთამომავლობით გაერთიანებულ ადამიანთა (ხშირად – ეთნიკური) ჯგუფი.

ბიბლიის მიხედვით
- ზოგი სამხედრო მეთაური ისრაელში განეკუთვნებოდა დაბალ სოციალურ წარმომავლობას მსაჯ.11,9.10
- დავითი აცნობიერებდა თავის სოციალურ წარმომავლობას 1მფ.18,18.23
- იუდეველები და სამარიელები კარჩაკეტილები იყვნენ ერთმანეთის მიმართ იოან.4,9
- კასტური დამოკიდებულება გაუქმებულია საქ.10,28-35

ბიბლიის მუხლები

მსაჯულნი 11
9. უთხრა იფთახმა გილყადის უხუცესებს: "თუ წამოვედი ყამონელებთან საბრძოლველად და ხელში ჩამიგდო ისინი უფალმა, კვლავ დავრჩები თქვენს მეთაურად?
10. უპასუხეს გილყადის უხუცესებმა: "უფალი იყოს მოწმე ჩვენ შორის, თუ შენი სიტყვისამებრ არ მოვიქცეთ”.

1მეფეთა 18
18. უპასუხა დავითმა საულს: "ვინ ვარ მე, რას წარმოადგენს ჩემი სანათესაო, ან მამაჩემის ოჯახი ისრაელში, რომ მეფის სიძე გავხდე?”
23. ამ სიტყვებს ელაპარაკებოდნენ საულის მსახურები დავითს. თქვა დავითმა: "ადვილი გგონიათ მეფის სიძეობა? მე ხომ ერთი ღარიბი და პატარა კაცი ვარ”.

იოანე 4
9. სამარიელმა დედაკაცმა უთხრა: "შენ, იუდეველი, სამარიელ დედაკაცს როგორ მთხოვ, დამალევინეო? იუდევლებს ხომ ურთიერთობა არა აქვთ სამარიელებთან”.

საქმეები 10
28. უთხრა: "როგორც იცით, იუდეველ კაცს ეკრძალება ურთიერთობა და დაახლოება უცხოტომელთან; მაგრამ მე ღმერთმა მაჩვენა, რომ არც ერთი ადამიანისთვის არ მეწოდებინა ბიწიერი ან უწმიდური.
29. ამიტომ, როცა მომიხმეს, უსიტყვოდ მოვედი. ახლა გეკითხებით: რა საქმეზე დამიძახეთ?”
34. გახსნა ბაგეები პეტრემ და უთხრა: "ჭეშმარიტად ვრწმუნდები, რომ ღმერთი მიკერძოებული არ არის,
35. არამედ ყოველი ერიდან ღებულობს იგი მის მოშიშებს და სიმართლის მოქმედთ.

-----------------------
სურათზე: იფთახთან მივიდნენ გილყადის უხუცესები

4.17.27 Каста - замкнутая общественная сословная группа
Суд.11,9.10; 1цар.18,18.23 Ин.4,9 Деян.10,28-35